უკან
საზოგადოება
5 იანვარი, 2017 18:50
თბილისის მერიის ეკოლიგიისა და გამწვანების სამსახურის უფროსმა თანამდებობა დატოვა
თბილისის მერიის ეკოლიგიისა და გამწვანების სამსახურის უფროსმა, ნინო სულხანიშვილმა თანამდებობა დატოვა.
ინფორმაცია მედიანიუსს თბილისის მერიაში დაუდასტურეს.
მათი ინფორმაციით, სულხანიშვილმა თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე დეკემბერში დატოვა.
ამასთან, როგორც მერიაში ამბობენ, ჯერჯერობით უცნობია, თუ ვინ და როდის დაიკავებს ვაკანტურ თანამდებობას.
ნინო ექვთიმიშვილი