უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

8 დეკემბერი, 2017 17:20
font-size

თბილისის მერიას „აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის“ ქვეპროგრამის ფარგლებში დამატებით 120 ბავშვის დაფინანსების საშუალება ექნება

თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსმა გელა ჩივიაშვილმა, 2018 წლიდან „აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის“ ქვეპროგრამის ადმინისტრირებასთან დაკავშირებით, ქვეპროგრამით მოსარგებლე და მომლოდინე ბავშვების მშობლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

თბილისის მერიის ინფორმაციით, ქვეპროგრამის ფარგლებში, დღეისათვის, უწყვეტ რეჟიმში 700 ბავშვი იღებს მომსახურებას და თითოეულს თბილისის მერია, ყოველთვიურად კომპლექსური თერაპიის 20 სეანსს უფინანსებს.

როგორც გელა ჩივიაშვილმა განაცხადა, 2018 წელს დაგეგმილია „აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის“ ქვეპროგრამის ბიუჯეტის გაზრდა.

„მომსახურების მიმწოდებელ დაწესებულებებში ვაკანტური ადგილების გაჩენის შემდეგ, 2018 წლიდან დამატებით 120 ბავშვის დაფინანსების შესაძლებლობა გვექნება“, – განაცხადა გელა ჩივიაშვილმა და აღნიშნა, რომ ქვეპროგრამაში მოსარგებლეების ჩართვა ეტაპობრივად მოხდება.

მისი თქმით, ქვეპროგრამაში ახალი მოსარგებლეების ჩართვისას უპირატესობა მიენიჭება მომლოდინეთა რიგში მყოფ ასაკით ყველაზე პატარას.

ქვეპროგრამის დაწყებიდან, 2015 წლის ივლისიდან, მისი ბიუჯეტი 6-ჯერ გაიზარდა და 2018 წელს 3 300 000 ლარი იქნება.

„აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის“ ქვეპროგრამის მოსარგებლეები არიან თბილისში რეგისტრაციის მქონე 2-დან 15 წლის ასაკის ჩათვლით, საქართველოს მოქალაქეები.

საკვანძო სიტყვები:

“არა ნამოხვანჰესს!” - ლონდონში რიონის ხეობის მცველების მხარდამჭერი აქცია გაიმართა

17 აპრილი, 2021 , 15:09

"არა ნამოხვანჰესს!" - რიონის ხეობის მცველების მხარდამჭერი აქცია ლონდონში საქართველოს საელჩოსთან გაიმართა. აქციის მონაწილეები სრულად იზიარებენ ჰესის მოწინააღმდეგეების მოთხოვნებს და ამბობენ რომ ხეობაში გიგანტური ჰესი არ უნ

მაჭავარიანის ქუჩის ქვემოთ განვითარებული მეწყრის ნაპრალი - თეა გოდოლაძე ახალ ფოტოს ავრცელებს

17 აპრილი, 2021 , 15:04

გეოლოგი თეა გოდოლაძე ფეისბუქზე ვაშლიჯვრის დამეწყრილი ტერიტორიიდან ახალ ფოტოს ავრცელებს: "ეს არის უკვე მაჭავარიანის ქუჩის ქვემოთ განვითარებული მეწყრის ნაპრალი. მეშინია რომ ვდებ, ხვალე კომპანიის კარდიოლოგი დირექტორი ამოავს

`დისკრიმინაცია დანაშაულია - არა ძალადობას` - რუსთაველის ეროვნული თეატრის წინ აქცია მიმდინარეობს

17 აპრილი, 2021 , 14:41

რუსთაველის ეროვნული თეატრის წინ, მსახიობ ნინუცა მაყაშვილის სოლიდარობის აქცია მიმდინარეობს. "დისკრიმინაცია დანაშაულია - არა ძალადობას" - ამ შინაარსის ტრანსფარანტებით იქ გილდიის წარმომადგენლები არიან შეკრებილები და მოითხოვ

პანსიონში, სადაც ბავშვებზე ძალადობენ, მეუფე სპირიდონმა ომბუდსმენის რწმუნებულები არ შეუშვა

17 აპრილი, 2021 , 14:29

სხალთის ეპისკოპოსმა სპირიდონმა სახალხო დამცველის წარმომადგენლები ნინოწმინდის ბავშვთა სახლში არ შეუშვა.    ომბუდსმენის რწმუნებულებს ადგილზე ვითარება უნდა შეესწავლათ.    სახალხო დამცველი

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მხარდაჭერას კიდევ უფრო განსაკუთრებული დატვირთვა აქვს პანდემიის ფონზე შექმნილ რთულ გარემოებებში -კობა გვენეტაძე

17 აპრილი, 2021 , 12:57

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ მხარდაჭერილი „გაფართოებული დაფინანსების მექანიზმით“ პროგრამის მერვე მიმოხილვის დასრულებასთან დაკავშირებით, საერთაშორისო სავალუტო ფონდის საქართველოს მისიის ხელმძღვანელის მოვალ

ვვარაუდობთ, რომ ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე პანდემიამდე არსებული მაჩვენებლების 40-45%-ს დაუბრუნდება - საქართველოს აეროპორტების გაერთანება

17 აპრილი, 2021 , 12:51

საქართველოს აეროპორტების გაერთიანება 2021 წლის ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე პანდემიამდე არსებული მაჩვენებლების 40-45%-ით დაბრუნებას ვარაუდობს. როგორც „საქარველოს აეროპორტების გაერთიანების საავიაციო ბიზნესის განვითა