უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

30 სექტემბერი, 2020 12:25
font-size

თბილისის მერია მთაწმინდის საბაგიროს პროექტის განხორციელებას იწყებს

თბილისის მერია მთაწმინდის საბაგიროს პროექტის განხორციელებას იწყებს. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

როგორც კალაძემ აღნიშნა, საბაგირო დაახლოებით 2 წელიწადში ამოქმედდება და პროექტის ღირებულება 50 მილიონი ლარია.

„გახსოვთ, ალბათ, მთაწმინდის საბაგირო, რომელმაც 1990 წელს შეწყვიტა ფუნქციონირება. ამ საბაგიროს აქვს 1 კმ-ის მარშრუტი მეცნიერებათა აკადემიიდან მთაწმინდის პარკამდე. ამ კონკრეტული საბაგიროს აღდგენაზე მუშაობა რამდენიმე წლის წინ დაიწყო, თუმცა შეჩერდა, რადგან არსებობდა გარკვეული პრობლემები. ჩვენი უფლებამოსილების განხორციელების დღიდან დავიწყეთ ამ საკითხზე მუშაობა. ამ პროექტის მნიშვნელოვანი კომპონენტი, რაც პრობლემას წარმოადგენდა იყო ადგილობრივი მოსახლეობის განსახლების საკითხი. დღეს შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ყველა ოჯახთან, ყველა ადამიანთან შეთანხმება მიღწეულია და ეს პროექტი აუცილებლად განხორციელდება.

ჩვენ უკვე მზად გვაქვს პროექტი, გამოცხადდება ტენდერი მშენებელი კომპანიის შესარჩევად. დაახლოებით, წელიწადნახევარი, ორი წელი დასჭირდება მთლიანად პროექტის განხორციელებას. რაც შეეხება საბაგიროს, იქნება წრიული ტიპის, 21-გონდოლიანი, მთლიანი მანძილის დაფარვა 4 წუთში იქნება შესაძლებელი. ძალიან მაგარი იქნება ეს პროექტი ჩენი ქალაქისთვის. დაახლოებით, 50 მილიონი ჯდება პროექტის განხორციელება“, - განაცხადა კალაძემ.

„ქართულმა ოცნება“ 55.0%, „ნაციონალურმა მოძრაობა“ - 23.0%, „ევროპული საქართველო“ - 3.0% - „იმედის“ეგზიტპოლი

31 ოქტომბერი, 2020 , 20:50

საზოგადოებრივი კვლევების ორგანიზაცია Public Opinion Strategies ეგზიტპოლის შედეგებს აქვეყნებს, რომელიც ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით ჩატარდა. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების 18:00 საათის მონაცემებით, P

„ქართულმა ოცნებამ“ – 46%, „ნაციონალურმა მოძრაობა“ - 28% და „ევროპული საქართველო“ 5%- „ფორმულას“ ეგზიტპოლი

31 ოქტომბერი, 2020 , 20:39

ტელეკომპანია „ფორმულას“ დაკვეთით, Edison Research-ის მიერ ჩატარებული ეგზიტპოლით, არჩევნებში მონაწილე პოლიტიკურ სუბიექტებს ასეთი საარჩევნო შედეგი აქვთ: „ქართული ოცნება“ – 46%; „ერთ

„ქართული ოცნება“ 41%, ენმ 33% - „მთავარის“ ეგზიტპოლი

31 ოქტომბერი, 2020 , 20:16

„მთავარი არხის“ ეგზიტპოლის შედეგების მიხედვით, ხმები ასე გადანაწილდა: ქართული ოცნება - 41% ნაციონალური მოძრაობა 33%  ევროპული საქართველო 5% ლელო 4% გირჩი 3% სტრატეგია აღმაშენებლი 3% პატრიოტთა ალიანში 2%

კენჭისყრის პროცედურები ცალკეულ უბნებზე კვლავ მნიშვნელოვანი დარღვევებით მიმდინარეობს - საია

31 ოქტომბერი, 2020 , 19:25

18:00 საათისთვის საია-ს დამკვირვებლების მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, კენჭისყრის პროცედურები ცალკეულ უბნებზე კვლავ მნიშვნელოვანი დარღვევებით მიმდინარეობს,- ამის შესახებ “მედიანიუსს“ „ახალგაზრდ

საარჩევნო ადმინისტრაცია ამომრჩევლებს აქტიურობისკენ მოუწოდებს

31 ოქტომბერი, 2020 , 18:46

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (ცესკო) მორიგი საინფორმაციო ბრიფინგი გაიმართა. ცესკოს პრეს-სპიკერის ანა მიქელაძის განცხადებით, საარჩევნო ადმინისტრაცია ამომრჩევლებს აქტიურობისკენ მოუწოდებს. „უკვე 10 საათია კენჭისყრა მ

მეგობრებო, მობრძანდით არჩევნებზე, შევცვალოთ კრიმინალური ოცნება - ლევან ხაბეიშვილი

31 ოქტომბერი, 2020 , 17:20

“ნაციონალური მოძრაობის” სამგორის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, “ქართულ ოცნებას” საარჩევნო უბნებზე “კრიმინალური ელემენტები” ჰყავს მობილიზებული. მისივ