უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კომენტარი

19 ივნისი, 2019 15:00
font-size

თბილისის მერმა მნიშვნელოვანი ინიციატივა გააჟღერა - გიორგი ტყემალაძე

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე დედაქალაქის მერის, კახა კალაძის მიერ თბილისის მთავრობის სხდომაზე დღეს გაჟღერებულ ინიციატივას გამოეხმაურა, რომლითაც მნიშვნელოვანი სამშენებლო სამართალდარღვევები სისხლის სამართლის წესით დასჯადი ქმედება ხდება.

გიორგი ტყემალაძის განცხადებით, აღნიშნული ინიციატივა კიდევ უფრო მეტ პასუხისმგებლობას შესძენს ყველას.

„დარწმუნებულები ვართ, საქართველოს პარლამენტთან ერთად შემუშავდება ეფექტური კრიტერიუმები. ეს ინიციატივა, კიდევ უფრო მეტ პასუხისმგებლობას შეგვძენს ყველას, უფრო მეტად გავუფრთხილდებით თბილისს და კიდევ უფრო აქტიურად გავუმკლავდებით სამშენებლო მიმართულებით არსებულ გამოწვევებს,”- განაცხადა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ.

გიორგი ტყემალაძის თქმით, მიმდინარეობს კონკრეტულ წესებსა და ნორმებზე მუშაობა, რომლითაც შენობის ექსპლუატაციაში ჩაბარებამდე მასში ცხოვრება და იქ საქმიანობა აიკრძალება.

„დღეისათვის თბილისში რამდენიმე ასეული შენობაა, რომლებსაც სხვადასხვა ნაწილში სანებართვო პირობები დარღვეული აქვთ და არ აკმაყოფილებენ ექსპლუატაციაში მიღების პირობებს. სანებართვო კანონმდებლობის გამკაცრების პარალელურად, იმისთვის, რომ იმ მოსახლეობის ინტერესები არ დაზარალდეს, რომლებიც უკვე ცხოვრობენ ასეთ შენობებში, ერთჯერადი აქტით, მათი ექსპლუატაციაში მიღება მოხდება“, - განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ ამ გადაწყვეტილებას ქალაქისთვის დიდი წინგადადგმული ნაბიჯი უწოდა, რომლითაც მომავალში არასწორი განაშენიანების მაქსიმალური პრევენცია იქნება შესაძლებელი.

„ჩვენი გუნდის ძალისხმევით, თბილისის განვითარება სწორ რელსებზე გადავიდა და დარწმუნებული ვარ, განხორციელებული რეფორმებით, საკანონმდებლო ცვლილებებითა და მოქალაქეების მხარდაჭერით, თბილისი მოწესრიგებული, კომფორტული და განვითარებული ქალაქი იქნება,”- დასძინა გიორგი ტყემალაძემ.

ბრძოლა გრძელდება და ჩვენ რუსთავი 2-ს არავის არ დავანებებთ - გრიგოლ ვაშაძე

18 ივლისი, 2019 , 17:30

მე არასოდეს ეჭვი არ შემიტანია და არც ახლა ვაპირებ ევროპული სტრუქტურების გადაწყვეტილებებში ეჭვის შეტანას, მაგრამ ის, რომ ეს გადაწყვეტილება არ შეესაბამება საქართველოში დღეს შექმნილ რეალობას, ესეც ფაქტია. - ეს განცხადება &b

20 ივნისის ღამეს პარლამენტში მივედი, რომ არსებული სიტუაცია თავად მენახა, რომელიც ჩემთვის იყო ძალიან დამაბნეველი - გერმანიის ელჩი

18 ივლისი, 2019 , 16:00

20 ივნისის ღამეს პარლამენტში მივედი, რომ არსებული სიტუაცია თავად მენახა, რომელიც ჩემთვის იყო ძალიან დამაბნეველი, – ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩმა, ჰუბერტ ქნირშმა განაცხადა. „ვესაუბრე მედიის წარმომა

სამართლიანობის თემასთან დაკავშირებით კითხვები არ არსებობს - გია ვოლსკი

18 ივლისი, 2019 , 14:20

"რუსთავი 2"-ის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებას პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი ეხმაურება. ვოლსკის განცხადებით დადასტურდა ის, რომ სასამართლოს თემაზე კითხვები არ არსებობს. „სტრასბურ

ირაკლი ოქრუაშვილი ბიძინა ივანიშვილს: ბოროტება გახდი იმ ქვეყნისთვის სადაც ჩემმა შვილებმა მინდა, რომ იცხოვრონ

18 ივლისი, 2019 , 11:15

პოლიტიკური მოძრაობა “გამარჯვებული საქართველოს” ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი სოციალური ქსელით ეხმიანება მისი დაცვის უფროსის, კობა კოშაძის დაპატიმრების ფაქტს და ამის გამო  ბიძინა ივანიშვილს მიმართავს: “მ

რა უნდოდათ პარლამენტში ძალით რომ შედიოდნენ, თუ არა სახელმწიფო გადატრიალება - ბიძინა ივანიშვილი

17 ივლისი, 2019 , 15:45

რა უნდოდათ პარლამენტში ძალით რომ შედიოდნენ, თუ არა სახელმწიფო გადატრიალება, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა 20-21 ივნისს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განაცხადა

რუსული ბაზრის დაკეტვის მსურველები ქვეყნის მტრები არიან - ბიძინა ივანიშვილი

17 ივლისი, 2019 , 15:45

ისინი, ვინც მიგვანიშნებენ, რად გინდათ რუსული ბაზარი, აგერ არის უკრაინის და ევროპის ბაზარი, არიან უცოდინარები, უმეცრები, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტ

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილი ახალი მასშტაბური კორუფციული სქემის შესახებ საუბრობს