უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

22 თებერვალი, 2018 16:00
font-size

თბილისის მერის მოადგილე ლილოს მიუსაფართა თავშესაფარში იმყოფებოდა

თბილისის მერის მოადგილე სოფიო ხუნწარია და მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსი გელა ჩივიაშვილი, ლილოს მიუსაფართა თავშესაფარში იმყოფებოდნენ და არსებულ ვითარებას ადგილზე გაეცნენ.

თბილისის მერის მოადგილემ და საქალაქო სამსახურის უფროსმა თავშესაფრის საცხოვრებელი, სასადილო, სააბაზანო, სამრეცხაო, საშრობი ბლოკები და თავშესაფრის ბენეფიციართა მიერ შესრულებული ნამუშევრები დაათვალიერეს. ასევე, დაესწრნენ თავშესაფრის ბენეფიციართა გეგმიურ-პროფილაქტიკურ სამედიცინო გამოკვლევებს.

სოფიო ხუნწარიას განცხადებით, თბილისის მერია მიუსაფართა თავშესაფარში მცხოვრები მოქალაქეების რესოციალიზაციის მიმართულებით აქტიურად მუშაობს.

„გავიცანით საოცარი ადამიანები, რომლებიც აქ ცხოვრობენ. ისინი ძირითადად, შემოქმედებით არიან დაკავებული. მათ თავიანთი ხაზი და ნამუშევრები აქვთ. საოცარი ხელნაკეთი ნივთები აქვთ და ბუნებრივია, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მუნიციპალიტეტმა ასევე იფიქროს, თუ კიდევ რით შეიძლება შევუწყოთ ამ ადამიანებს ხელი, თუნდაც დასაქმებისა და არტ-თერაპიის კუთხით, რომელიც შეიძლება მათი შემოსავლის წყარო გახდეს“, - განაცხადა სოფიო ხუნწარიამ.

დღეისთვის, თავშესაფარში 117 მიუსაფარი პირი ცხოვრობს. ბენეფიციარები ორჯერადი სრულფასოვანი კვებით არიან უზრუნველყოფილი.

„გავესაუბრეთ მიუსაფართა თავშესაფრის ბენეფიციარებს და მათი საჭიროებებიდან გამომდინარე, მერია მაქსიმალურად შეეცდება, რომ მომავალში გაითვალისწინოს ის ცვლილებები, რაც ამ ადამიანებს მომსახურებასა და საზოგადოებაში მათი რესოციალიზაციის მიზნით სურთ“, - განაცხადა გელა ჩივიაშვილმა.

თბილისის მერიის კუთვნილი მიუსაფართა თავშესაფარი 2015 წლის დეკემბრიდან ფუნქციონირებს და ერთდროულად, 240 ბენეფიციარის მომსახურების საშუალება აქვს.

თბილისის მერიის ინფორმაციით, მიუსაფარი პირები თავშესაფარში პირველად ამბულატორიულ სამედიცინო მომსახურებას, მედიკამენტებს, პირადი მოხმარების ნივთებსა და ჰიგიენურ საშუალებებს 24 საათიან რეჟიმში იღებენ. მათ ხუთი სოციალური მუშაკი და საჭიროების მიხედვით, ფსიქოლოგი ემსახურება.

დღეს საქართველოში გლოვის დღეა

10 აპრილი, 2021 , 10:40

2021 წლის 7 აპრილს ტრაგიკულად დაღუპული, ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების ხსოვნის პატივსაცემად, დღეს საქართველოში გლოვის დღეა. მთავრობის განკარგულებით, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი

უკიდურესად დესტრუქციული ძალები მოქმედებენ წესების გარეშე და ემსახურებიან ყველაფრის ფასად ძალაუფლების ხელში ჩაგდების ძალიან საშიშ ამოცანებს - „საქართველოს მარადისობის დღის“ დაფუძნების ინიციატორები

9 აპრილი, 2021 , 14:40

„საქართველოს მარადისობის დღის“ დაფუძნების ინიციატორები განცხადებას ავრცელებენ. მათი შეფასებით, ქვეყანაში შექმნილი ვითარება საფრთხეს უქმნის ქართული სახელმწიფოს მომავალს, რის გამოც მოითხოვენ, „ხელისუფლება

ვხედავთ, რომ შეტევა ხორციელდება უწმინდესზე, ოჯახზე, სტუმარზე, ისტორიასა და ტრადიციაზე - გია გაჩეჩილაძე

9 აპრილი, 2021 , 14:40

მომღერალ გია გაჩეჩილაძის განცხადებით, საქართველოს პატრიარქზე, ილია მეორეზე შეტევა ხორციელდება. ამის შესახებ მან „ევროპის მოედანზე“ განაცხადა, სადაც მოქალაქეთა შეკრება იმართება. „ყელა ვხედავთ, რომ შეტევა

გთხოვთ, რომ სიჩუმით, სიდინჯით და ერთიანობით პატივი ვცეთ ამ დღეს - სალომე ზურაბიშვილი

9 აპრილი, 2021 , 12:45

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 9 აპრილის მემორიალთან მივიდა. "9 აპრილის გმირების მიმართ პატივისცემა არ გამოიხატება ტიტების მიტანით და მხოლოდ იმით, რომ აქ მოვდივართ ამ დღეს. გამოიხატება იმაში, თუ ჩვენ პატივს ვც

ჩემს გატაცებაზე ბრძანება კვირიკაშვილმა ნამდვილად გასცა, თუმცა ის ვერ იზამდა ამას ივანიშვილის ბრძანების გარეშე - აფგან მუხთარლი

9 აპრილი, 2021 , 12:32

ვფიქრობ, რომ ჩემს გატაცებაზე ბრძანება კვირიკაშვილმა ნამდვილად გასცა, თუმცა ის ვერ იზამდა ამას ივანიშვილის ბრძანების გარეშე - ამბობს აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, აფგან მუხთარლი, როემლიც გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე მ

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლინდა 430, სამეგელო-ზემო სვანეთში - 91, აჭარაში - 62

9 აპრილი, 2021 , 11:20

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლინდა 430, სამეგელო-ზემო სვანეთში – 91, აჭარაში – 62, – ინფორმაციას ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს. „Stopcov.ge-ზე გ