საზოგადოება


თბილისის ახალი საბავშვო ბაღების ნუმერაცია დასრულდა
თბილისის ხუთ ახალ საბავშვო ბაღს, რომლებიც სექტემბერში გაიხსნება, შესაბამისი ნომრები მიენიჭა.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის, 24 მაისის განკარგულებით, თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტომ ხუთი ახალი ა(ა)იპ დააფუძნა, შესაბამისად, ოფიციალურად განისაზღვრა ახალი ბაღების ნუმერაცია, რაც რეგისტრაციის შემთხვევაში დაფიქსირდება სააგენტოს ვებპორტალზე. ამ განკარგულების მიხედვით:
ა) საბურთალოს რაიონში, ვაშლიჯვრის დასახლების მეორე ზონაში აშენებულ ახალს ბაღს მიენიჭა ნომერი - 33;
ბ) ჩუღურეთის რაიონში, ჩიტაიას ქუჩა N6-ში მდებარე ბაგა-ბაღი იქნება N69-ე;
გ) საბურთალოს რაიონში, პეკინის გამზირის N23-ში არსებული საბავშვო ბაღი იქნება N74-ე საჯარო ბაგა-ბაღი;
დ) ნაძალადევის რაიონში, ურეკის ქუჩა N4-ში მდებარე საბავშვო ბაგა-ბაღი იქნება N113-ე საჯაარო ბაგა-ბაღი;
ე) თბილისთან შემოერთებულ სოფელ წინუბანში მდებარე ბაღს მიენიჭა სახელწოდება: „ქ.თბილისის წინუბნის საბავშვო ბაგა-ბაღი“.
თბილისის მერიის ინფორმაციით, ხუთივე საბავშვო ბაგა-ბაღი 2017 წლის სექტემბრიდან შევა ექსპლუატაციაში, რითაც დამატებით, 1500 აღსაზრდელის რეგისტრაცია იქნება შესაძლებელი.
საკვანძო სიტყვები:
დღეს საქართველოში გლოვის დღეა
10 აპრილი, 2021 , 10:40
უკიდურესად დესტრუქციული ძალები მოქმედებენ წესების გარეშე და ემსახურებიან ყველაფრის ფასად ძალაუფლების ხელში ჩაგდების ძალიან საშიშ ამოცანებს - „საქართველოს მარადისობის დღის“ დაფუძნების ინიციატორები
9 აპრილი, 2021 , 14:40
ვხედავთ, რომ შეტევა ხორციელდება უწმინდესზე, ოჯახზე, სტუმარზე, ისტორიასა და ტრადიციაზე - გია გაჩეჩილაძე
9 აპრილი, 2021 , 14:40

გთხოვთ, რომ სიჩუმით, სიდინჯით და ერთიანობით პატივი ვცეთ ამ დღეს - სალომე ზურაბიშვილი
9 აპრილი, 2021 , 12:45

ჩემს გატაცებაზე ბრძანება კვირიკაშვილმა ნამდვილად გასცა, თუმცა ის ვერ იზამდა ამას ივანიშვილის ბრძანების გარეშე - აფგან მუხთარლი
9 აპრილი, 2021 , 12:32

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლინდა 430, სამეგელო-ზემო სვანეთში - 91, აჭარაში - 62
9 აპრილი, 2021 , 11:20