უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

27 თებერვალი, 2020 16:30
font-size

თბილისის მერიამ `გაფანტული სკლეროზის სამკურნალო მედიკამენტების დაფინანსების` პროგრამა დასამტკიცებლად საკრებულოს გადაუგზავნა

თბილისის მერიამ, ახალი პროგრამის – „გაფანტული სკლეროზის სამკურნალო მედიკამენტების დაფინანსების“ განხორციელების წესი დედაქალაქის საკრებულოს გადაუგზავნა.

თბილისის მერიის ინფორმაციით, საკრებულოს მიერ წესის განხილვისა და დამტკიცების შემდეგ, მერია დაფინანსების მსურველ პირთა საბუთების მიღებას და საგარანტიო წერილების გაცემას დაიწყებს.

თბილისის მერიის პროგრამა, გაფანტული სკლეროზის (G35) დიაგნოზის მქონე 15–დან 60 წლის ჩათვლით პირებისთვის, სამკურნალო ძვირადღირებული მედიკამენტების „ოკრელიზუმაბისა“ და „ფინგოლიმოდის“ დაფინანსებას ითვალისწინებს.

სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებულ პირებს, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 150 000-ს, მედიკამენტი სრულად დაუფინანსდებათ, ხოლო ყველა სხვა პირს – 80%-ით.

დედაქალაქის მერია, მიმდინარე წელს, თბილისის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული 180 ბენეფიციარის დაფინანსებას გეგმავს და ერთი პაციენტის დასაფინანსებლად წელიწადში 24 ათასამდე ლარს გამოყოფს.

"გაფანტული სკლეროზი ქრონიკული პროგრესირებადი ნევროლოგიური დაავადებაა. თბილისის მერიის მიერ ამ პროგრამის დაწყების მიზანია მოსახლეობის სრულფასოვანი მკურნალობის ფინანსური ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის გზით, გაფანტული სკლეროზის დიაგნოზის მქონე პირთა შრომის უუნარობის თავიდან აცილება.

აღნიშნული პათოლოგიით, დღეისათვის, მსოფლიოში დაახლოებით 2 მილიონ 300 ათასი ადამიანია დაავადებული. პირველი სიმპტომები უპირატესად 20-დან 40 წლის ასაკში ვლინდება და ამიტომ, ადრეულ სტადიაზე ამ დაავადების პრევენცია საზოგადოებაში მათი სრულფასოვანი ინტეგრაციისთვის ერთადერთი შესაძლებლობაა", - აცხადებენ თბილისის მერიაში.

ინფიცირებული 6 ახალი პაციენტის დაინფიცირების წყარო ცნობილია - მარინა ეზუგბაია

30 მარტი, 2020 , 11:50

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებული 6 ახალი პაციენტის დაინფიცირების წყარო ცნობილია. „დღეს დილით მონაცემებით გაქვს 97 დადასტურებული შემთხვ

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენოა 98-მდე გაიზარდა

30 მარტი, 2020 , 11:50

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 98-მდე გაიზარდა. მონაცემები ვებგვერდ StopCov.ge-ზე განახლდა. ინფიცირებულთა შორის უკვე გამოჯანმრთელდა 18 პაციენტი. ამ დროისთვის კარანტინის რეჟიმში 4 978 ადამიანი, ხოლო სტაცი

აბონენტების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

30 მარტი, 2020 , 10:45

ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების გამო, დღეს, 30 მარტს გლდანის, საბურთალოსა და სამგორის რაიონებში აბონენტების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს. გლდანის რაიონი &ndas

პრაქტიკოს მასწავლებელთა და მასწავლებლობის მსურველთა რეგისტრაცია იწყება

30 მარტი, 2020 , 10:45

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო პრაქტიკოსი მასწავლებლებისა და მასწავლებლობის მსურველთა რეგისტრაციას იწყებს. განათლების სამინისტროს ინფორმაციით, საგნის გამოცდის, ასევე საგნობრივი და პრ

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 97-მდე გაიზარდა

30 მარტი, 2020 , 10:45

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 97-მდე გაიზარდა. Stopcov.ge-ს ინფორმაციით, მათგან გამოჯანმრთელებულია 18 ადამიანი. ამ დროისთვის კარანტინში იმყოფება საქართველოს - 4876 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეო

მომდევნო კვირების განმავლობაში საქართველო კორონავირუსის გავრცელების თვალსაზრისით თანდათან გადავა ე.წ. კრიტიკულ ფაზაში და ამ პერიოდში განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო - ამირან გამყრელიძე

30 მარტი, 2020 , 10:45

საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე მოქალაქეებს მოუწოდებს, დაიცვან ყველა ის რეკომენდაცია, რომლებიც კორონავირუსთან დაკავშირებით შესაბამისი უწყებების მიერ გაიცემა, მაქსიმალურად