უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ეკონომიკა

16 ნოემბერი, 2018 12:15
font-size

თბილისის მერიამ საკრებულოს მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტი წარუდგინა

თბილისის საკრებულოში დედაქალაქის მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტი უკვე შევიდა. თბილისის 2019 წლის ბიუჯეტი 10 მილიონით იზრდება და ის 871 მილიონი იქნება.

"ქართული ოცნების" საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატის, ირაკლი ზარქუას განცხადებით, 174 მილიონი ინფრასტრუქტურულ პროექტებზეა გათვალისწინებული, გაიხსნება 10 ახალი საბავშვო ბაღი და გაიზრდება წარმომადგენლობითი ხარჯები.

ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, იზრდება სახელფასო ხარჯები რიგითი თანამშრომლებისთვის.

„2019 წლის ბიუჯეტის პროექტი პროექტი, მიმდინარე წლის დამტკიცებულ ბიუჯეტთან შედარებით გაზრდილია 10 მილიონი ლარით. ზედმეტი პოლიტიკურ სპეკულაციებს რომ არ ჰქონდეს ადგილი, ამიტომ წინასწარ მე ჩავთვალე საჭიროდ, რომ თქვენ საქმის კურსში ჩაგაყენოთ. იზრდება წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების ხარჯები. 97 მილიონ ლარზეა საუბარი. ზრდა გვაქვს შრომითი ანაზღაურების მიმართულებით და აქაც მინდა, ცალსახად ხაზგასმით აღვნიშნო, რომ არც ერთ თანამდებობის პირს, არც მერს, არც მის მოადგილეებს, არც საკრებულოს დეპუტატებს, არც საქალაქო სამსახურის უფროსებს ერთი თეთრით არ ეზრდებათ შრომის ანაზღაურება, აქ საუბარია რიგით თანამშრომლებზე,“ - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

პანდემიამ საქართველოს ეკონომიკა, ისევე როგორც მსოფლიოს, ძალიან დააზიანა - კობა გვენეტაძე

16 აპრილი, 2021 , 15:10

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, კობა გვენეტაძის განცხადებით, 2020 წელს კორონავირუსის პანდემიამ ტურიზმზე დამოკიდებული საქართველოს ეკონომიკა უაღრესად დიდი გამოწვევების წინაშე დააყენა და საქართველოში ისევე, როგორც

ეროვნული ბანკი - მარტში საქართველოში შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობა 49.5 პროცენტით გაიზარდა

15 აპრილი, 2021 , 15:10

2021 წლის მარტში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 188.2 მლნ აშშ დოლარი (627.7 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 49.5%-ით (62.3 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2020 წლის მარტის ანალოგიურ მაჩვენებელზე. ეროვნული ბანკი

იანვარ-მარტში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა 0.3 პროცენტით შემცირდა

13 აპრილი, 2021 , 11:37

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2021 წლის იანვარ-მარტში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 2 773.5 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პ

ეკონომიკის სამინისტრო არასამთავრობო ორგანიზაციებს პასუხობს

8 აპრილი, 2021 , 17:30

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, როგორც საჯარო უწყება, აწარმოებს ღია და გახსნილ პოლიტიკას, რომელიც მიმართულია ქვეყნისა და მისი მოქალაქეების ინტერესების დასაცავად,- აღნიშნულ განცხადებას ეკონომიკისა და მდგარ

სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რესურსზე ხელმისაწვდომობის პროგრამა ფართოვდება

8 აპრილი, 2021 , 17:00

დღეს მთავრობის სხდომაზე განვიხილავთ და დავამტკიცებთ ძალიან მნიშვნელოვან ინიციატივას, რომელიც შეეხება სასოფლო-სამეურნეო მიწებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხ

ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 20 000 000 ლარის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

6 აპრილი, 2021 , 14:45

2021 წლის 6 აპრილს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 20 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 2-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, აუქციონში მონაწილეობა მიიღო ოთხ