უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

6 დეკემბერი, 2019 17:05
font-size

თბილისის მერია ქალთა ძალადობის საწინააღმდეგო მსოფლიო კამპანიას შეუერთდა

დედაქალაქის მერია კვლავ შეუერთდა ქალთა ძალადობის საწინააღმდეგო 16-დღიან მსოფლიო კამპანიას. ამჯერად აქცია თბილისის მუნიციპალურ ავტობუსებსა და გაჩერებებზე გაიმართა, სადაც მოქალაქეებს მოუწოდებდნენ, რომ ხმა აღიმაღლონ ძალადობის წინააღმდეგ, დაიცვან საკუთარი და სხვისი უფლებები.

აქციაში მონაწილეობა მიიღეს თბილისის მერის მოადგილე სოფიო ხუნწარიამ და მერის მრჩეველმა გენდერულ საკითხებში ნინო ბურძენიძემ.

„ჩვენ უკვე მეორე წელია ვუერთდებით ქალთა ძალადობის წინააღმდეგ მსოფლიო კამპანიას. დავდივართ საზოგადოებრივ ტრანსპორტში, ვარიგებთ საინფორმაციო ბუკლეტებს, რათა მაქსიმალურად ავამაღლოთ ცნობიერება და მივაწოდოთ ინფორმაცია, რომ ძალადობა არის დასჯადი. მინდა მივმართო ყველა ქალს: მნიშვნელოვანია, რომ მათ აუცილებლად აღიმაღლონ ხმა და ძალადობის შემთხვევაში, დაურეკონ პატრულს, არასამთავრობო ორგანიზაციებს და დაიცვან საკუთარი უფლებები“, - განაცხადა სოფიო ხუნწარიამ.

ძალადობისგან დაცვის მნიშვნელობაზე ისაუბრა მერის მრჩეველმა გენდერულ საკითხებში ნინო ბურძენიძემაც. მისი თქმით, ყველას უნდა ახსოვდეს, რომ ძალადობა დასჯადია.

დღევანდელი აქცია თავისუფლების მოედანზე, ავტობუსების გაჩერებიდან დაიწყო და რუსთაველის გამზირზე მდებარე გაჩერებებსა და საზოგადოებრივ ტრანსპორტში გაგრძელდა.

ჩვენ ყოველდღიურად უნდა ვიშრომოთ იმისთვის, რომ აფხაზებმა, ქართველებმა, ჩვენ, ყველამ ერთად, ვიცხოვროთ ეკონომიკურად ძლიერ, სამართლიან, ევროპულ, განათლებულ სახელმწიფოში - გიორგი გახარია

27 სექტემბერი, 2020 , 11:58

ამ ომში გამარჯვებული არ არსებობს და ეს ომი ტრაგედიაა ჩვენთვის ყველასთვის - აფხაზებისთვისაც და ქართველებისთვისაც, - ამის შესახებ საქართელოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშრებით, ჟურნალისტ

ნებისმიერი ჩვენი შემდგომი ღონისძება ვირუსის გავრცელების წინააღმდეგ იქნება მიზნობრივი და ლოკალური- სისტემური შეზღუდვები არ იგეგმება - გიორგი გახარია

27 სექტემბერი, 2020 , 11:33

სასწავლო პროცესი განახლდება ზუსტად იმ რეჟიმში, როგორც გამოვაცხადეთ, - ამის შესახებ საქართელოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, ჟურნალისტებს განუცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, ვირუსის გავრცელების წინააღმდეგ შემდგომი ღ

საჭიროა წესების დაცვა და ვირუსთან თანაცხოვრების სწავლა - გიორგი გახარია

27 სექტემბერი, 2020 , 11:20

პანდემია არჩევნებს ხელს ვერ შეუშლის, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა - თუ რა კეთდება იმისთვის, რომ პანდემიამ ხელი არ შეუშალოს არჩევნების ჩატარებას. მთავრობის მეთაური

საქართველოში კორონავირუსის 294 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

27 სექტემბერი, 2020 , 11:00

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 294 -ით გაიზარდა და 5254 გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებგვერდზე, სტოპცოვ.გე-ზეა განთავსებული. რაც შეეხება გამოჯანმრთელებუ

ხელისუფლებამ სოციალური საცხოვრისი, მისი ბინადრებისთვის, სოციალურ ჩიხად აქცია - ფიქრია ჩიხრაძე

26 სექტემბერი, 2020 , 17:30

"ლელო საქართველოსთვის" სამგორის მაჟორიტარობის კანდიდატი ფიქრია ჩიხრაძე სოციალური საცხოვრისის ბინადრებს შეხვდა და მათ პრობლემებს გაეცნო. “ლელოს” პრესსამსახურის ცნობით, პროექტი "სოციალური საცხოვრისი კეთილგანწყო

საქართველო ჯერჯერობით ინარჩუნებს დაბალი რისკის ქვეყნის სტატუსს - თამარ გაბუნია

26 სექტემბერი, 2020 , 16:20

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, კორონავირუსის ახალი შემთხვევების რაოდენობის გაზრდის მიუხედავად, საქართველო "მწვანე ქვეყნის" სტატუსს ინარჩუნებს. „გლობალურად ქვეყნები ერთმანეთს

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

პოლიტიკური პარასკევი ნატო ჩხეიძე