უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

20 ნოემბერი, 2017 12:55
font-size

თბილისის მერია საკრებულოდან ბიუჯეტის პროექტს გამოითხოვს

დედაქალაქის მთავრობის ახალმა შემადგენლობამ პირველი სხდომა გამართა. თბილისის მერმა კახა კალაძემ დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე, მთავრობის წევრებს სამომავლო საქმიანობაში წარმატება უსურვა და რამდენიმე განცხადება გააკეთა.

კახა კალაძემ მთავრობის ახალ გუნდს წარმატება კიდევ ერთხელ უსურვა და აღნიშნა, რომ თითოეული მოქალაქე იმ ხელშესახებ ცვლილებებს ძალიან მალე იგრძნობს, რომელიც დედაქალაქის სამომავლო კეთილდღეობისთვის განხორციელდება.

„ღია და გამჭვირვალე სტრუქტურული ერთეულები, კოორდინირებული და გუნდური მუშაობა, ადგილობრივი თვითმმართველობის საკითხებში მოქალაქეთა ჩართულობის უზრუნველყოფა და საქმისადმი ერთგულება ის მთავარი პრინციპებია, რაც მომავალი ოთხი წლის საქმიანობას საფუძვლად უნდა დაედოს და ეს ასეც იქნება. წარმატებებს ვუსურვებ ახალ გუნდს და დარწმუნებული ვარ, თითოეული ჩვენი თანამოქალაქე სულ მალე იგრძნობს იმ ხელშესახებ პოზიტიურ ცვლილებებს, რომელიც ჩვენი დედაქალაქის სამომავლო კეთილდღეობისთვის, სიცოცხლით სავსე ქალაქის შენებისთვის განხორციელდება“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

პირველი საკითხი, რომელსაც თბილისის მერი მთავრობის სხდომაზე შეეხო, დედაქალაქის მომავალი წლის ბიუჯეტია და აღნიშნა, რომ მთავრობის დამტკიცებამდე, საკრებულოში წარდგენილ პროექტში ცვლილებები ვერ განხორციელდებოდა.

„წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, მოსახლეობას ის ძირითადი პროგრამა წარვუდგინეთ, რომელიც ოთხწლიან განვითარების გეგმასა და ამ გეგმის განხორციელებისთვის შესაბამის პროექტებსა და პროგრამებს მოიცავდა. ჩვენი საარჩევნო პროგრამა შვიდი ძირითადი პოლიტიკისგან შედგებოდა და მთლიანად იყო ასახული ყველა ის პრობლემა, რომელიც დღეს თბილისს აწუხებს. შესაბამისად, ბიუჯეტში, რომელიც დღეს თბილისის საკრებულოშია წარდგენილი, ვერ ჩავერეოდით, რადგან საკრებულოს მხრიდან მთავრობა არ იყო დამტკიცებული და ამის არანაირი უფლებამოსილება არ გვქონდა. შესაბამიასდ, მასში ვერ შევიტანდით ჩვენს ხედვებსა და გეგმებს, თუ რა პროექტები უნდა ასახულიყო ქალაქთან დაკავშირებით“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

კახა კალაძემ ვიცე-მერს სთხოვა, საკრებულოდან ბიუჯეტის პროექტი გამოითხოვოს, რათა მასში ის კონკრეტული პროექტები აისახოს, რომელიც მომავალ წელს, ქალაქის განვითარებისთვის უნდა განხორციელდეს.

„მინდა ვთხოვო ვიცე-მერს, რომ ბიუჯეტთან დაკავშირებით მუშაობა დაიწყოს, გამოითხოვოს წარდგენილი ბიუჯეტი და კანონის გათვალისწინებულ ვადებში, თბილისის საკრებულოში მისი გადაგზავნა მოხდეს. მასში აუცილებლად უნდა იყოს ასახული ის კონკრეტული პროექტები, რომელიც ჩვენ 2018 წელს გვაქვს დაგეგმილი. შესაბამისად, პირველი რაც უნდა გაკეთდეს, ეს იმ ბიუჯეტის საკრებულოში გადაგზავნაა, რომელშიც ჩვენს საარჩევნო პროგრამაში არსებული პროექტები აისახება“, - აღნიშნა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე.

მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და გრიგოლ გეგელია ბრიუსელში მიემგზავრებიან

17 აპრილი, 2021 , 13:18

მიწვევით მიემგზავრებიან ბრიუსელში, სადაც ევროპარლამენტარებთან ექნებათ შეხვედრა. მისივე თქმით, ისინი კიდევ ერთხელ იმსჯელებენ ქვეყანაში შექმნილ ვითარებებზე და კრიზისის გადაჭრის გზებზე. „ჩვენი მოლაპარაკების მიზანი და

ქართველი ხალხი იმსახურებს კომპრომისს, რომელიც მთავრობისა და ოპოზიციის მიერ იქნება მიღწეული - აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და ევრაზიის ბიურო

17 აპრილი, 2021 , 13:07

ქართველი ხალხი იმსახურებს კომპრომისს, რომელიც ორივეს, მთავრობისა და ოპოზიციის მიერ იქნება მიღწეული, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და ევრაზიის ბიურო სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერ

„ქართულმა ოცნებამ“ კრისტიან დანიელსონის მიერ წარდგენილ დოკუმენტს ხელი მოაწერა

17 აპრილი, 2021 , 12:00

„ქართულმა ოცნებამ“ ევროკავშირისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის ეგიდით შექმნილ დოკუმენტს, რომელიც მიშელის სპეციალურმა წარმომადგენელმა საქართველოში კრისტიან დანიელსონმა წარადგინა, ხელი მოაწერ

გიორგი გახარია კელი დეგნანს შეხვდა

16 აპრილი, 2021 , 22:05

ექსპრემიერი , გიორგი გახარია საქართველოში აშშ-ის ელჩს, კელი დეგნანს შეხვდა – ინფორმაციას ტელეკომპანია “ფორმულა” ავრცელებს. შეხვედრა აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში შედგა, თუმცა მედიისთვის უცნობია, რის შესახებ

„ნაციონალური მოძრაობა“ ევროკავშირისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის ეგიდით შექმნილ დოკუმენტის ხელმოწერაზე უარს ამბობს

16 აპრილი, 2021 , 19:42

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, აკაკი მინაშვილის განცხადებით, „ქართულ ოცნებას“ რეფორმებთან დაკავშირებულ სამ საკითხზე კომპრომისზე წასვლა მოუწია, მაგრამ შეთანხმება უნდა მოხდეს პოლიტპატიმრების გათავი

დოკუმენტზე ხელმოწერისთვის მოლაპარაკებების ბოლო რაუნდში კრისტიან დანიელსონის მონაწილეობა აუცილებელია - მამუკა ხაზარაძე

16 აპრილი, 2021 , 19:23

„ლელოს საქართველოს“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძე „ქართული ოცნების“ მიერ კრისტიან დანიელსონის დოკუმენტის ხელმოწერის გადაწყვეტილებას სოციალურ ქსელში ეხმაურება. „ოცნებამ“, ჩვენი საე