უახლესი ამბები
- 20.01.2021 18:03დღეიდან, შემოსავლების სამსახურის განახლებული ვებგვერდი სრული დატვირთვით იმუშავებს
- 20.01.2021 17:301 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.2982 ლარი გახდა
- 20.01.2021 17:30მოვითხოვთ, ფინანსთა სამინისტრომ გაასაჯაროოს ინფორმაცია, რაში დაიხარჯა STOPCOV - ფონდის თანხები - ანა დოლიძე
- 20.01.2021 16:35პრემიერ-მინისტრი ავსტრიის ელჩს შეხვდა
- 20.01.2021 16:35ისტორიკოსი გიორგი ოთხმეზური გარდაიცვალა
- 20.01.2021 16:35ახალი ბრალდებით დავაზუსტეთ `მათი ქმედების მოტივაცია` - კარტოგრაფების საქმის პროკურორი
- 20.01.2021 16:35ირაკლი კოვზანაძემ საპენსიო სააგენტოს უფრო მეტი გამჭვირვალობისკენ მოუწოდა
- 20.01.2021 15:40რვა ნარკოტიკული საშუალებისთვის ოდენობები ზუსტდება და ოდენობების გამოთვლის წესები იცვლება
- 20.01.2021 15:40სახალხო დამცველის განმარტება ციხეთა სისტემაში შექმნილ ვითარებაზე საგანგაშოა - ცენტრი “ემპათია”
- 20.01.2021 15:00ჩვენი მთავარი საზრუნავი იქნება, რაც შეიძლება ნაკლები სოციალურად შეჭირვებული ოჯახი გვყავდეს - კახა კალაძე
არქივი
საზოგადოება

თბილისის მერია მარტოხელა მოხუცების დახმარებას აგრძელებს
თბილისის მერია მარტოხელა მოხუცებისა და სოციალურად დაუცველი სხვა კატეგორიის დახმარებას აგრძელებს. დახმარებისთვის განკუთვნილი კვების პროდუქტების დაფასოების პროცესს, დღეს, თბილისის მერი კახა კალაძე მოადგილე ილია ელოშვილთან ერთად დაესწრო.
პანდემიის პირობებში სოციალურად დაუცველი მარტოხელა მოხუცების საკვებით მომარაგების მიზნით, თბილისის მერიამ მილიონ 200 ათასი ლარი გამოყო. მთლიანობაში, აღნიშნული თანხის ფარგლებში 20 000 პაკეტი გაიცემა. ამ ეტაპზე, დროებით საწყობში 11 000 პაკეტი ინახება.
„ჩვენ ვაგრძელებთ ამ ძალიან მნიშვნელოვან პროექტს, რომელიც გულისხმობს პროდუქტების დარიგებას იმ ადამიანებისთვის, ოჯახებისთვის, რომლებსაც ყველაზე მეტად გაუჭირდათ ამ პანდემიის პერიოდში. ეს პროექტი პანდემიის პირველი ტალღის დროს დაიწყო და ახლაც ვაგრძელებთ. საკვები პროდუქტები ახალ წლამდეც დავარიგეთ და ახლაც იმავეს ვაკეთებთ.
მადლობა მინდა გადავუხადო ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს, რიგით მოქალაქეებს, ასევე, ჩვენი სამსახურის თანამშრომლებს, რომლებიც დასვენების დღეების მიუხედავად, დღე და ღამე მუშაობენ. პროდუქტს, პირველ რიგში, აფასოებენ და შემდეგ ის ოჯახებში რიგდება. ეს პროცესი მომავალშიც გაგრძელდება. მე ბევრჯერ მითქვამს და ახლაც გავიმეორებ, რომ არავის დავტოვებთ პრობლემების პირისპირ, ყველას გვერდით დავუდგებით და დავეხმარებით“, - განაცხადა კახა კალაძემ.
დაფასოებული ნობათი თბილისის ათივე რაიონში გადანაწილდება, შემდეგ კი გამგეობის თანამშრომლებისა და მოხალისეების მეშვეობით, სოციალურად დაუცველ მარტოხელა მოხუცებს დაურიგდებათ.

დღეიდან, შემოსავლების სამსახურის განახლებული ვებგვერდი სრული დატვირთვით იმუშავებს
20 იანვარი, 2021 , 18:03

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.2982 ლარი გახდა
20 იანვარი, 2021 , 17:30

მოვითხოვთ, ფინანსთა სამინისტრომ გაასაჯაროოს ინფორმაცია, რაში დაიხარჯა STOPCOV - ფონდის თანხები - ანა დოლიძე
20 იანვარი, 2021 , 17:30

ისტორიკოსი გიორგი ოთხმეზური გარდაიცვალა
20 იანვარი, 2021 , 16:35

ირაკლი კოვზანაძემ საპენსიო სააგენტოს უფრო მეტი გამჭვირვალობისკენ მოუწოდა
20 იანვარი, 2021 , 16:35

პენიტენციური სამსახური ომბუდსმენის ბრალდებებს „უსაფუძვლოს“ უწოდებს
20 იანვარი, 2021 , 15:40