უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კომენტარი

17 თებერვალი, 2017 18:00
font-size

თბილისის არქიტექტურის სამსახური ალექსანდრე ელისაშვილის ბრალდებას პასუხობს

თბილისის არქიტექტურის სამსახური თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატის ალექსანდრე ელისაშვილის განცხადებას გამოეხმაურა.

კერძოდ, ელისაშვილმა დღეს ბრიფინგზე განაცხადა, რომ მერიის ქონების მართვის სააგენტომ და მისმა თავმჯდომარემ, ვარკეთილში, ჯავახეთის ქუჩის 66 ნომერს რეკრეაციური ზონის სტატუსი ისე მიანიჭა, რომ საბოლოო დასტურისთვის საკრებულოსთვის არ მიუმართავს.

არქიტექტურის სამსახური აღნიშნავს, რომ მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით განხილვა ჯერჯერობით სასამართლოში მიმდინარეობს, შესაბამისად, დოკუმენტი საკრებულოში არ გადაგზავნილა.

„თბილისის არქიტექტურის სამსახურს მომართა მოქალაქე თამაზ ქართველიშვილმა ჯავახეთის ქ. N66-ში არსებული მიწის ნაკვეთების ფუნქციური ზონის, კერძოდ ზოგადი საცხოვრებელი ზონისა და საზოგადოებრივ საქმიანი ზონა 1 -ის სარეკრეაციო ზონა 1-ით ცვლილების მოთხოვნით.

აღნიშნული საკითხი განხილული იქნა „ქ. თბილისის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა საბჭოს 2015 წლის 16 აპრილის #16“ სხდომაზე და მიეცა თანხმობა გამოთქმული შენიშვნებისა და რეკომენდაციების გათვალისწინებით, კერძოდ ფუნქციური ზონის ცვლილება მისაღებია, მხოლოდ იურიდიული პრობლემების მოგვარების შემთხვევაში.

მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით განხილვა მიმდინარეობს სასამართლოში, შესაბამისად აღნიშნული საკითხი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში განსახილველად არ გადაგზავნილა“,-ნათქვამია განცხადებაზე.

მონიკა დავლიანიძე

საკვანძო სიტყვები:

შესაძლოა, ვენეციის კომისიის დასკვნის საფუძველზე ხელისუფლება იძულებული გახდეს, მანდატების განაწილების წესი შეცვალოს - ზურაბ ჭიაბერაშვილი

26 აპრილი, 2017 , 12:50

"ევროპული საქართველოს" წევრი, ზურაბ ჭიაბერაშვილი არ გამორიცხავს, რომ ვენეციის კომისიის დასკვნის საფუძველზე, „ხელისუფლება გახდეს იძულებული, მანდატების განაწილების წესი შეცვალოს“. "ვენეციის კომისიის კრიტიკული დ

,,ყაზტრანსგაზთან’’ მოლაპარაკების რესურსი ჯერ კიდევ არსებობს - დიმიტრი ქუმსიშვილი

26 აპრილი, 2017 , 12:20

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, "ყაზტრანსგაზი" რომ საქართელოს საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოში უჩივის, ძალიან სამწუხაროა, თუმცა მინისტრის განმარტებით, მოლა

კახა კალაძე ,,ინტერ რაოს’’ საქმეზე: შესაძლოა, არბიტრაჟამდე არც მივიდეს საქმე

26 აპრილი, 2017 , 11:40

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე ვარაუდობს, რომ "ინტერ რაოსთან" დაკავშირებით საქმე საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლომდე არ მივა. მისი თქმით, ეს არის ხანგრძლივი პროცესი.  "რამდენიმე დღის წინ მივიღეთ შეტ

კახა კალაძე - `ყაზტრანსგაზის` გადაწყვეტილება მოულოდნელი იყო

26 აპრილი, 2017 , 11:40

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის, კახა კალაძისთვის მოულოდნელია "ყაზტრანსგაზის" გადაწყვეტილება, რომ საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოში უჩივლოს. მისი თქმით, საქართველოს მთავრობის მხრიდან არაერთხელ გაკეთებულ

იმ შემთხვევაში, თუ ,,ინტერ რაოსთან’’ დავა დასრულდება მოლაპარაკების გზით, ამას არ ექნება ნეგატიური ზეწოლა სამომხმარებლო ტარიფებზე - ირაკლი ხმალაძე

25 აპრილი, 2017 , 16:25

საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო იმედოვნებს, რომ "ინტერ რაოს" ნიდერლანდური სტრუქტურებთან კონსულტაციები პოზიტიურად დასრულდება და საქმე არბიტრაჟამდე არ მივა. საკითხთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან კომენტარი საქართველოს ენ

კონსტიტუციაში ქორწინების დეფინიციის მიზანია, რომ არავის მივცეთ ჰომოფობიური განწყობების გაღვივების საშუალება - ირაკლი კობახიძე

25 აპრილი, 2017 , 16:25

პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, კონსტიტუციაში ქორწინების დეფინიციის განსაზღვრის მიზანი საზოგადოებაში ჰომოფობიური განწყობების გაღვივების პრევენციაა. „არსებული ვითარება ქმნიდა ასეთ რისკს. ამიტ