უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

19 ოქტომბერი, 2017 12:15
font-size

თბილისის 67-ე საჯაროს სკოლის მოსწავლეები საპროტესტო აქციას მართავენ

თბილისის 67-ე სკოლის მოსწავლეები, ამავე სკოლის ქიმიის მასწავლებლის, დოდო კეზუას მხარდასაჭერად საპროტესტო აქციას მართავენ.

სკოლის მოსწავლების განცხადებით, დოდო კეზუა, რომელიც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ბიულეტენზე იმყოფება, შესაძლოა სკოლაში აღარ დააბრუნონ. მოსწავლეები ამის მიზეზად ქიმიის მასწავლებელსა და სკოლის დირექტორს შორის დაპირისპირებას ასახელებენ.

მოსწავლეების თქმით, სკოლის დირექტორმა მარიამ თავართქილაძემ მათ დღეს შეუთვალა, რომ თუ აქციას არ შეწყვეტენ ყველა იმ კლასის დამრიგებელს გაათავისუფლებს, რომლის მოსწავლეებიც დოდო კეზუას მხარდსაჭერ აქციას მართავს.

მოსწავლეების თქმით, ისინი საპროტესტო აქციის შეწყვეტას არ აპირებენ.

„ჩვენი პროტესტის შემდეგ დირექტორმა გამოგვიგზავნა მე-11 კლასის ერთ-ერთი მოსწავლე, რომელმაც გადმოგვცა მარიამ თავართქილაძის დანაბარები, რომ თუ არ შევწყვეტთ საპროტესტო აქციას, ყველა იმ კლასის დამრიგებელს გაათავისუფლებს, რომლის მოსწავლეებიც დოდო კეზუას მხარდსაჭერად აქციას ვმართავთ. ჩვენ, რა თქმა უნდა, ამის არ გვჯერა და არც პროტესტის შეწყვეტას არ ვაპირებთ, ვიდრე ეს პედაგოგი სკოლაში არ დაბრუნდება“,-აცხადებენ სკოლის მოსწავლეები.

განსხვავებულ პოზიციას აფიქსირებს 67-ე სკოლის სამეურვეო საბჭოს წევრი, ერთ-ერთი მოსწავლის მშობელი ნათია მახარაშვილი. მისი თქმით, ქიმიის მასწავლებლის, დოდო კეზუას მიმართ მოსწავლეების მშობლებს საფუძვლიანი პრეტენზიები აქვთ.

„ის სცემს ბავშვებს და ამის ასე დატოვება არ შეიძლება. ბოლო ფაქტი დაახლოებით ათი დღის წინ მოხდა. მერვე კლასის მოსწავლე არის ნაცემი, რომელსაც მკლავზე დალურჯებები აღენიშნება. ის ექიმმაც შეამოწმა და საჩივრის წერილს ექიმის სამედიცინო ბარათიც ახლავს. რაც შეეხება აზერბაიჯანელი ეროვნების მოსწავლეს, ამ გოგონას დოდო კეზუამ „თათარი“ უწოდა, ასევე უთხრა „აზერბაიჯანულ ქორწილში არ ვყოფილვარ, უნდა გაგათხოვო“. მოგვიანებით ამავე პედაგოგმა ამ ბავშვს ძვირადღირებული ჩანთა დაუხია, რასაც მშობლის პროტესტი მოყვა. მშობელი აცხადებდა, რომ თუ რეაგირება არ მოყვებოდა მის საჩივარს, რომელიც სკოლის დირექტორის სახელზე დაიწერა, მაშინ წავიდოდა და აზერბაიჯანის საელჩოში იჩივლებდა“, -განაცხადა ნათია მახარაშვილმა.

67-ე სკოლის დირექტორი მარიამ თავართქილაძე განცხადებას სასწავლო პრცესის დასრულების შემდეგ 15:00-ზე გააკეთებს.

მონიკა დავლიანიძე

საკვანძო სიტყვები:

ინფორმაცია, თითქოს ჰესების მშენებლობის შედეგად ელექტროენერგიის ტარიფები კატასტროფულად შეიცვლება, სიცრუეა - ეკონომიკის სამინისტრო

20 სექტემბერი, 2018 , 17:30

გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს, ჰესების მშენებლობის შედეგად ელექტროენერგიის ტარიფები კატასტროფულად შეიცვლება, მტკნარი სიცრუეა და მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად, – აღნიშნულ განცხადებას ეკონომიკისა და

საგზაო უსაფრთხოების დაცვის მიზნით, თბილისსა და რეგიონებში ახალი ვიდეოკამერები ამოქმედდა

20 სექტემბერი, 2018 , 17:30

საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვის მიზნით, დედაქალაქის მასშტაბით კიდევ 20 ზოგადი ხედვის ვიდეოკამერა სრული დატვირთვით ამოქმედდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დღეის მდგომარეობით, საქართველოს მ

საქართველოშიო 3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

20 სექტემბერი, 2018 , 15:45

საქართველოში მიწისძვრა მოხდა. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაციით, 3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა თბილისიდან 3 კილომეტრის დაშორე

ავტოსატრანსპორტო საშუალებით ხორბლის გადაზიდვის აკრძალვა 2019 წლის პირველ ოქტომბრამდე გადავადდა - ფინანსთა მინისტრი

20 სექტემბერი, 2018 , 15:45

ავტოსატრანსპორტო საშუალებით ხორბლის გადაზიდვის აკრძალვა 2019 წლის პირველ ოქტომბრამდე გადავადდა. ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავრიანმა ხორბლის გადამზიდავთა აქციის ერთ-ერთ მონაწილესთან, ჯანო ამყოლაძესთან შეხვედ

ხორბლის გადამზიდავთა აქციის ერთ-ერთი მონაწილე, რომელიც თავის მოკვლით იმუქრებოდა, ფინანსთა მინისტრს ხვდება

20 სექტემბერი, 2018 , 14:50

ლილოს ტერმინალში, გაფორმების ეკონომიკურ ზონასთან, ხორბლის გადამზიდავთა აქციის ერთ-ერთი მონაწილე ჯანო ამყოლაძე, რომელიც თავის მოკვლით იმუქრებოდა, ერთ-ერთი შენობიდან მაშველებმა სახანძრო კიბით ჩამოიყვანეს. ის ამჟამად ფინანს

კახა კუკავას შტაბი თბილისში მაკ-კეინის ქუჩას აპროტესტებს

20 სექტემბერი, 2018 , 14:50

თბილისის ერთ-ერთი ქუჩისთვის მაკ-კეინის სახელის მინიჭების საკითხზე პრეზიდენტობის კანდიდატის კახა კუკავას შტაბის უფროსმა - გოგი წულაიამ საგანგებო ბრიფინგი გამართა. „მიგვაჩნია, რომ სრულიად ზედმეტია მაკ-კეინის ქუჩის შე

ვიდეო გალერეა

შეტევა ტელეკომპანია `იბერიასა` და `ომეგა ჯგუფზე`