უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

13 თებერვალი, 2018 16:30
font-size

თბილისის მერი ცხოველთა მუნიციპალურ თავშესაფარში არსებულ მდგომარეობას გაეცნო

დედაქალაქის მერი კახა კალაძე თბილისის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მუნიციპალურ თავშესაფარს ესტუმრა და არსებულ ვითარებას ადგილზე გაეცნო. კახა კალაძემ თავშესაფარში არსებული ვეტერინარული ინვენტარი დაათვალიერა და თანამშრომლებისგან სააგენტოს საქმიანობაზე ინფორმაცია მოისმინა.

თბილისის მერის განცხადებით, თავშესაფარში არსებულ გაუსაძლის პირობებთან დაკავშირებით ბოლო პერიოდში გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. ცხოველთა პოპულაციის ეფექტური მართვისა და განვითარების მიზნით კი, სააგენტოში ახალი პროექტების განხორციელება იგეგმება.

„ბოლო დღეების განმავლობაში, აქტიურად ვრცელდებოდა ინფორმაცია, თითქოს აქ გაუსაძლისი პირობები იყო. გავრცელებული იყო ჭირი, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. რაც შეეხება ცხოველების მონიტორინგს, რა თქმა უნდა, აქ გარკვეული ცვლილებებია დაგეგმილი. უახლოეს მომავალში, წარმოდგიდგენთ ახალ ხელმძღვანელობას, რის შემდეგაც, რეფორმების განხორციელებას დავიწყებთ. ჩემი წინასაარჩევნო დაპირებაც იყო, რომ ყველა ის პრობლემა მოვაგვაროთ, რომელიც ამ მიმართულებით არსებობს“, - განაცხადა კახა კალაძემ და თავშესაფრიდან მეტისის ჯიშის ლეკვი წამოიყვანა.

დედაქალაქის მერთან ერთად, ადგილზე მერის მოადგილე მაია ბითაძე და ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

ინფორმაცია, თითქოს ჰესების მშენებლობის შედეგად ელექტროენერგიის ტარიფები კატასტროფულად შეიცვლება, სიცრუეა - ეკონომიკის სამინისტრო

20 სექტემბერი, 2018 , 17:30

გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს, ჰესების მშენებლობის შედეგად ელექტროენერგიის ტარიფები კატასტროფულად შეიცვლება, მტკნარი სიცრუეა და მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად, – აღნიშნულ განცხადებას ეკონომიკისა და

საგზაო უსაფრთხოების დაცვის მიზნით, თბილისსა და რეგიონებში ახალი ვიდეოკამერები ამოქმედდა

20 სექტემბერი, 2018 , 17:30

საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვის მიზნით, დედაქალაქის მასშტაბით კიდევ 20 ზოგადი ხედვის ვიდეოკამერა სრული დატვირთვით ამოქმედდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დღეის მდგომარეობით, საქართველოს მ

საქართველოშიო 3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

20 სექტემბერი, 2018 , 15:45

საქართველოში მიწისძვრა მოხდა. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაციით, 3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა თბილისიდან 3 კილომეტრის დაშორე

ავტოსატრანსპორტო საშუალებით ხორბლის გადაზიდვის აკრძალვა 2019 წლის პირველ ოქტომბრამდე გადავადდა - ფინანსთა მინისტრი

20 სექტემბერი, 2018 , 15:45

ავტოსატრანსპორტო საშუალებით ხორბლის გადაზიდვის აკრძალვა 2019 წლის პირველ ოქტომბრამდე გადავადდა. ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავრიანმა ხორბლის გადამზიდავთა აქციის ერთ-ერთ მონაწილესთან, ჯანო ამყოლაძესთან შეხვედ

ხორბლის გადამზიდავთა აქციის ერთ-ერთი მონაწილე, რომელიც თავის მოკვლით იმუქრებოდა, ფინანსთა მინისტრს ხვდება

20 სექტემბერი, 2018 , 14:50

ლილოს ტერმინალში, გაფორმების ეკონომიკურ ზონასთან, ხორბლის გადამზიდავთა აქციის ერთ-ერთი მონაწილე ჯანო ამყოლაძე, რომელიც თავის მოკვლით იმუქრებოდა, ერთ-ერთი შენობიდან მაშველებმა სახანძრო კიბით ჩამოიყვანეს. ის ამჟამად ფინანს

კახა კუკავას შტაბი თბილისში მაკ-კეინის ქუჩას აპროტესტებს

20 სექტემბერი, 2018 , 14:50

თბილისის ერთ-ერთი ქუჩისთვის მაკ-კეინის სახელის მინიჭების საკითხზე პრეზიდენტობის კანდიდატის კახა კუკავას შტაბის უფროსმა - გოგი წულაიამ საგანგებო ბრიფინგი გამართა. „მიგვაჩნია, რომ სრულიად ზედმეტია მაკ-კეინის ქუჩის შე

ვიდეო გალერეა

შეტევა ტელეკომპანია `იბერიასა` და `ომეგა ჯგუფზე`