უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი


საზოგადოება

13 ოქტომბერი, 2017 17:10
font-size

თბილისის მერობის კანდიდატების წინასაარჩევნო ხედვებისა და მათი ფინანსური შეფასების პრეზენტაცია გაიმართა

აღმოსავლეთ ევროპის მრავალპარტიული დემოკრატიის ცენტრმა დღეს თბილისის მერობის კანდიდატების წინასაარჩევნო ხედვებისა და მათი ფინანსური შეფასების პრეზენტაცია გამართა.

2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე თბილისის მერობის კანდიდატების მიერ საკუთარი წინასაარჩევნო ხედვების უკეთ ფორმირების წახალისებისა და მათი საზოგადოებისათვის მოსახერხებელი ფორმით მიწოდების მიზნით, აღმოსავლეთ ევროპის მრავალპარტიული დემოკრატიის ცენტრმა (EECMD) თბილისის მერობის კანდიდატებს შესთავაზა ქვეყნისათვის მნიშვნელოვან პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სოციალურ საკითხებზე მოკლე პასუხების გაცემა.

„დაპირებების რაოდენობა, რომელთა ეკონომიკური ანალიზი არის შეუძლებელი, ძალიან დიდია. ჩვენ ყველა კანდიდატს ვთხოვეთ კითხვარების შევსება, რათა მოგვეხდინა მათი ანალიზი. ყველაზე მეტი პასუხესმგებლობით კითხვარები შეავსო სამმა კანდიდატმა. ესენი არიან კახი კალაძე, ელენე ხოშტარია და თენგიზ შერგელაშვილი“, - განაცხადა აღმოსავლეთ ევროპის მრავალპარტიული დემოკრატიის ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ცუცქირიძემ.

არჩევნებში მონაწილე თბილისის მერობის კანდიდატების პასუხები განთავსებულია განახლებულ ვებ-გვერდზე. www.partiebi.ge-ის საშუალებით, მომხმარებელს შეუძლია გაეცნოს ცალკეული პოლიტიკური პარტიების/ბლოკების და კანდიდატების ხედვებს და თემატურად შეადაროს ისინი ერთმანეთს.

ამასთან, თითოეული კანდიდატის წინასაარჩევნო დაპირებები ეკონომიკური პოლიტიკის ექსპერტებმა შეაფასეს.

ნინო ლომჯარიას თქმით, წლევანდელ არჩევნებში გამოიკვეთა ყველა კანდიდატისთვის დამახასიათებელი ტენდენცია: „რაც შეგვიძლია გამოვყოთ არის ის რომ წინა არჩევნებისგან განსხვავებით, ახლა ყველა კანდიდატის აქცენტი კეთდება ეკოლოგიურ თემებზე. სხვა პრიორიტეტებზე საუბრის დროსაც კი, ისინი ისევ ეკოლოგიის თემას უბრუნდებიან. მაგალითად, როგორ მოაგვარებს ტრანსპორტის მოძრაობის მოწესრიგება, ეკოლოგიის პრობლემას“.

ღონისძიებას თბილისის მერობის კანდიდატები, პოლიტიკური პარტიების ლიდერები, დიპლომატიური კორპუსის, ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ვებ-გვერდი ხელმისაწვდომია ქართულ, სომხურ, აზერბაიჯანულ და ინგლისურ ენებზე. იგი ასევე ადაპტირებულია უსინათლო და სმენადაქვეითებული ადამიანებისთვის.

www.partiebi.ge EECMD-ის პროექტია, რომელიც 2012 წლიდან ხორციელდება. აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის (EECMD) ნიდერლანდების მრავალპარტიული დემოკრატიის ინსტიტუტის (NIMD) რეგიონული წარმომადგენლობის ბაზაზე შეიქმნა და აგრძელებს მის საქმიანობას.

პროექტის ფინანსური მხარდამჭერია ჰოლანდიის საელჩო საქართველოში.

ქართველმა და გერმანელმა ადვოკატებმა მედიაციის საკითხებზე იმსჯელეს

18 ოქტომბერი, 2017 , 21:56

"საქართელოს ადვოკატთა ასოციაციის“, „გერმანიის ადვოკატთა ფედერალური პალატისა“ და „საერთაშორისო სამართლებრივი თანამშრომლობის ფონდის“ ორგანიზებით, თბილისში კონფერენცია - „მედიაცია გერმანი

რუსთავში სატვირთო ავტომანქანა მოზარდს დაეჯახა

18 ოქტომბერი, 2017 , 17:50

რუსთავში, მე-19 მიკრორაიონში სატვირთო ავტომანქანა მოზარდს დაეჯახა. ინფორმაციას რუსთავის მერიის პრესსამსახურის წარმომადგენელი, ირაკლი დანელია სოციალურ ქსელში ავრცელებს. ,,ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ცოტა ხნის წინ რუსთავში

თბილისის ეფექტიანი მართვისა და მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდის მიზნით კახა კალაძე ინოვაციური ელექტრონული პროგრამების დანერგვას გეგმავს

18 ოქტომბერი, 2017 , 17:50

„ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მერია არ იყოს ბიუროკრატიული მმართველი ორგანო, პირიქით, ის უნდა იყოს თანამედროვე და ინოვაციური“. - აღნიშნული განცხადება კახა კალაძემ თბილისის მართვის პოლიტიკის პრეზენტაციისა

21 ოქტომბერი უქმე დღეა

18 ოქტომბერი, 2017 , 17:40

2017 წლის 21 ოქტომბერს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის არჩევნები გაიმართება. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცესკო) ამომრჩევლებსა და საა

მშენებლობის ნებართვის გაცემისას ეკოლოგიური სტანდარტისა და გზების გამტარუნარიანობის გათვალისწინება აუცილებელი იქნება - კახა კალაძე

18 ოქტომბერი, 2017 , 17:05

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატმა, კახა კალაძემ, მართვის პოლიტიკის პრეზენტაციისას დედაქალაქში ურბანული განვითარების მნიშვნელობაზე კიდევ ერთელ ისაუბრა და განაცხადა, რომ მშ

მერიის გამართული მუშაობისთვის აუცილებელია ინსტიტუციური, ტექნოლოგიური, სამართლებრივი და საკადრო რეფორმა - კახა კალაძე

18 ოქტომბერი, 2017 , 17:05

„მერიის გამართული და ეფექტიანი მუშაობისთვის აუცილებელია ინსტიტუციური, ტექნოლოგიური, სამართლებრივი და საკადრო რეფორმების გატარება, კანონმდებლობისა და მოქმედი რეგულაციების ქალაქის განვითარების ინტერესებთან ადაპტირება

ვიდეო გალერეა

ინტერვიუ ვანიჩკასთან - ნატო ჩხეიძე