უახლესი ამბები
- 17.04.2021 18:2319 აპრილს, რიყეზე, ოპოზიციური პარტიების შეკრება გაიმართება
- 17.04.2021 17:40`ქართული ოცნება` თვლის, რომ საერთაშორისო ასპარეზზე ისეთივე ხრიკებით გავა ფონს, რომლითაც საშინაო პოლიტიკაში ცდილობს გადარჩენას - გრიგოლ გეგელია
- 17.04.2021 17:05როგორი ამინდი იქნება საქართველოში 18-19 აპრილს
- 17.04.2021 17:05დადგა დრო, აშშ-სა და ევროკავშირს ივანიშვილისთვის სანქციების დაწესების მოთხოვნით მივმართოთ - შალვა ნათელაშვილი
- 17.04.2021 17:05ათასგვარი ბინძური კამპანიაა აგორებული ჩვენი მისამართით და უნდა დავიცვათ თავი ამ ყველაფრისგან - ვარლამ გოლეთიანი
- 17.04.2021 17:05რა დავაშავეთ, რომ ასეთ სიგიჟეს გვაყურებინებენ - ნიკოლოზ მჭედლიშვილი
- 17.04.2021 16:40მივესალმები, რომ „ქართული ოცნების“ ლიდერებმა იმ ენაზე დაიწყეს საუბარი რა ენითაც გახარიას გუნდის წევრებმა პარტიიდან წამოსვლის მიზეზები ახსნეს - კახა ქემოკლიძე
- 17.04.2021 16:40აზიის განვითარების ბანკის ყოველწლიური შეხვედრა წელსაც ვირტუალურ ფორმატში გაიმართება
- 17.04.2021 15:55უმნიშვნელოვანესი იყო სავალუტო ფონდის პროგრამის მხარდაჭერა საქართველოსათვის ამბიციური რეფორმების განხორციელების პროცესში - ლაშა ხუციშვილი
- 17.04.2021 15:55ახლა, როცა „ქართულმა ოცნებამ“ გადადგა გადამწყვეტი ნაბიჯი, მოვუწოდებ ყველა პოლიტიკურ პარტიას, რომელიც პარლამენტს ბოიკოტს უცხადებს, გამოიჩინეთ ანალოგიური სიმამაცე და მოაწერეთ ხელი დოკუმენტს - მარინა კალიურანდი
არქივი
საზოგადოება


თბილისის მერმა ქართველ და გერმანელ სტუდენტებს ლექცია წაუკითხა და მუნიციპალური ავტობაზა დაათვალიერებინა
თბილისის მერმა დავით ნარმანიამ საერთაშორისო საზაფხულო სკოლის „ინტერკულტურული მენეჯმენტის კომპეტენციები“ ფარგლებში, ქართველ და გერმანელ სტუდენტებს ლექცია წაუკითხა.
თბილისის მერიის ინფორმაციით, ლექციის ძირითადი თემა EBRD - სა და საქართველოს შორის ურთიერთობა იყო. კერძოდ ყურადღება ძირითადად ტრანსპორტის სისტემაზე გამახვილდა.
თბილისის მერმა სტუდენტები მუნიციპალურ ავტობაზაზეც დაპატიჟა და მათთან ერთად ახალი, MAN-ის მარკის ავტობუსით იმგზავრა.
სტუდენტებმა ადგილზე დაათვალიერეს ახალი, თანამედროვე 6 ჰა ტერიტორიაზე განთავსებული ავტობაზა და იქ არსებულ სიახლეებს გაეცნენ.
თბილისის მერის დავით ნარმანიას განცხადებით, სტუდენტებისთვის გამოცდილების გაზიარება ძალიან მნიშვნელოვანია.
„საზაფხულო სკოლის ფარგლებში ქართველ და გერმანელ სტუდენტებს წავუკითხე ლექცია EBRD საქართველოს ურთიერთობაზე, რომელიც კონკრეტულად ჩვენი მუნიციპალური ტრანსპორტის სისტემასა და ახალი ავტობუსების პროექტს ეხება. ასევე გვქონდა საუბარი ევროკავშირის თანადაფინანსებაზე გარემოსდაცვითი პროგრამიდან, რომლითაც ახალი მუნიციპალური ავტობუსების პროექტის თანადაფინანსება მოხდა. შემდეგ სტუდენტები ადგილზე გაეცნენ ჩვენს ახალ ავტობაზას, სადაც ავტობუსებია განთავსებული. როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული ნაწილი მათთვის ძალიან საინტერესო იყო და გვიხარია, რომ სტუდენტებს ჩვენს გამოცდილებას ვუზიარებთ“,- განაცხადა დავით ნარმანიამ.
თბილისის მერი დავით ნარმანია, თავად არის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გახსნილი საერთაშორისო საზაფხულო სკოლის „ინტერკულტურული მენეჯმენტის კომპეტენციები“ ხელმძღვანელი.
საკვანძო სიტყვები:
„არა ნამახვანჰესს“ – მთავრობის კანცელარიასთან 24 საათიანი აქციები დაიწყო
17 აპრილი, 2021 , 19:59

როგორი ამინდი იქნება საქართველოში 18-19 აპრილს
17 აპრილი, 2021 , 17:05

რა დავაშავეთ, რომ ასეთ სიგიჟეს გვაყურებინებენ - ნიკოლოზ მჭედლიშვილი
17 აპრილი, 2021 , 17:05

უმნიშვნელოვანესი იყო სავალუტო ფონდის პროგრამის მხარდაჭერა საქართველოსათვის ამბიციური რეფორმების განხორციელების პროცესში - ლაშა ხუციშვილი
17 აპრილი, 2021 , 15:55

“არა ნამოხვანჰესს!” - ლონდონში რიონის ხეობის მცველების მხარდამჭერი აქცია გაიმართა
17 აპრილი, 2021 , 15:09

მაჭავარიანის ქუჩის ქვემოთ განვითარებული მეწყრის ნაპრალი - თეა გოდოლაძე ახალ ფოტოს ავრცელებს
17 აპრილი, 2021 , 15:04