უკან

საზოგადოება

19 სექტემბერი, 2018 15:55
font-size

თბილისის მერიის მხარდაჭერით, ლექციების ციკლი - „მე მიყვარს კლასიკური მუსიკა“ ჩატარდება

დედაქალაქის მერიის მხარდაჭერით და თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდი დარბაზის ადმინისტრაციის ინიციატივით, 2018-2019 აკადემიური წლის განმავლობაში, სექტემბრიდან ივნისის ჩათვლით, ყოველი თვის ერთ-ერთ პარასკევს, კონსერვატორიის დიდ დარბაზში, ლექცია-კონცერტების მესამე სეზონი გაიხსნება.

ამის შესახებ კონსერვატორიაში გამართულ პრესკონფერენციაზე გახდა ცნობილი, რომელიც კლასიკური მუსიკის შემეცნებითი პროგრამის - „მე მიყვარს კლასიკური მუსიკა“ მიეძღვნა. ლექციები 28 სექტემბერს დაიწყება და მათი ხანგრძლივობა 50-60 წუთი იქნება.

პრესკონფერენციას თბილისის მერის მოადგილე სოფიო ხუნწარია, კონსერვატორიის პროფესორი, რექტორის მოადგილე და პროექტის იდეის ავტორი მანანა დოიჯაშვილი და პროექტის ერთ-ერთი ორგანიზატორი, დიდი დარბაზის დირექტორის მოადგილე ნატა მეცხოვრიშვილი უძღვებოდნენ.

სოფიო ხუნწარიას თქმით, არაფორმალური განათლება თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ერთ-ერთი პრიორიტეტია.

„პროექტის სამიზნე ჯგუფი საჯარო სკოლების 7-14 წლის ასაკის მოსწავლეები არიან. განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, რომ ბავშვის ცნობიერებაში კლასიკური მუსიკისადმი სიყვარული ადრეულ ასაკში ჩაისახოს. პროგრამა თითოეულ მათგანს შესაძლებლობას მისცემს, ამ ჯადოსნურ სამყაროს ეზიაროს“, - აღნიშნა სოფიო ხუნწარიამ.

აღნიშნული პროექტი საორკესტრო, ინსტრუმენტული, ვოკალური მუსიკის ჩათვლით, მრავალფეროვან თემატიკას მოიცავს. თითოეულ ლექციას პროფესიონალი მუსიკოსები და მუსიკისმცოდნეები: ნანა კაცია, მიხეილ ქირია, ნინო ანანიაშვილი, ლაშა ბუღაძე, თამარ ლიჩელი, ირაკლი ევსტაფიშვილი, კოკა ნიკოლაძე, მირიან ხუხუნაიშვილი და ნინო ჟვანია გაუძღვებიან. თემატიკის შესაბამისად, ყოველი ლექცია-კონცერტი გამდიდრებული იქნება მუსიკალური ნომრებით პროფესიონალი მუსიკოსებისა და ნორჩი შემსრულებლების მონაწილეობით.

კლასიკური მუსიკის შემეცნებითი პროგრამის 2018/2019 აკადემიური წლის სეზონის ათივე კონცერტზე დასასწრებად, სპეციალური აბონემენტი მოქმედებს, რომლის შეძენა შესაძლებელია კონსერვატორიისა და თბილისის საკონცერტო დარბაზების სალაროებში. ასევე, ვებგვერდზე www.tkt.ge.

ავტოსაგზაო შემთხვევის დროს 5 ავტომანქანა დაზიანდა, არის მსხვერპლი

22 ოქტომბერი, 2018 , 11:55

თბილისი-რუსთავის მაგისტრალზე ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, ბმვ-ს მარკის ავტომობილმა თბილისი-რუთავის მიკროავტობუსს გადაასწრო და „მერსედესს“ შეეჯახა, რომელიც სხვა ავტომან

მთავრობა შემდეგი 10 წლის განმავლობაში საქართველოში მოქმედი ავტოპარკის 90%-ის ელექტრომობილებით ჩანაცვლებას გეგმავს

22 ოქტომბერი, 2018 , 11:55

მთავრობამ შეიმუშავა გეგმა, რომლის მიხედვითაც შემდეგი 10 წლის განმავლობაში საქართველოში მოქმედი ავტოპარკის 90% ჩანაცვლდება ელექტრომობილებით, - , განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ „მწვანე პოლიტი

საარჩევნო ბიულეტენების ბეჭდვის პროცესი დაიწყო

22 ოქტომბერი, 2018 , 10:45

საარჩევნო ბიულეტენების ბეჭდვის პროცესი დაიწყო. ამასთან დაკავშირებით ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (ცესკო) საინფორმაციო ბრიფინგი გაიმართა. როგორც ცესკოს პრეს-სპიკერმა ანა მიქელაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ბიულეტენები იბეჭ

მაია ბითაძე მოქალაქეებს მოუწოდებს, მუნიციპალური ქონება არ დააზიანონ

20 ოქტომბერი, 2018 , 17:10

თბილისის მერის მოადგილე მაია ბითაძე დედაქალაქში ნარჩენების სეპარირების დალუქული სტენდის დაზიანების ფაქტს ეხმაურება და მოქალაქეებს მოუწოდებს, მუნიციპალური ქონება არ დააზიანონ. როგორც მერს მოადგილე აცხადებს, მსგავსი მნიშვნ

EMC „კანაფის ლეგალიზაციის“ ფესტივალის ორგანიზატორებს პასუხისმგებლობისკენ და დამსწრეთა ინფორმირებისკენ მოუწოდებს

20 ოქტომბერი, 2018 , 16:40

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) გამოეხმაურა „დედაენის“ ბაღში დღეისთვის დაგეგმილ „კანაფის ლეგალიზაციის“ ფესტივალს. ორგანიზაციის განცხადებით, სოციალურ ქსელში ღონისძიების

ქორწინების 25 წლისთავი გვაქვს 17 ნოემბერს და მინდა რომ აქ აღვნიშნოთ - სანდრა რულოვსი

20 ოქტომბერი, 2018 , 16:20

საქართველოს ყოფილი პირველი ლედი ზუგდიდში ადგილობრივებს შეხვდა. სანდრა რულოვსმა მოსახლეობას არჩევნებში აქტიური მონაწილეობისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ ქვეყანაში აუცილებელია ცვლილებები. მიხეილ სააკაშვილის მეუღლემ აქვე იმ

ვიდეო გალერეა

შეტევა ტელეკომპანია `იბერიასა` და `ომეგა ჯგუფზე`