უკან

საზოგადოება

24 თებერვალი, 2017 17:40
font-size

თბილისის მერია ნაზღაიძის საქმეზე არასამთავრობოებს პასუხობს

თბილისის მერია ეხმაურება არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ 2017 წლის 23 თებერვალს გავრცელებულ განცხადებას და მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, ასაჯაროვებს ინფორმაციას, იმ ძირითად ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებთან მიმართებით, რომლებიც უკავშირდება ზვიად ნაზღაიძისათვის საკუთრების ჩამორთმევისა და მისთვის სამართლიანი ანაზღაურების საკითხს.

„2015 წლის 13-14 ივნისს ქალაქ თბილისში, მდინარე ვერეს ხეობაში ჭარბი ნალექის მოსვლისა და მეწყერის ჩამოწოლის გამო მოხდა სტიქიური უბედურება. სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო და მდინარე ვერეს ხეობისა და მიმდებარე ტერიტორიის მდგომარეობის შესწავლის, ასევე, შემდგომი აღდგენითი სამუშაოების ორგანიზების მიზნით, უწყებათაშორისი კომისიის მიერ, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ - გარემოს ეროვნული სააგენტოს მხრიდან ჩატარებული კვლევების საფუძველზე, დადგინდა სტიქიური უბედურების ზონა, სადაც ცხოვრება ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის რისკის შემცველია. სტიქიური უბედურების ზონაში მოექცა N01.14.14.002.092 საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონება, რითაც სრულად შეიზღუდა მისი სამშენებლო განვითარება. საგულისხმოა, რომ აღნიშნულ მიწაზე სტიქიის პერიოდში მოქმედებდა უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დადგენილი მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები (საზოგადოებრივ-საცხოვრებელი ფუნქციის ობიექტის განთავსების შესაძლებლობის დადასტურებით).

საქართველოს ორგანული კანონის „საზოგადოებრივი საჭიროებისათვის გადაუდებელი აუცილებლობისას საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ მე-2 მუხლის თანახმად, გადაუდებელ აუცილებლობას სხვა გარემოებებთან ერთად განეკუთვნება სტიქიური უბედურება. კანონით არ არის განსაზღვრული ვადა, რა ვადაშიც შესაძლებელია განხორციელდეს ქონების ჩამორთმევა და ანაზღაურება, რაც ლოგიკურია, ვინაიდან კანონმდებელმა აღნიშნული დაუკავშირა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სხვადასხვა ობიექტური ფაქტორის არსებობას. ის გარემოება, რომ ანაზღაურება უნდა იყოს წინასწარი და სამართლიანი, გამორიცხავს ქონების ჩამორთმევის მყისიერ შესაძლებლობას, ვინაიდან, აღნიშნული ქმედება დაკავშირებულია შესაბამისი სამართლებრივი პროცედურების დაცვასთან. სტიქიით დაზარალებულთა დახმარება მუნიციპალიტეტის მიერ, მისი მასშტაბიდან გამომდინარე, წარმოებდა ეტაპობრივად. შესაბამისად, გადაწყვეტილების მიღების დროისათვის, საკუთრების ჩამორთმევა დაეფუძნა არა იმწუთიერ საფრთხეს, არამედ იმ გარემოებას, რომ შესაბამის პირობებში, სტიქიის ზონაში მოხვედრილი ტერიტორია თავისთავად არის ამგვარი საფრთხის მატარებელი, რაც ზღუდავს ან გამორიცხავს ქონების სამომავლო განვითარებას.

2013 წლის 24 დეკემბერს სს „საქართველოს ბანკსა“ და ზვიად ნაზღაიძეს შორის გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება და ამავე ხელშეკრულებით ზვიად ნაზღაიძეს ხელშეკრულების საგანზე გადაეცა შესყიდვის ოფცია. შესყიდვის ოფცია საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა 2014 წლის 3 იანვარს და რეგისტრირებული იყო 2015 წლის 3 ნოემბრამდე, მათ შორის, სტიქიის პერიოდშიც. საჯარო რეესტრის ჩანაწერების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ვიდრე ისინი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალადაკარგულად, ბათილად ან არარად არ იქნება ცნობილი.

მიუხედავად მხარეებს შორის ხელშეკრულებით შეთანხმებული თავდაპირველი ვადისა, უტყუარად დადგენილი გარემოებაა, რომ ოფციის უფლება არსებობდა აღნიშნული ვადის გასვლის შემდგომაც, აღნიშნული დასტურდება იმ ფაქტობრივი გარემოებითაც, რომ ოფციის მხარეებს არ მიუმართავთ საჯარო რეესტრისთვის მისი გაუქმების მოთხოვნით და მეტიც, 2016 წელს გაფორმებულ ნასყიდობის ხელშეკრულებას, რომლითაც ბანკმა ქონება გადასცა ნაზღაიძეს, საფუძვლად დაედო მხარეებს შორის მანამდე არსებული - 2013 წლის 24 დეკემბრის ოფციის ხელშეკრულება. კერძოსამართლებრივი ურთიერთობები რეგულირდება სამოქალაქო კანონმდებლობით, რომლითაც დაშვებულია კერძო პირებს შორის ნებისმიერი გარიგების არსებობა, თუ იგი არ ეწინააღმდეგება კანონს. ამასთან, გადაწყვეტილების მიღების მომენტში ზვიად ნაზღაიძე წარმოადგენდა ქონების რეგისტრირებულ მესაკუთრეს, შესაბამისად, უძრავი ნივთის სამართლებრივი ბედის განსაზღვრისას (მესაკუთრისთვის ჩამორთმევა), ადმინისტრაციული ორგანოსთვის მნიშვნელოვანი იყო უფლებამოსილი პირის - მესაკუთრის გამოვლენა შესაბამისი ფუნქციურ-სამართლებრივი ორგანოს - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ რეგისტრირებულ მონაცემებზე დაყრდნობით და არა მხარეებს შორის არსებულ, კერძოსამართლბრივ ურთიერთობათა შინაარსის კვლევა.

რაც შეეხება მესაკუთრისათვის ჩამორთმეული ქონების ღირებულების შეფასებას, კანონი, რომლითაც მუნიციპალიტეტმა იხელმძღვანელა, ითვალისწინებს, რომ ქონების ჩამორთმევისას დაცული უნდა იყოს ორი უმთავრესი პრინციპი - ანაზღაურება იყოს სამართლიანი და სრული. გამომდინარე იქიდან, რომ ტერიტორია მოქცეულია სტიქიის ზონაში და ქონება შეუსაბამო აღმოჩნდა შემდგომი სამშენებლო განვითარებისთვის, მისი ჩამორთმევისას, როგორც ყველა სხვა შემთხვევაში (მათ შორის, იმ პირებთან მიმართებით, რომლებიც ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს ნორმატიული აქტით დადგენილი წესით დაექვემდებარნენ სამართლიან ანაზღაურებას) დაზარალებულის მიმართ სამართლიანი ანაზღაურების განსაზღვრისას ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტმა იხელმძღვანელა უძრავი ქონების სტიქიამდე არსებული ღირებულებით, რაც დადგინდა სსიპ - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ. აღნიშნულის გათვალისწინებით, დაზარალებულისათვის სტიქიამდე არსებული ღირებულების შეუთავაზებლობა იქნებოდა ზემოაღნიშნული უმთავრესი პრინციპების დაუცველობა.

ამდენად, 2015 წლის 13-14 ივნისის სტიქიის არეალში მოქცეული უძრავი ქონების ჩამორთმევის პროცესში, მნიშვნელოვანია თავად უძრავი ნივთის ფაქტობრივი მდებარეობა და სამართლებრივი ბედი და არა გადაწყვეტილების სუბიექტი, რომლის მიმართაც ხორციელდება საკუთრების ჩამორთმევა.

ამასთან, გვინდა ხაზგასმით განვაცხადოთ, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის გადაწყვეტილებები, რომლებიც უკავშირდება 2015 წლის 13-14 ივნისის სტიქიის შედეგების ლიკვიდაციას, მიღებულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, გამჭვირვალობის, თანაზომიერების, კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპებზე დაყრდნობით“ - ნათქვამია მერიის განცხადებაში.

საკვანძო სიტყვები:

Startup Grind - ის მორიგი ღონისძიება ბათუმში გაიმართება - მხარდამჭერი საქართველოს ბანკია

24 აპრილი, 2024 , 18:09

საქართველოს ბანკი, როგორც ტექნოლოგიური კომპანია ციფრული პროდუქტების განვითარებას და ამ მიმართულებით სტარტაპების ხელშეწყობას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით, Startup Grind - ის მორიგი ღონისძიება 

სამედიცინო დაწესებულებების მონიტორინგის დროს გამოვლინდა ინფექციის პრევენციისა და კონტროლისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის ფუნქციონირების და პროცესის დარღვევების შემთხვევები - ომბუდსმენი

24 აპრილი, 2024 , 14:53

სახალხო დამცველის აპარატი ცხრა სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებაში ინფექციის პრევენციისა და კონტროლის ღონისძიებების განხორციელების მონიტორინგის შედეგებს ქვეყნებს. სახალხო დამცველის აპარატის ცნობით, სამედიცინო დაწე

იდენტიფიცირებული იქნებიან ის პირები, რომლებიც, ხალხის რაოდენობის სიმცირის მიუხედავად, აქციის მონაწილეებს გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ - შსს

24 აპრილი, 2024 , 14:16

ბოლო პერიოდში რუსთაველის გამზირსა და პარლამენტის შენობის ტერიტორიაზე მიმდინარე აქციების დროს, მსვლელობაში მონაწილე პირთა რაოდენობა საგრძნობლად შემცირდა. მსვლელობაში მონაწილეთა მცირე რაოდენობის გათვალისწინებით, ტრანსპორტი

პრეზიდენტმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა

24 აპრილი, 2024 , 13:29

საქართველოს პრეზიდენტმა ლაზარე გრიგორიადისის შეწყალების აქტი გამოსცა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. ცნობისთვის, მარტის აქციებზე პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახე

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით გლდანი მოლი ფართოვდება

24 აპრილი, 2024 , 13:01

საქართველოს ბანკი პარტნიორი ბიზნესების მხარდაჭერას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, კომპანია „აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯია’’  „სითი მოლი გლდანის“ რეკონს

მესტიის მერი მეორე წელია დეკლარაციაში არ უთითებს ხელფასსა და 7 უძრავ ქონებას - `საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს`

24 აპრილი, 2024 , 12:38

"საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" ინფორმაციით, მესტიის მუნიციპალიტეტის მერი, კაპიტონ ჟორჟოლიანი 2024 წლის თებერვალში შევსებულ ქონებრივ დეკლარაციაში საკუთარ ქონებას, ასევე შრომის ანაზღაურებიდან

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი