უკან

მოზაიკა

13 ნოემბერი, 2016 13:39
font-size

თბილისის ბაროკო ფესტივალი გრძელდება

14 ნოემბერს 19:30 სთ.-ზე, რუსთაველის თეატრის მცირე დარბაზში „თბილისის ბაროკო ფესტივალის“ მორიგი კონცერტი გაიმართება. შესრულდება ბაროკოს პერიოდის როგორც ვოკალური, აგრეთვე ინსტრუმენტული ნაწარმოებები.

კონცერტი მნიშვნელოვანია განსაკუთრებით ქართველი შემსრულებლებისთვის, რომლებიც ბაროკოს ეპოქის ვოკალურ მუსიკას შეასრულებენ ავთენტურად, რაც არაჩვეულებრივი საშუალებაა ამ მუსიკას პოპულარიზაცია გავუწიოთ არა მხოლოდ მსმენელებში, არამედ ადგილობრივი მუსიკოსები ვაზიაროთ ძველი მუსიკის შესრულების მანერას და საქართველოშიც დამკვიდრდეს ეს საშემსრულებლო სტილი, - აცხადებენ ფესტივალის ორგანიზატორები.

კონცერტში მონაწილეობენ: ანა პოდოროლსკაია (სოპრანო), ფესტივალის სტუმარი. მიხეილ აბრამიშვილის (კონტრ-ტენორი) და დავით გოგოლაშვილი (ტენორი), რომლებიც კონცერტის პირველ განყოფილებაში, „საქართველოს სინფონიეტას“ თანხლებით შეასრულებენ არიებს ჰენდელის ოპერებიდან.

კონცერტის მეორე განყოფილება ინსტრუმენტულ მუსიკას დაეთმობა, სადაც სახელმწიფო კამერულ ორკესტრთან ერთად, ფესტივალის სტუმარი თომას ბაეტე (ბელგია), ბაროკოს პერიოდის საკრავზე, ვიოლა და გამბაზე შეასრულებს ტელემანის ნაწარმოებებს. მას ასევე თანხლებას გაუწევს გიორგი კუზანაშვილი (თეორბო), რომელიც ამ უძველესი საკრავით პირველად წარსდგება დიდი აუდიტორიის წინაშე.

თომას ბაეტემ თავად დაიწყო სწავლა ვიოლა და გამბაზე, შემდეგ სწავლა განაგრძო ბრიუსელში და ბარსელონაში ვიელანდ კუიჯკენთან, იორდი სავალისა და სოფი ვატილონთან. მასტერკლასები მიიღო პაოლო პანდოლფთან. როგორც ვიოლა და გამბისა და და შუა საუკუნეების ვიოლინოს შემსრულებელი, თომასი გამოდიოდა ანსამბლებთან „Mala Punica", „Capilla Flamenca“, „La როზა Enflorese“, „The Toronto Consort“ და „Graindelavoix“-თან ერთად. თომასი არის ტრიო „Osuna“-ს წევრი, რომელთან ერთად ის იკვლევს ხმელთაშუა და ცენტრალური აზიის ტრადიციულ მუსიკას. 2010 წელს თომას ბაეტემ დააარსა საკუთარი ანსამბლი „ClubMediéval“, რომლის წევრები ახალგაზრდა გვიანი შუა საუკუნეების პოლიფონიის სპეციალისტები არიან. თომასი ვიოლა დე გამბის და შუა საუკუნეების მუსიკის მასწავლებელია, მას რეპეტიტორად რეგულარულად იწვევენ ადრეული მუსიკის ანსამბლებში.

კონცერტის დაწყებამდე, 19:00 საათზე, რუსთაველის თეატრის მცირე დარბაზის ფოიეში, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი - დავით გიგინეიშვილი წაიკითხავს ლექცია-შესავალს, სადაც მსმენელები მიიღებენ ინფორმაციას იმ კომპოზიტორებზე და იმ ნაწარმოებებზე რასაც შემდეგში მოისმენენ კონცერტზე.

“La Gazzetta Dello Sport” უკვე ქართულ მედიასივრცეშია

1 თებერვალი, 2024 , 15:01

მსოფლიოს ერთ-ერთი უძველესი და ისტორიული იტალიური სპორტული მედიაპლატფორმა „La Gazzetta Dello Sport“ უკვე საქართველოშია. მისი ქართული ვერსიის - „La Gazzetto Dello Sport  Georgia“-ს ოფიციალური წ

სახელოვანი ვიოლონჩელისტი იან მაკსინი საქართველოში კონცერტებს მართავს

29 იანვარი, 2024 , 17:02

საქართველოში ცნობილი ვიოლონჩელისტი, კომპოზიტორი და მრავალენოვანი ამერიკელი ვოკალისტი იან მაკსინი იმყოფება. იგი ჩვენს ქვეყანას ახალი ალბომის -- “Amor Renauts”-ის გამოშვებისადმი მიძღვნილი მსოფლიო ტურნეს ფარგლებ

საქართველოდან სიყვარულით სავსე გულით მივდივარ - ალ ბანო

27 ნოემბერი, 2023 , 11:27

"იტალიელები ქართველებს ძალიან ჰგვანებიან. განსხვავებული მხოლოდ ენაა. მაგრამ ჭიქა ღვინოსთან ენაც ქრება და მხოლოდ გული რჩება", -ასე მიესალმა ლეგენდარული იტალიელი მომღერალი ალ ბანო კარიზი თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში შე

თბილისი ლეგენდარული ალ ბანოს პირველ სოლო კონცერტს უმასპინძლებს

24 ნოემბერი, 2023 , 12:38

24 ნოემბერს თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში ლეგენდარული იტალიელი მომღერლის, ალ ბანოს პირველი სოლო კონცერტი გაიმართება. მუსიკოსი საქართველოს საქველმოქმედო ფონდ "ცხოვრება მშვენიერიას" მოწვევით სტუმრობს. როგორც მომღერალმა

ისრაელელი მხატვრების გამოფენა თბილისში

24 ნოემბერი, 2023 , 11:48

ხვალ, 25 ნოემბერს თბილისში გაიხსნება ისრაელელი მხატვრების ჯგუფური გამოფენა, რომელიც მშვიდობას ეძღვნება. "სამართლიანობა, სიმართლე და მშვიდობა?" ასე ჰქვია გამოფენას, რომელიც თბილისში მიმდინარეობდა და ისრაელზე 7 ოქტომბერს ტ

ისრაელელი მხატვრების გამოფენა თბილისში

24 ნოემბერი, 2023 , 11:48

ხვალ, 25 ნოემბერს თბილისში გაიხსნება ისრაელელი მხატვრების ჯგუფური გამოფენა, რომელიც მშვიდობას ეძღვნება. "სამართლიანობა, სიმართლე და მშვიდობა?" ასე ჰქვია გამოფენას, რომელიც თბილისში მიმდინარეობდა და ისრაელზე 7 ოქტომბერს ტ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი