უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

12 ივლისი, 2017 18:00
font-size

თბილისის ბაგა-ბაღებში სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურული პროექტი მიმდინარეობს

სააღმზრდელო წლის დასრულებასთან ერთად, თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების სააგენტომ სხვადასხვა სახის მასშტაბური სარემონტო სამუშაოები დაიწყო.

თბილისის მერიის ინფორმაციით, ვარკეთილში მდებარე N163-ე ბაგა-ბაღში შეიცვალა ამორტიზებული წყალ-კანალიზაციის სისტემა; პარალელურად, ბაღის მთელ პერიმეტრზე მოეწყო სანიაღვრე ქსელი, რაც აქამდე არ ყოფილა და რის გამოც ეზოში დაგროვილი წყალი შენობის საძირკველში ჩაედინებოდა, იწვევდა სინესტეს და შენობას ავარიულობის საფრთხეს უქმნიდა. მიწისქვეშა კომუნიკაციების რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ, ეზოში ასფალტის საფარი დაიგება. ამავე ბაღის შენობას ასევე შეეცვლება სახურავი, განახლდება ფასადი, ეზო და სათამაშო მოედანი.

საყრდენი კედლის მშენებლობა მიმდინარეობს თბილისის N26 საჯარო ბაგა-ბაღის ეზოში. ბაღის უკანა მხარეს არსებულ ეზოში გრუნტი იშლებოდა და ნაყარი მიწა შენობის უკანა გასასვლელებით სარგებლობას აფერხებდა, რის გამოც საჭირო ხდებოდა მუდმივად გაწმენდის სამუშაოების ჩატარება. გრუნტის დამჭერი კონსტრუქციის მოწყობის შემდეგ, განხლდება ბაღის ეზოს ეს ნაწილიც.

სიახლე დახვდებათ თბილისის N87-ე საბავშვო ბაგა-ბაღის აღსაზრდლებსაც - სექტემბრიდან პატარებს უკვე ეზოთი სარგებლობაც შეეძლებათ. ცაგარელის ქუჩაზე მდებარე საბავშვო ბაღის შენობა არასტანდარტულია, აქ მხოლოდ 5 ჯგუფი ფუნქციონირებს, მისი ეზოს მდებარეობა კი სარემონტო სამუშაოების ჩატარების საშუალებას არ იძლეოდა, რის გამოც აქ საყრდენი კედელი მძიმე ტექნიკის გამოყენების გარეშე აშენდა. სამუშაოების ყველაზე მასშტაბური ნაწილი უკვე დასრულებულია, ორანჟერეის ტიპის ეზო უსაფრთხოების მიზნით, გადაიხურება, შიგნით კი გასართობი და ღონისძიებების გასამართი სივრცე მოეწყობა.

საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს ვაკის რაიონში მდებარე N75-ე საბავშვო ბაღშიც. ასფალტის საფარის დაგების შემდეგ, განახლდება ეზო და ბავშვთა სათამაშო მოედანი.

იარე ასე ამაყად, ეს დროშა მუდამ მაღლა გეჭიროს! – პრეზიდენტი

19 აპრილი, 2024 , 15:56

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს, სადაც აქციის მონაწილე ახალგაზრდა საქართველოს დროშით მოაბიჯებს და წერს: “მომავლის და საკუთარი თავის, რომ სჯერა ადამიანს, მისთვის  შეუძ

20-22 აპრილს საქართველოს ზოგიერთ რაიონში სითბოს ფონზე ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი

19 აპრილი, 2024 , 15:14

გარემოს ეროვნული სააგენტო 20-22 აპრილს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას. სინოპტიკოსების ცნობით, 20-22 აპრილს საქართველოს ზოგიერთ რაიონში სითბოს ფონზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. 20

პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღესაც გაიმართება

18 აპრილი, 2024 , 17:18

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან, 19:00 საათზე აქცია - „არა რუსულ მთავრობას - არა რუსულ კანონს“ ისევ ჩაინიშნა. აღნიშნულის შესახებ განცხადებას აქციის ორგანიზატორები ავრცელებენ. „პროტესტი არ უნდა შე

კარგი გულიანი ნაცემი ვარ - ალეკო ელისაშვილი

18 აპრილი, 2024 , 13:06

პარტია „მოქალაქეების" ლიდერის, დეპუტატ ალეკო ელისაშვილის განცხადებით, „გულიანი ნაცემია", მათ შორის აქვს ნეკნის მოტეხილობა. მთავრობის ადმინისტრაციასთან წუხელ გამართულ აქციაზე განვითარებული მოვლენების

თბილისში ავარიული საცხოვრებელი კორპუსები კიდევ ორ მისამართზე ჩანაცვლდება

17 აპრილი, 2024 , 13:38

თბილისის მუნიციპალიტეტი ავარიული სახლების სრულ დემონტაჟს კიდევ ორ მისამართზე განახორციელებს და მათ ნაცვლად, თანამედროვე სტანდარტების მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსებს ააშენებს, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა

პირდაპირ ჩემ სახეზე გაატარეთ აწი ევროპა - აქციაზე დაშავებული ლევან ბუდაღაშვილი

17 აპრილი, 2024 , 12:14

16 აპრილს პარლამენტთან აქციაზე დაშავებული ლევან ბუდაღაშვილი სოციალურ ქსელში ფოტოს აქვეყნებს, რომელზეც ჩანს დაშლის დროს რა დაზიანებები მიიღო. ის ამჟამად ბოკერიას სახელობის კლინიკაშია მოთავსებული. გთავაზობთ პოსტს უცვლელად:

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი