უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ეკონომიკა

22 თებერვალი, 2018 15:10
font-size

თბილისის ფორუმზე ახალი მარშრუტების განვითარებას ჩაეყრება საფუძველი - დიმიტრი ქუმსიშვილი

თბილისის ფორუმზე საფუძველი ჩაეყრება ახალი მარშრუტების განვითარებას, რაც ჩვენს ქვეყნებს კიდევ უფრო დააკავშირებს, - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა საერთაშორისო საავიაციო ფორუმის CONNECT 2018-ის ოფიციალურ მიღებაზე სიტყვით გამოსვლისას.

აღნიშნული ფორუმის საიუბილეო მე-15 ღონისძიებას, რომელიც თბილისში მიმდინარეობს, მსოფლიოს 65 ავიაკომპანიისა და 250 აეროპორტის 500-ზე მეტი წარმომადგენელი ესწრება. აღნიშნული მასშტაბური ფორუმი ყოველწლიურად ევროპის რომელიმე ქვეყანაში ტარდება.

პირველი ვიცე-პრემიერის დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, ფორუმი მნიშვნელოვან როლს თამაშობს კავშირების გაღრმავებაში, ხელს უწყობს ადამიანებსა და ბიზნესებს მოიძიონ ახალი დანიშნულების ადგილები დასვენებისა და ბიზნეს-საქმიანობისთვის, ეხმარება ქალაქებსა და ქვეყნებს ტურისტების მოსაზიდად უფრო ეფექტური და ხელსაყრელი გზები მოიძიონ.

„საქართველო ევროპისა და აზიის გასაყარზე მდებარეობს. ეს დიდი ისტორიის მქონე და სტუმართმოყვარე ქვეყანაა, რომელიც რამდენიმე მნიშვნელოვან ეკონომიკურ რეგიონს აკავშირებს ერთმანეთთან. ვინაიდან გეოგრაფიული მდებარეობა ქვეყანას მიზიდულობის ცენტრად აქცევს, საჰაერო მიმოსვლა სულ უფრო ფართოვდებოდა როგორც აღმოსავლეთის, ისე დასავლეთის მიმართულებით და ეს ტენდენცია მომავალში კიდევ უფრო გაიზრდება. საერთაშორისო რუკაზე ისეთი ქვეყნების გეოგრაფიული მდებარეობა, როგორიც საქართველოა, სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება, ვინაიდან ასეთი ქვეყნები ხელს უწყობს საჰაერო მიმოსვლის ზრდასა და ზოგადად, საავიაციო მრეწველობის შემდგომ განვითარებას“, - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

პირველი ვიცე-პრემიერი მიესალმა ფორუმში მსხვილი საავიაციო კორპორაციების მონაწილეობას და იმედი გამოთქვა, რომ მისი მსვლელობისას შესაძლებელი გახდება ახალი შესაძლებლობების განვითარება და შეთანხმება საინტერესო მარშრუტებზე.

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.1813 ლარი გახდა

2 აპრილი, 2020 , 17:50

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 3.1813 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.2413 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ

თბილისში მშენებლობის უფლების გაგრძელებისთვის ეკონომიკური სექტორის წარმომადგენლებმა დედაქალაქის მერიას უნდა მიმართონ

2 აპრილი, 2020 , 17:50

ეკონომიკური სექტორის წარმომადგენლებმა თბილისში მშენებლობის უფლების გაგრძელებისთვის დედაქალაქის მერიას უნდა მიმართონ, – ამის შესახებ თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში არის აღნიშნული. „ეკონომიკური ს

ვცდილობთ, ბიზნესთან მიმართებაში ჩვენი თითოეული ნაბიჯი მაქსიმალურად დაბალანსებული იყოს - ნათია თურნავა

2 აპრილი, 2020 , 15:50

„ამ ეტაპზე ჩვენ შევზღუდეთ სამშენებლო სექტორი მთლიანად, მაგრამ როგორც კი დავრწმუნდებით, რომ ესა თუ ის კომპანია ასრულებს დადგენილ გაიდლაინებს, აკონტროლებს თავის პერსონალს და გვაჩვენებს, რა სისტემით აკეთებს ამას, რა თ

ცალკეული ეკონომიკური საქმიანობის შეზღუდვის გადაწყვეტილება ჩვენი მოქალაქეების დაცვისთვისაა მიღებული - ნათია თურნავა

2 აპრილი, 2020 , 15:05

„ჩვენ გავამკაცრეთ მიდგომები, რათა მაქსიმალურად დავრწმუნდეთ, რომ კვლავაც ეფექტურად ვმართავთ პრევენციულ ღონისძიებებს და ჩვენი მოქალაქეები დაცულები არიან. აქედან გამომდინარე, 31 მარტიდან ფაქტობრივი კარანტინის რეჟიმი დ

კომპანიას, რომელიც მოგვცემს გარანტიას, რომ შეასრულებს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დაწესებულ წესებს, საქმიანობის უფლება მიეცემა - ნათია თურნავა

2 აპრილი, 2020 , 15:05

„ყველა ბიზნესის საქმიანობა, რომელიც მოგვცემს იმის გარანტიას, რომ შეასრულებს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დაწესებულ წესებს და უზრუნველყოფს საკუთარი თანამშრომლების, კლიენტების უსაფრთხოებას, შემდგომში იქნება დასაშვები.

მაქსიმუმს ვაკეთებთ, რომ კურსთაშორისი სხვაობის ნეგატიური გავლენა შევარბილოთ როგორც მოსახლეობის სასურსათო კალათზე, ასევე ინფრასტრუქტურულ პროექტებზე - ნათია თურნავა

2 აპრილი, 2020 , 15:05

„მაქსიმალურად ვცდილობთ შექმნილი გლობალური გამოწვევის ეფექტის შერბილებას ჩვენი ქვეყნის მოსახლეობასა და ეკონომიკაზე. პრაქტიკულად, ეს არის ძალიან რთული ამოცანა, რადგან გლობალური ეკონომიკური კრიზისის პირობებში და კიდევ