უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

30 მაისი, 2017 16:30
font-size

თბილისის მერიაში გარევაჭრობის წესი უკვე მუშავდება - ირაკლი ლექვინაძე ალეკო ელისაშვილს პასუხობს

თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ლექვინაძე საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატის, ალეკო ელისაშვილის ინიციატივას გამოეხმაურა, რომელიც ეხებოდა ჯგუფის შექმნას გარევაჭრობის მოსაწესრიგებლად.

ლექვინაძემ ურჩია ელისაშვილს, ინიციატივით გამოსვლამდე მეტად ინფორმირებული იყოს. მერის მოადგილის თქმით, მერიაში უკვე მუშავდება გარევაჭრობის წესი.

„ალეკო ელისაშვილს მოვუწოდებ, იყოს კორექტული განცხადებების გაკეთების დროს და მეტად ინფორმირებული ინიციატივით გამოსვლისას, რადგან თბილისის მერიაში გარევაჭრობის წესი უკვე მუშავდება, რომელიც მოიცავს ლოკაციებისა და კონსტრუქციების განსაზღვრას, ასევე იმ პროდუქციის ჩამონათვალის დადგენას, რომლითაც ნებადართული იქნება გარევაჭრობა“, - განაცხადა ლექვინაძემ.

თბილისის მერის მოადგილის თქმით, საკრებულოში ამ წესის განხილვა აქტიურად მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, ალეკო ელისაშვილმა დღეს მიმართა თბილისის მერიასა და ქალაქის საკრებულოს, რომ შეიქმნას სპეციალური ჯგუფი, რათა შემუშავდეს გარევაჭრობის რეგულაციის წესები. მისი თქმით, თუ საკრებულო და მერია მის წინადადებას არ გამოეხმაურებიან, ის პრეზენტაციას გამართავს, სადაც საკუთარ ხედვას წარადგენს.

ანა მებურიშვილი

საქართველოს ეროვნული ბანკის მხარდაჭერით, ფინანსური გამჭვირვალობის შედეგების წარსადგენად, ღონისძიება გაიმართება

14 ივლისი, 2020 , 18:59

ინვესტორთა უფლებების დაცვის მიზნით გამჭვირვალობის უზრუნველყოფა საქართველოს ეროვნული ბანკის ერთ-ერთი ამოცანაა. სწორედ ამ მიზნით, საჯარო ფასიანი ქაღალდების ემიტენტების გამჭვირვალობის ხარისხის ამაღლების ხელშესაწყობად,

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.0633 ლარი გახდა

14 ივლისი, 2020 , 17:35

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 3.0633 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.0614 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ

პრეზიდენტმა ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან შიდა ტურიზმის განვითარების საკითხებზე იმსჯელა

14 ივლისი, 2020 , 17:20

საქართველოს პრეზიდენტმა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან შიდა ტურიზმის განვითარების საკითხებზე იმსჯელა. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათი ცნობით, შეხვედრა დღეს პრეზიდენტის

ისეთ უმძიმეს სიტუაციას მივიღებთ, კორონა კი არა, შიმშილით დაიხოცებიან ადამიანები - დავით ჭიჭინაძე

14 ივლისი, 2020 , 16:15

„რად გვინდა ეს გადავადებები, თუ ადამიანები კორონავირუსით კი არა, შიმშილით დაიხოცებიან!“, - ასე მიმართა დამოუკიდებელმა დეპუტატმა პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერმა, დავით ჭიჭინაძემ, საპარლამენტ

თურქეთი და საქართველო: მდგრადი პარტნიორობა და სოლიდარობა ომის, გადატრიალების მცდელობის და პანდემიის დროს - ფატმა ჯერენ იაზგანი

14 ივლისი, 2020 , 14:21

Covid-19- ის პანდემია და მისგან გამოწვეული გლობალური საგანგებო გარემოებები გარკვეული თვალსაზრისით გამძლეობის ტესტი აღმოჩნდა მთავრობებისა და ერებისათვის. სოლიდარობის, კეთილმეზობლური ურთიერთობის და პარტნიორობის მნიშვნელობა

შაქარაშვილის საქმის არასწორად წარმართვის გამო დაუყონებლივ უნდა დადგეს შს მინისტრისა და მთავარი პროკურორის პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი - “ლელო საქართველოსთვის”

14 ივლისი, 2020 , 13:16

პოლიტიკური გაერთიანება "ლელო საქართველოსთვის" ლიდერებს კახა კოჟორიძესა და გრიგოლ გეგელიას მიაჩნიათ, რომ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე იწურება ყოველგვარი გონივრული ვადები დაგროვილ კითხვებზე დამაჯერებელი პასუხების მოსასმენად

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ამ პარტიაში ვარ პოლიტიკური ლიდერი, ვფიქრობ პოლიტიკური ლიდერობით აქედან უფრო მივაწვდენ ხმას ყველას, ვიდრე ვყოფილიყავი დიდი გაერთიანების ერთერთი წევრი - ნატო ჩხეიძე