უკან

საზოგადოება

28 სექტემბერი, 2020 15:55
font-size

თბილისის მერია ხელს უშლის თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებას და აგრძელებს პოლიტიკური მოძრაობის უკანონო დაჯარიმებას - თეონა აქუბარდია

„სტრატეგია აღმაშენებლის" სპიკერის, თეონა აქუბარდიას განცხადებით, დედაქალაქის მერია კვლავინდებურად აგრძელებს პოლიტიკური მოძრაობის მიმართ ჯარიმების გამოწერას და კვლავინდებურად ზღუდავს მათ საარჩევნო კამპანიას.

აქუბარდიას თქმით, ჯარიმების მოცულობა 70 ათას ლარს მიაღწია, რაც საკმაოდ არაბუნებრივია და ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობამაც" საქმის შესწავლის შემდეგ, მუნიციპალური სამსახურების ქმედებების არასამართლიანობა დაადასტურა.

„სამწუხაროდ, თბილისის მერია აგრძელებს „სტრატეგია აღმაშენებლის „ წინააღმდეგ წინასაარჩევნო კამპანიის ხელშეშლას. ივლისიდან მოყოლებული სექტემბრის ბოლომდე პარტიას აქვს მერიის მუნიციპალური სამსახურის მხრიდან 70 000 ლარზე მეტი ჯარიმა გამოწერილი.

წინასაარჩვენო კამპანიის ხელშეშლა მერიის მხრიდან გრძელდება და ამასთან დაკავშირებით თბილისის მერიის სამსახურის მხრიდან ხდება კანონის ინტერპრეტაცია.

„სტრატეგია აღმაშენებელი“ ამ პერიოდის მანძილზე თბილისის მეტროსადგურებზე აგროვებდა წინასაარჩევნო აქციისა და კამპანიის მიმდინარეობისას ხელმოწერებს.

როგორც ცნობილია, „სტრატეგია აღმაშენებლის“ პარტიას გვაქვს წინასაარჩევნოდ გაცხადებული საბანკო სესხების განახევრების შესახებ დაპირება და სწორედ, აი, ამ კამპანიის პერიოდში თბილისის მერიის სამსახურები ყოველდღიურად გვიგზავნიან საკმაოდ დიდი რაოდენობის ჯარიმებს.

ამასთან, დაკავშირებით ჩვენ მივმართეთ, როგორც საერთაშორისო ორგანიზაციებს, ასევე ადგილობრივ არასამთავრობო სექტორს და დიდი მადლობა მინდა გადავუხადო „საერთაშორისო გამჭვირვალობა -საქართველო“-ს, რომელმაც აღნიშნული საქმე შეისწავლა და თავისი დასკვნის შესაბამისად მათ მიიჩნიეს, რომ პარტიის მიმართ გატარებული სანქციებით ირღვევა შეკრებებისა და მანიფესტაციების უფლება და შესაბამისად, მერიის სამსახური ხელს უშლის წინასაარჩევნო კამპანიის ჩატარებაში.

აღსანიშნავია ისიც, რომ პირველი სექტემბრიდან, როდესაც ოფიციალურად დაიწყო წინასაარჩევნო კამპანია პარტიის წინააღმდეგ არის 5 000 ლარის ჯარიმა გამოწერილი და ისევ და ისევ საუბარია საბანკო სესხების მოთხოვნაზე, რომელიც ჩვენი წინასაარჩვენო პროგრამის მნიშვნელოვანი ნაწილია.

ნაცვლად იმისა, რომ წინასაარჩევნო პერიოდში მერიამ შეკრებისა და მანიფესტაციის უფლება არ შეგვიზღუდოს, ისინი გვეუბნებიან, რომ ის კარვები, რომლებსაც დროებით ვათავსებთ მეტრო სადგურებთან ხელმოწერების შეგროვების მიზნით, არის თბილისის იერსახის დამახინჯება და თურმე ჩვენ, როგორც კომერციულმა ორგანიზაციამ ისე უნდა შევისყიდოთ ფართი წინასაარჩევნო კამპანიის საწარმოებლად.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველოს“ ანალიზში და დასკვნაში აღნიშნულია, რომ რა თქმა უნდა, პარტიას წინასაარჩევნო პერიოდის ფარგლებში ჰქონდა და აქვს მსგავსი კამპანიის ჩატარების უფლება. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ადმინისტრაციული წესით გავასაჩივრეთ ეს საქმეები, მერია პასუხს გვიგვიანებს და ამასთან ერთად აგრძელებს ყოველდღიურად პარტიისთვის ჯარიმების გამოგზავნას. ცალსახაა, რომ ეს არის „სტრატეგია აღმაშენებლისთვის“ წინასაარჩევნო კამპანიაში ხელის შეშლა.

კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ყველა ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელსაც ჩვენ წერილობით უკვე მივმართეთ და მერიას, რომ დაიცვან კანონი შეკრებებისა და მანიფესტაციის შესახებ და შეწყვიტონ პარტიისთვის წინასაარჩევნო კამპანიის ჩატარებისთვის ხელის შეშლა, რადგან ეს ეწინააღმდეგება როგორც კანონს, ასევე ხელს უშლის თავისუფალ და სამართლიანი არჩევნების ჩატარებას, რომლის პირობასაც მთავრობა დებს, მიუხედავად იმისა, რომ არაერთგზის ვხედავთ სხვადასხვა სახით ამ პირობის დარღვევას“, - განაცხადა თეონა აქუბარდიამ.

Startup Grind - ის მორიგი ღონისძიება ბათუმში გაიმართება - მხარდამჭერი საქართველოს ბანკია

24 აპრილი, 2024 , 18:09

საქართველოს ბანკი, როგორც ტექნოლოგიური კომპანია ციფრული პროდუქტების განვითარებას და ამ მიმართულებით სტარტაპების ხელშეწყობას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით, Startup Grind - ის მორიგი ღონისძიება 

სამედიცინო დაწესებულებების მონიტორინგის დროს გამოვლინდა ინფექციის პრევენციისა და კონტროლისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის ფუნქციონირების და პროცესის დარღვევების შემთხვევები - ომბუდსმენი

24 აპრილი, 2024 , 14:53

სახალხო დამცველის აპარატი ცხრა სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებაში ინფექციის პრევენციისა და კონტროლის ღონისძიებების განხორციელების მონიტორინგის შედეგებს ქვეყნებს. სახალხო დამცველის აპარატის ცნობით, სამედიცინო დაწე

იდენტიფიცირებული იქნებიან ის პირები, რომლებიც, ხალხის რაოდენობის სიმცირის მიუხედავად, აქციის მონაწილეებს გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ - შსს

24 აპრილი, 2024 , 14:16

ბოლო პერიოდში რუსთაველის გამზირსა და პარლამენტის შენობის ტერიტორიაზე მიმდინარე აქციების დროს, მსვლელობაში მონაწილე პირთა რაოდენობა საგრძნობლად შემცირდა. მსვლელობაში მონაწილეთა მცირე რაოდენობის გათვალისწინებით, ტრანსპორტი

პრეზიდენტმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა

24 აპრილი, 2024 , 13:29

საქართველოს პრეზიდენტმა ლაზარე გრიგორიადისის შეწყალების აქტი გამოსცა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. ცნობისთვის, მარტის აქციებზე პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახე

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით გლდანი მოლი ფართოვდება

24 აპრილი, 2024 , 13:01

საქართველოს ბანკი პარტნიორი ბიზნესების მხარდაჭერას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, კომპანია „აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯია’’  „სითი მოლი გლდანის“ რეკონს

მესტიის მერი მეორე წელია დეკლარაციაში არ უთითებს ხელფასსა და 7 უძრავ ქონებას - `საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს`

24 აპრილი, 2024 , 12:38

"საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" ინფორმაციით, მესტიის მუნიციპალიტეტის მერი, კაპიტონ ჟორჟოლიანი 2024 წლის თებერვალში შევსებულ ქონებრივ დეკლარაციაში საკუთარ ქონებას, ასევე შრომის ანაზღაურებიდან

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი