უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

11 ნოემბერი, 2017 17:45
font-size

თბილისის ახლად არჩეული საკრებულოს პირველი სხდომა 14 ნოემბერს გაიმართება

თბილისის ახლად არჩეული საკრებულოს პირველი სხდომა 14 ნოემბერს, 11:00 საათზე გაიმართება, სადაც საკრებულოს თავმჯდომარისა და მისი მოადგილეების კანდიდატურებს დაამტკიცებენ.

პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ პრესსამსახურის ინფორმაციით, საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობაზე წარდგენილია გიორგი ტყემალაძის კანდიდატურა; საკრებულოს პირველი მოადგილე - გიორგი ახვლედიანი იქნება, ხოლო მოადგილეები - მარიკა დარჩია და დავით უჯმაჯურიძე.

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის თანამდებობას დაიკავებს ბექა დავითულიანი, ხოლო მოადგილეების - ვახტანგ შაქარიშვილი, გიორგი მუსხელიშვილი და ჯაბა ჯიშკარიანი.

რაც შეეხება კომისიებს, მმართველი პოლიტიკური გუნდის ხედვით, აღნიშნული მიმართულებით, საკრებულოში დაგეგმილია რეორგანიზაცია, რასაც სტრუქტურული ცვლილებები მოჰყვება.

ადამიანის უფლებების დაცვის კომისია გაერთიანდება იურიდიულ საკითხთა კომისიასთან, ხოლო ურბანული დაგეგმარების და საქალაქო მეურნეობის კომისიას გამოეყოფა ტრანსპორტის საკითხები და ცალკე კომისიად ჩამოყალიბდება.

ამ ეტაპისთვის, არსებულ კომისიებს უხელმძღვანელებენ:

სარევიზიო კომისია - რიმა ბერაძე;

იურიდიული საკითხთა კომისია - ლევან ჟორჟოლიანი;

ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისია - გიორგი ბირბიჩაძე;

განათლებისა და კულტურის კომისია - თამარ ტალიაშვილი;

სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისია - გიორგი ჩაკვეტაძე;

ურბანული დაგეგმარების და საქალაქო მეურნეობის კომისია - რევაზ სოხაძე;

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომისიას, მის იურიდიულ საკითხთა კომისიასთან გაერთიანებამდე, დროებით უხელმძღვანელებს თედო ისაკაძე, რომელიც შემდგომში დაიკავებს სატრანსპორტო საკითხთა კომისიის ხელმძღვანელის თანამდებობას;

გარემოს დაცვის კომისია - ერეკლე კუხიანიძე;

ქონების მართვის და საფინანსო-საბიუჯეტო კომისია - ირაკლი ზარქუა;

ეკონომიკური განვითარების, საინვესტიციო პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების კომისია - ოთარ გრიგოლია;

სახელდებისა და სიმბოლიკის კომისია - თინათინ ნიბლოშვილი;

მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია - ანა ლაშხი.

სალომე ზურაბიშვილი კარლ ჰარცელს შეხვდა

12 დეკემბერი, 2019 , 17:35

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ევროკავშირის ელჩს საქართველოში კარლ ჰარცელს შეხვდა. შეხვედრაზე ქვეყანაში არსებულ ვითარებასა და საქართველო - ევროკავშირის ურთიერთობების განვითარებაზე იმსჯელეს. აღნიშნულ ინფორმაცია

პარლამენტმა 14 კანდიდატი უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ დაამტკიცა

12 დეკემბერი, 2019 , 17:25

პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს 14 მოსამართლე დაამტკიცა. პარლამენტმა მხარი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის შემდეგ კანდიდატებს დაუჭირა: მერაბ გაბინაშვილი - 86 ხმა, მირანდა ერემაძე - 83 ხმა, მამუკა ვასაძე - 88 ხმა, მა

აკაკი ზოიძეს სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდა

12 დეკემბერი, 2019 , 17:10

ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის საკითხთა კომიტეტის ყოფილ თავმჯდომარეს, „ქართული ოცნების“ დეპუტატს აკაკი ზოიძეს სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდა. აკაკი ზოიძისთვის უფლებამოსილების შეწყვეტას მხარი 85-მა დეპუტატმ

ნიკა მელიას დეპუტატის უფლებამოსილება შეუწყდა

12 დეკემბერი, 2019 , 17:10

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთ ლიდერ ნიკა მელიას სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდა. ნიკა მელიასთვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტას მხარი 88-მა დეპუტატმა დაუჭირა, საკითხს მოწინააღმდეგე არ ჰყავდა

ნატო ჩხეიძე: ვთქვი, გაქრა, წავიდა, დალია ჩაილურის წყალი...

12 დეკემბერი, 2019 , 17:05

პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ნატო ჩხეიძე იურიდიულ საკითხთა კომიტეტის დღევანდელ სხდომას სოციალურ ქსელში ეხმაურება. „სერიიდან: პარლამენტი და ჩაილურის წყალი   დღეს ბოიკოტი შევწყვიტე ერთი დღით და იურიდიული კ

გიორგი გახარია, სუამ-ის წევრი სახელმწიფოების მთავრობათა მეთაურებთან ერთად, ვლადიმერ ზელენსკის შეხვდა

12 დეკემბერი, 2019 , 15:43

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, სუამ-ის წევრი სახელმწიფოების მთავრობათა მეთაურებთან ერთად, უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმერ ზელენსკის შეხვდა. სუამ-ის პლენარული სხდომის მონაწილე დელეგაციების ხელმძღვანელებს ვლადიმე

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილის პირდაპირი ჩართვა გადაცემაში `რეაქცია`