უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

26 მარტი, 2019 10:35
font-size

თბილისის ერთ-ერთი რაიონის გამგეობის სამხედრო განყოფილების უფროსი ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ქრთამის აღების ფაქტზე ქალაქ თბილისის მერიის ერთ-ერთი რაიონის გამგეობის სამხედრო განყოფილების უფროსი დააკავეს.

უწყების ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით და კანონის გვერდის ავლით, მოქალაქეს სამხედრო სავალდებულო სამსახურში გამოძახების გადავადებისათვის ქრთამის სახით მოსთხოვა და გამოართვა 700 ლარი.

„საქმეზე გრძელდება გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით”, – აღნიშნულია საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციაში.

სასამართლომ სახელმწიფოს თემურ ბასილიას უკანონო, პოლიტიკური ნიშნით დევნის გამო 123,598.37 აშშ დოლარის გადახდა დააკისრა

23 ოქტომბერი, 2019 , 15:55

2019 წლის 22 ოქტომბრის თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილებით, სახელმწიფო ყოფილი ვიცე-პრემიერისა და პრეზიდენტის ყოფილი თანაშემწის თემურ ბასილიას პოლიტიკური ნიშნით დევნისა და უკანონო

დაზარალებულად ცნობილი ბრალდებული გახდა- აღაიანში დედის მიერ მოკლული 7 თვის ჩვილის საქმე

22 ოქტომბერი, 2019 , 16:40

შვილის მკვლელობისთვის მსჯავრდებული არასრულწლოვნის ქმარი მიხეილ დვალიშვილს ბრალი წარედგინა. გარდაცვლილი ბავშვის მამა, რომელიც ამ დრომდე დაზარალებულად იყო ცნობილი ბრალდებული გახდა. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 140-

ე. წ „მუქარის წერილთან“დაკავშირებით გენერალური პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

22 ოქტომბერი, 2019 , 16:40

გენერალური პროკურატურა „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლის მამუკა ხაზარაძის მიერ უწყებაში გუშინ ჩაბარებულ „მუქარის წერილის“ დედანთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. „დიდი საჯარო ინტერესის გათვა

თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე ვახტანგ გომელაური, სოსო გოგაშვილი და ირაკლი ჩიმაკაძე დაიკითხნენ

22 ოქტომბერი, 2019 , 15:25

პანკისის სპეცოპერაციის საქმეზე ვახტანგ გომელაური, სოსო გოგაშვილი და ირაკლი ჩიმაკაძე დაიკითხნენ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილმა უფროსმა ვახტანგ გომელაურმა, მისმა ყოფილმა მოადგილემ სოსო გოგაშვილმა და სუს-ის ანტ

რუსეთის მოქალაქეს არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები ძვირფასი თვლებით აღმოუჩინეს

22 ოქტომბერი, 2019 , 12:05

საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,გუგუთი“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, რუსეთის მოქალაქე ა.ა.-ს კუთვნილი ხელბარგის დათვალიერების შედეგად, 7,819 ლარის ღირებულების არადეკლარ

სამეგრელოში უაქციზო თამბაქოს შენახვა-გადაზიდვის ფაქტები გამოვლინდა

22 ოქტომბერი, 2019 , 12:05

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის სამეგრელოს, გურიისა და ზემო სვანეთის სამმართველოს თანამშრომლებმა, ქალაქ ზუგდიდში, ზუგდიდის რაიონ სოფელ რუხში, რიყეში და წალენჯიხის რაიო