უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

7 დეკემბერი, 2017 16:55
font-size

თბილისის მერიაში შექმნილი სპეციალური ჯგუფი კვირაში ორჯერ მოქალაქეებთან შეხვედრას გამართავს

თბილისის მერიაში სპეციალური ჯგუფი შეიქმნა, რომელიც კვირაში ორჯერ მოქალაქეებთან შეხვედრას გამართავს.

როგორც თბილისის მერმა, კახა კალაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, მასთან შეხვედრის მოთხოვნით ყოველდღიურად მერიაში უამრავი განცხადება შედის.

მერიასა და მოქალაქეებს შორის კოორდინაციის გამარტივებისა და გაუმჯობესების მიზნით, სპეციალური ჯგუფი თბილისელების პრობლემების შესახებ ინფორმაციას მოისმენს და სამსახურების კომპეტენციის ფარგლებში შესაბამისი რეაგირება მოხდება.

„ყოველდღიურად დედაქალაქის მერთან შეხვედრის მოთხოვნით შემოდის უამრავი განცხადება, ასევე, ცხელ ხაზზე რეკავენ მოქალაქეები, ბევრი პირადადაც მიკავშირდება, ფეისბუქზე, მერიის ფეისბუქზე უამრავი მოთხოვნაა. ბუნებრივია, ფიზიკურად არ მეყოფა დრო იმისთვის, რომ თითოეულ მათგანს შევხვდე. იმის გამო, რომ არ მინდა, რომელიმე მათგანი დამრჩეს უკმაყოფილო ან განაწყენებული და სწორი ფორმა მიეცეს ამ ყველაფერს, ასევე, იმისთვის, რომ მერიისა და მოქალაქეების კოორდინაცია კიდევ უფრო გამართული იყოს, მივიღე გადაწყვეტილება, შეიქმნას სპეციალური ჯგუფი. ეს ჯგუფი კვირაში ორჯერ შეხვდება მოქალაქეებს და მათი პრობლემების შესახებ ინფორმაციას მოისმენს, რაზეც, ჩვენი სამსახურების კომპეტენციის და კანონის ფარგლებში, შესაბამისი რეაგირება მოხდება,“- განაცხადა დედაქალაქის მერმა.

მისი თქმით, მოქალაქეებთან შეხვედრები მომავალი კვირიდან დაიწყება და ხუთშაბათს, დილის 10:00-დან 15:00 საათამდე, ხოლო პარასკევს 13:00-18:00-მდე გაიმართება.

საკვანძო სიტყვები:

მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრთან“ ტრანსპორტის მოძრაობის სქემა დროებით იცვლება

18 იანვარი, 2020 , 17:30

სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 20 იანვრის საღამოდან ვეკუას ქუჩაზე, მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრის“ მიმდებარედ, ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება. ხოლო შეშელიძის ქუჩიდან გობრონიძისა და ნოზაძის ქუჩებისკენ ვეკუა

მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის პირველი ეტაპი დასრულდა

18 იანვარი, 2020 , 17:30

მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის პირველი ეტაპი დასრულდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო ავრცელებს. როგორც გავრცელებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, 140 გამოსაცდელიდან გამოცდა 20-მა მონაწილ

კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ განცხადებას ავრცელებს

18 იანვარი, 2020 , 16:05

საბურთალოს რაიონში, დიდ დიღომში, მირიან მეფისა და ფარნავაზის ქუჩების კვეთაზე, კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ წყალსადენის მაგისტრალური ქსელი ავარიულად დაზიანდა. „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის&ldqu

საქართველოს საზღვრის სიახლოვეს, სომხეთში მიწისძვრა მოხდა

18 იანვარი, 2020 , 11:25

დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოს საზღვრის სიახლოვეს, სომხეთში მიწისძვრა მოხდა. ცენტრის მიერ გავრცელებული ცნობით, მიწისძვრა თბილისის დროით 05

გენერალური პროკურორის კანდიდატურის შესარჩევად საპროკურორო საბჭოს მიერ გამოცხადებული ერთთვიანი საჯარო კონსულტაციები დასრულდა

18 იანვარი, 2020 , 11:05

საქართველოს გენერალური პროკურორის კანდიდატურის შესარჩევად საპროკურორო საბჭოს მიერ 2019 წლის  17 დეკემბერს  გამოცხადებული ერთთვიანი საჯარო კონსულტაციები დასრულდა. აკადემიურმა წრეებმა, სამართლის დარგის სპეციალისტ

საბურთალოს რაიონის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

18 იანვარი, 2020 , 10:55

„თელასის“ ინფორმაციით, გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო, საბურთალოს რაიონში დღეს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. „გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:00-დან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება ლისი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილის პირდაპირი ჩართვა გადაცემაში `რეაქცია`