უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

28 თებერვალი, 2018 16:00
font-size

თბილისის მერია სოციალურად დაუცველი სტუდენტების დაფინანსების მიზნით, განაცხადების მიღებას იწყებს

თბილისის მერია სოციალურად დაუცველი და წარმატებული სტუდენტების ხელშეწყობის მიზნით, გადასახადის დაფინანსებისთვის, განცხადებების მიღებას იწყებს.

ქვეპროგრამის ფარგლებში, განცხადებების მიღება პირველი მარტიდან დაიწყება და გაზაფხულის სემესტრის გადასახადის დაფინანსებას გულისხმობს.

პროგრამა თბილისში რეგისტრირებული იმ სოციალურად დაუცველი სტუდენტების დაფინანსებას გულისხმობს, რომელთა ოჯახების სარეიტინგო ქულა 70 000 ან ნაკლებია და სახელმწიფოს მიერ ავტორიზებულ კერძო და სახელმწიფო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლობენ.

განცხადებები 31 მაისის ჩათვლით მიიღება. აუცილებელია, განცხადება და დამატებითი დოკუმენტაცია თბილისის მერიაში თვითონ სტუდენტმა წარადგინოს.

დაფინანსების მისაღებად, სოციალურად დაუცველმა სტუდენტებმა ქალაქ თბილისის მერიაში უნდა წარმოადგინონ :

პირადობის მოწმობის ასლი;
ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიანი ბაზიდან;
ცნობა უნივერსიტეტიდან წლიური გადასახადის მითითებით;
უნივერსიტეტის საბანკო რეკვიზიტები და ანგარიშფაქტურა;
უნივერსიტეტის მიერ გაცემული აკადემიური მოსწრების მაჩვენებელი (გარდა I სემესტრის სტუდენტებისა);
I სემესტრის სტუდენტებისთვის სავალდებულოა, ერთიან ეროვნულ გამოცდებში მიღებული ქულებისა და შედეგების შესახებ ცნობა;
რეკომენდაცია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან (გარდა I სემესტრის სტუდენტებისა);
სამოტივაციო წერილი.

სოციალურად დაუცველ სტუდენტებს სემესტრულად, 562,5 ლარი ერიცხებათ. მაღალი აკადემიური მოსწრების შემთხვევაში, დაფინანსება 70% ან 100%-მდე იზრდება.

2015-2017 წლებში, ქვეპროგრამის ფარგლებში, 6500-მდე სოციალურად დაუცველი სტუდენტი დაფინანსდა. მიმდინარე წელს კი, მისი ბიუჯეტი კიდევ 200 000 ლარით გაიზარდა და ჯამში 1 200 000 ლარი შეადგინა.

ცირა გურგენიძე

„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით, „ვეფხისტყაოსნის“ უნიკალური გამოცემა დაიბეჭდა

12 დეკემბერი, 2019 , 17:10

„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით, გაერთიანებული სამეფოს სეზონის (UK Season) პროგრამის ფარგლებში, ინგლისურ ენაზე შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსნის“ უნიკალური გამოცემა დაიბეჭდა. პროექტის ავტორი გამომც

საოჯახო სასტუმროებისთვის წყლის საფასურის გადახდის ახალი წესი 2020 წლის 1-ელი იანვრიდან ამოქმედდება

12 დეკემბერი, 2019 , 16:20

2020 წლის 1-ელი იანვრიდან, სემეკის დადგენილების თანახმად საოჯახო სასტუმროებისთვის წყლის საფასურის გადახდის ახალი წესი - ე.წ ჰიბრიდული ტარიფი ამოქმედდება. „ჯივიპის“ ცნობით, გადახდის ახალი წესი მხოლოდ იმ ტიპის

პარლამენტში სასწრაფო დახმარების ბრიგადები და სამართალდამცველები შევიდნენ

12 დეკემბერი, 2019 , 14:15

საკანონმდებლო ორგანოში სასწრაფო დახმარების ბრიგადები და სამართალდამცველები შევიდნენ. სავარაუდოდ, მიზეზი დარბაზში უსიამოვნო სუნის არსებობა გახდა, რის გამოც ტექნიკური შესვენებაც გამოცხადდა. უსიამოვნო სუნის გამო, არსებული ი

პარლამენტში დაყენებულ სუნზე პასუხისმგებლობას ვიღებთ - მოძრაობა „სირცხვილია“

12 დეკემბერი, 2019 , 14:00

საკანომდებლო ორგანოში მუშაობა ამ დრომდე არ განახლებულა. პარლამენტში მძაფრი სუნი ახლაც დგას. ადგილზე შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლები იმყოფებიან. ოპოზიცია აცხადებდა, რომ პარლამენტში მძაფრი სუ

პარლამენტის სხდომათა დარბაზში მძაფრი სუნის გამო დეპუტატებმა დარბაზი დატოვეს

12 დეკემბერი, 2019 , 13:35

პარლამენტის სხდომაზე შესვენება გამოცხადდა. უმრავლესობა ამბობს, რომ დარბაზში 2 ოპოზიციონერი შემოვიდა და გაურკვეველი ნივთიერება დაასხეს, რამაც მძაფრი სუნი გამოიწვია. "ოპოზიციის ორი დეპუტატი შემოვიდა და გარკვეული ნივთიერება

შალვა თადუმაძის დიპლომის ნამდვილობა არ დასტურდება - „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“

12 დეკემბერი, 2019 , 12:50

მოქმედი გენერალური პროკურორის, შალვა თადუმაძის იურიდიული დიპლომის ნამდვილობა არ დასტურდება, - ამის შესახებ ინფორმაციას არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ ავრცელებს. „მოქ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილის პირდაპირი ჩართვა გადაცემაში `რეაქცია`