უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

21 სექტემბერი, 2017 14:55
font-size

თბილისის ათ საჯარო სკოლაში ვაშლის დარიგება ოქტომბრიდან დაიწყება

განათლების სამინისტროს პროექტების მენეჯერის, მაია მუშკუდიანის ინფორმაციით, თბილისის ათ საჯარო სკოლაში ვაშლის დარიგება ოქტომბრიდან დაიწყება.

“ვფიქრობთ, რომ ოქტომბრიდან შევიტანთ ვაშლს სკოლებში. 10 სკოლა შეირჩა მოსწავლეთა რაოდენობის მიხედვით და შესაბამისად ვაშლები თითო რაიონიდან ყველაზე მრავალრიცხოვანი სკოლაში იქნება მიწოდებული", - განაცხადა მაია მუშკუდიანმა.

მისი თქმით, სკოლებში ვაშლის დარიგების პროექტის ფარგლებში ვაშლის შესასყიდად გამოცხადებული ელექტრონულ ტენდერში შპს KEPKA-მ გაიმარჯვა.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ გამოცხადებულ ტენდერში მხოლოდ ერთმა პრეტენდენტმა მიიღო მონაწილეობა, რომელმაც უწყებას ვაშლების შესაძენ თანხად 69 940 ლარი შესთავაზა.

აღნიშნული კომპანიის მიერ მიწოდებული პროდუქტით განათლების სამინისტრო დედაქალაქის 10 საჯარო სკოლას 260 ათასი ერთეული ვაშლით მოამარაგებს.

კომპანიის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის თანახმად, KEPKA ერთ ცალ ვაშლს 26.9 თეთრად შეიძენს. კომპანია ვაშლის სამ ჯიშს: სემერენკოს, გოლდენსა და გრანისმიტს შეისყიდის.

სატენდერო პირობების თანახმად, სამინისტროს ტენდერი 260 ათასი ერთეული ვაშლის შესასყიდად ჰქონდა გამოცხადებული.

პრეტენდენტი უფლებამოსილი იყო შეეთავაზებინა შემსყიდველისთვის ერთი ან რამდენიმე ჯიშის ვაშლი, რომლის ერთეულის ფასი იდენტური უნდა ყოფილიყო.

ტენდერის პირობებში ასევე ნათქვამი იყო, რომ მისაწოდებელი ვაშლის სავარაუდო რაოდენობა კვირაში - 20 000 ერთეული; ერთი ვაშლის სავარაუდო წონა არანაკლებ- 150 გრამი უნდა იყოს. ასევე, ვაშლებს სურსათის უვნებლობის მოთხოვნებიც უნდა დაეკმაყოფილებინა.

ამასთან, სამინისტროს ინფორმაციით, ვაშლი კვირაში ერთხელ მიეწოდება თბილისის 10 საჯარო სკოლას: სსიპ ქალაქ თბილისის N161 საჯარო სკოლა, სსიპ ქალაქ თბილისის პირველი ექსპერიმენტული საჯარო სკოლა, სსიპ გალაკტიონ ტაბიძის სახელობის ქალაქ თბილისი № 51 საჯარო სკოლა, სსიპ თბილისის კლასიკური გიმნაზია, სსიპ ვახტანგ გზირიშვილის სახელობის ქალაქ თბილისის №173 საჯარო სკოლა; სსიპ ქალაქ თბილისის №147 საჯარო სკოლა, სსიპ ქალაქ თბილისის №180 საჯარო სკოლა; სსიპ ქალაქ თბილის №115 საჯარო სკოლა; სსიპ ქალაქ თბილისის №166 საჯარო სკოლა; სსიპ გოგიტა კიკნაძის სახელობის ქალაქ თბილისის №182 საჯარო სკოლა.

საკვანძო სიტყვები:

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, საქართველოში KIABI – ს პირველი ფილიალი გაიხსნა

23 აპრილი, 2024 , 15:39

საქართველოს ბანკი ბიზნესის მხარდაჭერას განაგრძობს.  ამჯერად, ფინანსურ ინსტიტუტთან პარტნიორობით, კომპანია ჯითექსმა,  გლობალური ბრენდის,  KIABI - ის პირველი ფილიალი, East Point - ში გახსნა. პროექტის ჯამ

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ეკონომიკის ოლიმპიადის სასკოლო რაუნდი გაიმართა

22 აპრილი, 2024 , 16:07

საქართველოს ბანკი, როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ფინანსური ინსტიტუტი, რომლის მიზანი განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდაა, ეკონომიკის ოლიმპიადის მხარდამჭერია. ეკონომიკის ოლიმპიადაში მონაწილეობას მე-10, მე-

ბზის მოჭრაზე კონტროლი გამკაცრდა - სანქციის ოდენობა 500-დან 2000 ლარამდე გაიზრდა

22 აპრილი, 2024 , 10:41

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ბზის მოჭრაზე კონტროლს ამკაცრებს. სამინისტროს ინფორმაციით, ბზის მოჭრა, ამოძირკვა ან ტოტების დაზიანება დასჯადი ქმედებაა. სანქციის ოდენობა გაზრდილია და 500-დან 2000 ლარამდე ჯა

იარე ასე ამაყად, ეს დროშა მუდამ მაღლა გეჭიროს! – პრეზიდენტი

19 აპრილი, 2024 , 15:56

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს, სადაც აქციის მონაწილე ახალგაზრდა საქართველოს დროშით მოაბიჯებს და წერს: “მომავლის და საკუთარი თავის, რომ სჯერა ადამიანს, მისთვის  შეუძ

20-22 აპრილს საქართველოს ზოგიერთ რაიონში სითბოს ფონზე ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი

19 აპრილი, 2024 , 15:14

გარემოს ეროვნული სააგენტო 20-22 აპრილს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას. სინოპტიკოსების ცნობით, 20-22 აპრილს საქართველოს ზოგიერთ რაიონში სითბოს ფონზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. 20

პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღესაც გაიმართება

18 აპრილი, 2024 , 17:18

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან, 19:00 საათზე აქცია - „არა რუსულ მთავრობას - არა რუსულ კანონს“ ისევ ჩაინიშნა. აღნიშნულის შესახებ განცხადებას აქციის ორგანიზატორები ავრცელებენ. „პროტესტი არ უნდა შე

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი