უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

20 ივნისი, 2018 16:05
font-size

თბილისის ბალეტის ფესტივალი 23 ივნისს გაიხსნება

დედაქალაქის მერიის მხარდაჭერით, 23 ივნისიდან 1 ივლისამდე თბილისის ბალეტის ფესტივალი ჩატარდება. ამის შესახებ პრესკონფერენციაზე გახდა ცნობილი, რომელსაც თბილისის მერის მოადგილე სოფიო ხუნწარია, ოპერისა და ბალეტის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ბადრი მაისურაძე, საბალეტო დასის ხელმძღვანელი და ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელი ნინო ანანიაშვილი, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე, ჰოლანდიის ელჩი საქართველოში იოს დაუმა ესწრებოდნენ.

საერთაშორისო საბალეტო ფესტივალი თბილისში 2017 წელს დაფუძნდა. წელს ფესტივალი მეორედ ტარდება. ფესტივალის ფარგლებში სპექტაკლები თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში გაიმართება.

საბალეტო ფესტივალში თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის დასთან და ორკესტრთან ერთად მონაწილეობას მიიღებენ მსოფლიო ბალეტის ვარსკვლავები და მსოფლიოში სახელგანთქმული საბალეტო დასები: Spellbound Contemporary Ballet (იტალია), ნიდერლანდების ცეკვის თეატრი 2 (NDT 2).

თბილისს, ასევე, ეწვევა ამერიკული ბალეტის ვარსკვლავი მარსელო გომესი, იგი 26 ივნისს „რომეო და ჯულიეტაში“ პარტნიორობას გაუწევს პრიმა ბალერინა ნინო ანანიაშვილს.

თბილისში პირველად ჩამოდის Spellbound Contemporary Ballet იტალიიდან. მათ პროგრამაშია მაურო ასტოლფის ქორეოგრაფია - Formami და Rossini Ouvertures. იტალიური დასის წარმოდგენებს მაყურებელი 23-24 ივნისს, ცნობილი ფრანგი ქორეოგრაფის მედი ვალერსკის ბალეტებთან Orawa და Petite Cérémonie ერთად ნახავს.

საქართველოს მეორედ ეწვევა ნიდერლანდების ცეკვის თეატრი 2 (NDT 2), რომელიც ორი განსხვავებული პროგრამით წარსდგება ფესტივალის მაყურებლი წინაშე 28 და 29 ივნისს. ფესტივალს კი დახურავს „მძინარე მზეთუნახავი“. გალა-პერფორმანსში თბილისის ოპერისა და ბალეტის საბალეტო დასთან ერთად მონაწილეობას მიიღებენ მარსელო გომესი და პარიზის ნაციონალური ბალეტის სოლისტები ამანდინ ალბისონი, ჟერემი ლუ კერი. სპექტაკლებს უდირიჟორებს ალევტინა იოფე (რუსეთი).

ფესტივალის მხარდამჭერები, ასევე, არიან TBC ბანკი და CHECK IN GEORGIA; კულტურის და სპორტის სამინისტრო, იტალიის რესპუბლიკისა და ნიდერლანდების სამეფოს საელჩოები საქართველოში, იტალიის ავტორთა და გამომცემელთა საზოგადოება (SIAE), იტალიის კულტურული მემკვიდრეობის სამინისტრო (MiBACT), ქართული ბალეტის მეგობართა საზოგადოება, ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯია, რუმს ჰოტელ თბილისი, თურქეთის ავიახაზები, კომპანია „ბორჯომი“, რადიო „იმედი“, რადიო „ფორტუნა“, ჟურნალი „ინდიგო“, გაზეთი „ჯორჯია თუდეი“.

ლევან დავითაშვილი გაეროს სურსათის და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის წარმომადგენლებს შეხვდა

24 სექტემბერი, 2018 , 17:25

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი გაეროს სურსათის და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (UN FAO) წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა პროექტის AGRIS (Agricultural Integrated Survey) დეტა

წიწამურის ხევზე არსებულ ხიდზე, გადაუდებელი სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

24 სექტემბერი, 2018 , 17:25

თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 25-ე კმ-ზე (საგურამოს კვანძთან) წიწამურის ხევზე არსებულ ხიდზე, გადაუდებელი სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. როგორც საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაცი

ნაზი ჯანეზაშვილი გიორგი მიქაუტაძეს გავლენების გამოყენებაში ადანაშაულებს

24 სექტემბერი, 2018 , 17:25

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელ გიორგი მიქაუტაძეს გავლენების გამოყენებაში ადანაშაულებს და ამ კუთხით რამდენიმე გარემოებაზე საუბრობს. აღ

პროკურატურასთან ტელეკომპანია “იბერიას“ და „ომეგა ჯგუფის“ მხარდამჭერი აქცია გაიმართა

24 სექტემბერი, 2018 , 15:55

მოძრაობამ ,,ძალა ერთობაშია“ არასამთავრობო სექტორთან ერთად პროკურატურის შენობასთან დღეს აქცია გამართა. შეკრებილებმა ტელეკომპანია ,,იბერიას“ და „ომეგა ჯგუფს“ მხარდაჭერა გამოუცხადეს. აქციის მონაწილეე

მიხეილ ბატიაშვილი საჭადრაკო ოლიმპიადაზე პირველ სვლას გააკეთებს

24 სექტემბერი, 2018 , 15:00

ბათუმის სპორტის სასახლეში 43-ე საჭადრაკო ოლიმპიადა დაიწყება, რომელშიც 180 ქვეყნის 4000-მდე მოჭადრაკე მიიღებს მონაწილეობას. სიმბოლურად პირველ სვლას საჭადრაკო დაფაზე საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტი

ინტოქსიკაციის გამო, წყალტუბოდან ქუთაისის კლინიკაში კიდევ 6 ბავშვი გადაიყვანეს

24 სექტემბერი, 2018 , 13:50

ინტოქსიკაციის გამო, წყალტუბოდან ქუთაისის კლინიკაში კიდევ 6 ბავშვი გადაიყვანეს. კლინიკა "მედიქალ სითის" ინფექციურ დაავადებათა განყოფილების ხელმძღვანელის ნუგზარ მაღლაკელიძის განცხადებით, ბავშვები კლინიკაში იმავე სიმპტომები

ვიდეო გალერეა

შეტევა ტელეკომპანია `იბერიასა` და `ომეგა ჯგუფზე`