უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

20 ნოემბერი, 2017 12:55
font-size

თბილისის ბიუჯეტიდან 200 მილიონი ლარის დაზოგვა შეიძლება -„ევროპული საქართველო“ მერს 4-პუნქტიან გეგმას სთავაზობს

თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ევროპული საქართველო-თბილისი“ დედაქალაქის მერს 2018 წლის ბიუჯეტის გადახედვისკენ მოუწოდებს.

ფრაქციის თავმჯდომარე გოკა გაბაშვილმა ბრიფინგზე 4-პუნქტიანი გეგმა წარადგინა, რომლის შედეგად თბილისის ბიუჯეტიდან 200 მილიონი ლარის დაზოგვა შეიძლება.

„სერიოზულად უნდა მოაკლდეს თანხა ბიუროკრატიას. ჩვენ ვთავაზობთ, რომ 55 მილიონი იმყოფინოს თბილისის მერიამ, საკრებულომ, გამგეობებმა - ეს არ არის მცირე თანხა, ეს არის საკმაოდ სოლიდური თანხა, რომლის დატოვებასაც ჩვენ მათ ვთავაზობთ. ასევე უნდა მოაკლდეს თანხა გარკვეულ პროექტებს, იგივე სამშენებლო პროექტებს, რომელთა განხორციელება საერთაშორისო წყაროებიდან მოზიდული თანხით შეიძლება და ამის პრაქტიკა არსებობს. ყველაზე ადვილი არის საერთაშორისო წყაროებიდან თანხის მობილიზება სწორედ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე. ამ გზით დაიზოგება დაახლოებით 200 მილიონამდე ლარი.

გამონთავისუფლებული თანხა კი უნდა მოხმარდეს პენსიონერებს, თბილისში მცხოვრები 203 000 ადამიანისთვის ყოველთვიური 50-ლარიანი საპენსიო დანამატი დაწესდეს, რაც მძიმე სოციალური ფონის პირობებში მცირე შეღავათი მაინც იქნება თბილისში მცხოვრები პენსიონერებისათვის.

ასევე, აუცილებელია საზოგადოებრივი ტრასპორტის მუდმივი განვითარება, განახლება. „ქართული ოცნების“ მიერ მხოლოდ 143 ახალი ავტობუსის შემოყვანა განხორციელდა და არ არის გაფორმებული ახალი კონტრაქტი. მომავალი წლის ბიუჯეტში შესაძლებელია გათვალისწინებული იყოს მინიმუმ 100 ახალი ავტობუსის დამატება.

უნდა გადაიდგას კონკრეტული ნაბიჯები ქალაქში ტრამვაის შეჩერებული პროექტის გასაახლებლად. უკვე არსებობს ტრამვაის ერთი ხაზის უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსიდან ორთაჭალის მიმართულებით, მშენებლობის კვლევა. 2018 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებული უნდა იყოს თანხა ტრამვაის ამ ხაზის პროექტის შესასყიდად, რაც უკვე 2019 წლიდან ამ ხაზის სამშენებლო სამუშაოების დაწყების საშუალებას მოგვცემს.

2018 წლის სექტემბრიდან უნდა შემოვიღოთ ყოველწლიური ვაუჩერი საბავშო ბაღის ასაკის თითოეულ ბავშვზე, დაახლოებით წლიურად 1500 ლარის ოდენობით. ეს შესაძლებელს გახდის საბავშვო ბაღის ასაკის ყველა ბავშვის დაფინანსებას, რაც ერთი მხრივ, დროში ძალიან სწრაფად მოაგვარებს მშობლებისთვის პრობლემას და უფრო ეფექტურად აღმოფხვრის საბავშვო ბაღებში ადგილების დეფიციტს, ხოლო მეორე მხრივ, გამოიწვევს კერძო საბავშვო ბაღების სისტემის განვითარებას და ამ სფეროში ახალი სამუშაო ადგილების შექმნას.

ასევე, ქონების გადასახადი უნდა შემცირდეს 10 %-ით, რაც ყოველწლიურად ბიზნესისთვის დატოვებულ დაახლოებით ‪16 000 000‬ ლარს ნიშნავს“,- აღნიშნა გოკა გაბაშვილმა. ‬‬‬

„ევროპული საქართველო“ აღნიშნულთან დაკავშირებით კონკრეტულ გეგმას თბილისის მერიას დღეს გაუგზავნის

მონიკა დავლიანიძე

გაზგასამართ სადგურზე ექსპერტ-კრიმინალისტს, პირველადი ინფორმაციით, დენმა დაარტყა, მისი მდგომარეობა მძიმეა - შსს

3 ივნისი, 2020 , 15:30

ამაშუკელის ქუჩაზე მდებარე გაზგასამართ სადგურზე დენის დარტყმის შედეგად დაშავებული მამაკაცი, შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის თბილისის საექსპერტო სამსახურის ექსპერტ-კრიმინალისტია. როგორ

მზიურისა და კიკვიძის რეაბილიტირებული პარკები უახლოეს მომავალში გაიხსნება

3 ივნისი, 2020 , 14:35

მზიურისა და კიკვიძის პარკების რეაბილიტაცია დასასრულს უახლოვდება და ამ სივრცეების გახსნა უახლოეს მომავალში იგეგმება. ამის შესახებ კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა. "მზიურის პარკის რეაბილიტაცია დასა

მოვუწოდებთ, ნებისმიერ დაინტერესებულ და დაზარალებულ პირს, ვისთვისაც 90-იან წლებში ჩადენილი დანაშაულობების შესახებ ცნობილია, მოგვაწოდოს ინფორმაცია -„თავისუფალი საქართველო“

3 ივნისი, 2020 , 14:35

პარტია „თავისუფალი საქართველო“ ეხმაურება, გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ გენერალურმა პროკურატურამ თორაძეების ოჯახის მკვლელობის გამოძიება დაიწყო. „მიგვაჩნია, რომ ეს საზარელი დანაშაული, რომლის

საბურთალოს კლასტერიდან უკვე 24 შემთხვევა არის დადასტურებული - ამირან გამყრელიძე

3 ივნისი, 2020 , 14:35

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ე.წ. საბურთალოს კლასტერიდან ამ დროისთვის უკვე 24 შემთხვევა არის დადასტურებული. როგორც გამყრელიძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა, და

ეკატერინე ტიკარაძემ „კოვიდ-19“-ის პოსტკრიზისული გეგმა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტებთან ერთად განიხილა

3 ივნისი, 2020 , 13:45

„კოვიდ 19“-ის პოსტკრიზისული გეგმის სამუშაო ვერსია განიხილეს ჯანდაცვის სამინისტროში. შეხვედრას საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტები ესწრებოდნენ. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელ

ხილი 47%-ით, რძის ნაწარმი 25%-ით, ხორცპროდუქტები 13.5%-ით, პურპროდუქტები კი 9.2 პროცენტით გაძვირდა

3 ივნისი, 2020 , 13:15

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, მაისში წლიური ინფლაციის დონემ 6.5 პროცენტი შეადგინა. წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: სურსათი და უალკოჰოლო სასმელების ჯგ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ქრისტე აღსდგა!