უახლესი ამბები
- 17.04.2024 15:51სხვადასხვა ოლიგარქებზე გაფორმებული მთელი რუსული შავი სალარო შესაძლოა ვიხილოთ საქართველოში - გია ხუხაშვილი `ოცნების` ახალ კანონპროექტზე
- 17.04.2024 15:40პარლამენტმა, პირველი მოსმენით, 82 ხმით მხარი დაუჭირა “საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებებს
- 17.04.2024 14:54ამ პირობებში პარლამენტში ყოფნას ჩემთვის არც პოლიტიკური აზრი და არც მორალური გამართლება გააჩნია - გრიგოლ ვაშაძე
- 17.04.2024 13:38თბილისში ავარიული საცხოვრებელი კორპუსები კიდევ ორ მისამართზე ჩანაცვლდება
- 17.04.2024 13:30`საქართველოსთვის` დეპუტატებმა პროტესტის ნიშნად სხდომათა დარბაზი დატოვეს
- 17.04.2024 12:54გთავაზობთ საერთო სიის გზით სიარულს ნეიტრალურ პლატფორმაზე, არა რომელიმე პარტიის ქვეშ, არამედ ნეიტრალურ პარტიაზე - მიხეილ სააკაშვილი
- 17.04.2024 12:28ეს არის ტყუილი, რასაც ხელისუფლების წარმომადგენლები და მომხრეები ამბობენ - გოჩა მირცხულავა
- 17.04.2024 12:21საკუთარი ქვეყნის ხელისუფლებას უჩივის სხვა ქვეყნის ხელისუფლებაში -პაპუაშვილი პრეზიდენტზე
- 17.04.2024 12:14პირდაპირ ჩემ სახეზე გაატარეთ აწი ევროპა - აქციაზე დაშავებული ლევან ბუდაღაშვილი
- 17.04.2024 11:55ამდენი იმიტომ არ გვიბრძოლია დამოუკიდებლობისა და ევროინტეგრაციისთვის, რომ ვინმე უცხოელმა ჩემს ქვეყანას ისევ „ვარდების რევოლუციისკენ“ მოუწოდოს - მაია ბითაძე
არქივი
საზოგადოება
თბილისის მერია გარევაჭრობის წინააღმდეგ მიმართულ ღონისძიებებს აგრძელებს
ქალაქ თბილისის მერიის განცხადებით, გარევაჭრობის წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებები გრძელდება.
გავრცელებული ინფორმაციით, ნაძალადევისა და ჩუღურეთის რაიონის გამგეობის თანამშრომლებმა გადასასვლელი ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე გარემოვაჭრეები გააფრთხილეს, რომ მათ უნებართვო სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების უფლება აღარ მიეცემათ. გარემოვაჭრეების გაფრთხილება მოხდა ასევე ხუდადოვისა და დადიანის ქუჩის დასაწყისში.
მერიის ინფორმაციით, გამგეობის მონიტორინგის განყოფილების თანამშრომლებმა სრული ინფორმაცია მიაწოდეს გარევაჭრობის წინააღმდეგ დაგეგმილი ღონისძებების შესახებ. ასევე, მოვაჭრეები ინფორმირებულები არიან თბილისში არსებული ბაზრობების ტერიტორიაზე სპეციალურად მათთვის დაწესებული შეღავათების შესახებ.
მერიის განცხადებით, გარემოვაჭრეები 6 თვის განმავლობაში პროდუქციის უფასოდ რეალიზაციას შეძლებენ შემდეგ ტერიტორიებზე: რკინიგზის სადგურსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე, დინამოს სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე, მეტროსადგურ დიდუბის მიმდებარე ტერიტორიაზე, ძველი დეზერტირების ბაზრის ადგილას აშენებული ახალი ბაზრის ტერიტორიასა და ისნისა და სამგორის ბაზრობებზე.
მერიის განცხადებით, გარევაჭრობის წინააღმდეგ კამპანია მოქალაქეთა თხოვნით მოხდა.
„შეგახსენებთ, გარევაჭრობის აკრძალვის მოთხოვნით თბილისის მერიასა და რაიონულ გამგეობებს, ასევე მაჟორიტარ დეპუტატებს მოქალაქეებმა არაერთხელ მიმართეს. გარდა იმისა, რომ გარევაჭრობა უკანონოდ ხორციელდება, ასევე, ირღვევა მალფუჭებადი პროდუქციის შენახვის პირობები, ხდება გაურკვეველი წარმოების პროდუქციის გაყიდვა, ჩნდება ანტისანიტარია, მახინჯდება თბილისის იერსახე და ფერხდება გადაადგილება“, - წერია განცხადებაში.
ქალაქის მერიის განცხადებით, ანალოგიური ღონისძიებები მომავალსიც გაგარძელდება.
ანა მებურიშვილი