უკან

საზოგადოება

8 ნოემბერი, 2018 14:25
font-size

თბილისის მერმა მოსახლეობას ყოფილი იპოდრომის მიმდებარე ტერიტორიაზე დაგეგმილი პროექტის დეტალები გააცნო

ყოფილი იპოდრომის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მიწის ნაკვეთი, სადაც წლების წინ ჩოგბურთის კორტები არსებობდა, დედაქალაქს დაუბრუნდება. ტერიტორიაზე თბილისის მერია ახალ სპორტულ კომპლექსს მოაწყობს.

აღნიშნული გადაწყვეტილება დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ საბურთალოსა და ბახტრიონის ქუჩებს შორის, ყოფილი იპოდრომის მიმდებარე ტერიტორიაზე შეკრებილ მოსახლეობას პირადად გააცნო და ამ მიმართულებით დაგეგმილ ღონისძიებებზე ისაუბრა.

როგორც თბილისის მერმა განმარტა, აღნიშნული ტერიტორია 2009 წელს უცხოურმა კომპანიამ განაშენიანების მიზნით შეისყიდა. ტერიტორიის ადგილმონაცვლეობასთან დაკავშირებით კი, მფლობელებთან მოლაპარაკება თვეების განმავლობაში მიმდინარეობდა, რომელიც საბოლოოდ, შეთანხმებით დასრულდა.
„უცხოელ მესაკუთრესთან მოლაპარაკებები, დაახლოებით, ათი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. ტერიტორია, სადაც ადრე კორტები არსებობდა, 2009 წელს გასხვისდა. უცხოელ ინვესტორს აღნიშნული ნაკვეთის გარდა, ზემოთ ასევე, ჰქონდა მიწის ნაკვეთი, სადაც დღეს საავტომობილო გზა გადის, თუმცა მას საკუთრებაში არსებული ტერიტორია, ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე წაართვეს. ქალაქის განვითარების ინტერესები პრიორიტეტულია, მაგრამ როდესაც საქმე კერძო საკუთრებას ეხება, პირადად ჩემთვის და ჩვენი თანაგუნდელებისთვის, მისი ჩამორთმევა კატეგორიულად მიუღებელია. კომპანიასთან ადგილმონაცვლეობაზე მრავალთვიანი მოლაპარაკებები შეთანხმებით დასრულდა და ადგილი, სადაც ადრე სპორტული ინფრასტრუქტურა იყო განთავსებული, ქალაქს უბრუნდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა პროექტის დეტალებზეც ისაუბრა, რომლის განხორციელებაც, მისი თქმით, 2019 წლიდან დაიწყება. ამ ეტაპზე, საპროექტო სამუშაოები მიმდინარეობს.

„აღნიშნულ ტერიტორიაზე სპორტული ინფრასტრუქტურა - ჩოგბურთის კორტები, მინი საფეხბურთო მოედნები და თუ შესაძლებელი იქნება, საცურაო აუზიც მოეწყობა, რომლითაც, არა მხოლოდ ადგილობრივები, არამედ დედაქალაქის სხვადასხვა რაიონის მცხოვრებლები ისარგებლებენ. დღეს, რაც ყველაზე მეტად გვჭირდება ქალაქში, მწვანე სივრცეები, სკვერები, პარკები და სპორტული ინფრასტრუქტურაა“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

ყოფილი იპოდრომის მიმდებარე ტერიტორიაზე კახა კალაძესთან ერთად, მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი, საბურთალოს რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძე, თბილისის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი ვახტანგ შაქარიშვილი და ადგილობრივი მცხოვრებლები იმყოფებოდნენ.

ლევან იზორია - შემოდგომაზე აშშ-სთან თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის სამწლიანი ჩარჩო ხელშეკრულება გაფორმდება

21 მაისი, 2019 , 11:55

აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია პოლიტიკის საკითხებში აშშ-ის თავდაცვის მდივნის მოადგილეს, ჯონ რუდს შეხვდა. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის ს

კომუნიკაციების კომისიამ გლობალურ ინტერნეტზე ზედა ზღვრული ტარიფი დააწესა, 1 მბ/წმ ფასი 32 ლარიდან ცხრა ლარამდე შემცირდება

21 მაისი, 2019 , 11:45

კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ინფორმაციით, 2019 წლის პირველი ივლისიდან ერთ მბ/წმ ფასი 32 ლარიდან ცხრა ლარამდე შემცირდება. „კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ფიქსირებული და მობილური სატელეკომუნიკაციო ბაზრის კვლევ

ენდიაის კვლევა - მოქალაქეები პოლიტიკური პარტიების მიმართ ენთუზიაზმის ნაკლებობით გამოირჩევიან

21 მაისი, 2019 , 11:40

ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) და CRRC საქართველოს მიერ დღეს გამოქვეყნებული კვლევის შედეგები აჩვენებს, რომ ქვეყნის კურსის შეფასება რეკორდულად დაბალია, – ამის შესახებ ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის მიერ გავ

ტექნიკურ უნივერსიტეტში მომავალი აბიტურიენტებისთვის STEM-აკადემიის საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

20 მაისი, 2019 , 19:00

 „თქვენ იმყოფებით სივრცეში, რომლის ფართობიც 4 000 კვ.მეტრია და რომელიც სრულიად უნიკალური, ულტრათანამედროვე ტექნოლოგიებითა და პროგრამებით არის უზრუნველყოფილი. თქვენ შეგიძლიათ შექმნათ ახალი ეპოქა და ნუ გაუშვებთ

განსახლებულ დევნილებს სასოფლო-სამეურნეო საქმიანობისთვის გრანტები გადაეცემათ

20 მაისი, 2019 , 17:49

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო განსახლებულ დევნილთა ინტეგრაციის ხელშეწყობის საგრანტო პროგრამას იწყებს

საქართველოს ბანკის ახალი იპოთეკური შეთავაზება- „ჩემი პირველი სახლი“

20 მაისი, 2019 , 16:45

საქართველოს ბანკმა, ქვეყნის წამყვანმა ბანკმა, იპოთეკურ სესხზე ახალი  აქციის  დაწყების  შესახებ  განაცხადა. ის,  ვინც 2019 წლის 20 მაისიდან ისარგებლებს საქართველოს ბანკის