უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

4 ივლისი, 2017 15:10
font-size

თბილისის მერი „მწვანე ქალაქის სამოქმედო გეგმის“ საბოლოო სამუშაო ვერსიას გაეცნო

თბილისის მერი დავით ნარმანია, მოადგილე ირაკლი ლექვინაძესთან ერთად, „მწვანე ქალაქის სამოქმედო გეგმის“ საბოლოო სამუშაო ვერსიას გაეცნო. სამუშაო შეხვედრის ფარგლებში, საუბარი პრიორიტეტულ ღონისძიებებსა და მათი განხორციელების გზებს შეეხო. ჩატარდა პრეზენტაცია და მოეწყო დისკუსია.

თბილისის მერიის ინფორმაციით, აღნიშნულ სამოქმედო გეგმაზე მუშაობა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) დაფინანსებით მიმდინარეობს, რომლის ფარგლებში, ქალაქ თბილისისთვის „მწვანე ქალაქის სამოქმედო გეგმის“ (GCAP) შემუშავების მიზნით, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა თბილისის მერიასთან ერთად დაიქირავა საკონსულტაციო კომპანიები „EMPRESS“ და „ENVIROS“. სამოქმედო გეგმა აერთიანებს ქალაქის სტრატეგიულ მიმართულებებსა და პრიორიტეტულ ღონისძიებებს, რომელთა დაგეგმვაში ჩართული იყო სხვადასხვა დაინტერესებული მხარე.

„ჩვენ მოვისმინეთ პრაქტიკულად ყველა მიმართულებით ის აქტივობები და ინიციატივები, რომელიც მომავალში შეიძლება იქნას განხორციელებული. სექტემბრამდე გვაქვს დრო, რომ აღნიშნულმა დოკუმენტმა კიდევ ერთხელ გაიაროს რევიზია მერიის სამსახურებში და ფინანსური ნაწილი იქნას დახვეწილი. ასევე თვითონ სამოქმედო გეგმის ძირითადი პრინციპები გავლილი იყოს საკრებულოს წარმომადგენლებთან და საბოლოოდ ჩვენ მივიდეთ იმ ფინალურ ვერსიამდე, რომელიც მოგვცემს სრულ სურათს, თუ რა უნდა გავაკეთოთ მოკლევადიან და გრძელვადიან პერიოდში იმისათვის, რომ თბილისმა მიაღწიოს იმ მიზანს, რასაც ჰქვია მწვანე ქალაქი“,- განაცხადა თბილისის მერის მოადგილემ ირაკლი ლექვინაძემ.

„მწვანე ქალაქის სამოქმედო გეგმზე“ მუშაობა 2016 წლის ნოემბრიდან მიმდინარეობს.

საკვანძო სიტყვები:

28-29 მარტს საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი

27 მარტი, 2024 , 13:00

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 28-29 მარტს საქართველოში მოსალოდნელია თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი, ხოლო 30 მარტს გაწვიმდება. „თბილისში 28-29 მარტს თბილი და უნალექო ამინდი იქნება. 30 მარტს ხანმოკლე წვიმაა მო

საქართველო, ისრაელი, მსოფლიო ებრაელობა - 35 წელი ურთიერთობების დაწყებიდან

27 მარტი, 2024 , 12:10

საქართველოს ისრაელის პარლამენტის საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის  ხელმძღვანელის და ქნესეთში ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარის დავიდ ბიტანის ხელმძღვანელობით დელეგაცია  ეწვევა. სტუმრების მასპინძელია „ისრაე

მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება დასრულდა

25 მარტი, 2024 , 18:59

მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება დასრულდა. „ნაციონალური მოძრაობის“ პრესსამსახურის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილის პირადმა წარმომადგენელმა სოფო ჯაფარიძემ და &bd

დღეს, როგორც არასდროს, გვმართებს ფიქრი, რა დიდი წყალობა გვებოძა ღვთისგან ავტოკეფალიის სახით და რა უნდა ვაკეთოთ ეკლესიისა და ქვეყნის უფრო განვითარებისთვის - მეუფე შიო მუჯირი

25 მარტი, 2024 , 17:35

დღეს, როგორც არასდროს, გვმართებს, ვიფიქროთ იმაზე, თუ რა დიდი წყალობა გვებოძა ღვთისგან ავტოკეფალიური ეკლესიის სახით, რა დიდი საუნჯეა ეს და დავფიქრდეთ, თუ რა უნდა ვაკეთოთ იმისთვის, რომ არა მხოლოდ შენარჩუნდეს ეს დ

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას ამინდის მოსალოდნელი გაუარესების შესახებ აფრთხილებს

25 მარტი, 2024 , 13:51

26 მარტიდან 27 მარტის დილამდე საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, დასავლეთ საქართველოში ზოგან ძლიერი, დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, მაღალ მთაში ზოგან ძლიერი თოვა და ქარბუქი. ზღვაზე შესაძლებელია 3-4 ბალიანი შტორმული ღ

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ძველ თბილისში ibis Styles - ის ბრენდის ახალი სასტუმრო აშენდება

25 მარტი, 2024 , 13:44

საქართველოს ბანკი, როგორც ბიზნესის მხარდამჭერი ბანკი,  სტუმარ - მასპინძლობის სექტორის გაძლიერებას აქტიურ რეჟიმში განაგრძობს. ბანკთან პარტნიორობით, კომპანია „კალა უბანი“ ibis Styles-ის

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი