უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

30 აპრილი, 2018 11:15
font-size

თბილისის მეტრო, შესაძლოა, 3 მაისს გაჩერდეს

მეტროში არსებული ალტერნატიული პროფკავშირი - “ერთობა 2013” მეტროს სადგურ „რუსთაველთან“ პრესკონფერენციას მართავს.

პროფკავშირის ცნობით, გარდა სიტუაციის მიმოხილვისა, ისინი საჯაროდ დააანონსებენ გაფიცვის თარიღს და მოსახლეობას ფლაერების საშუალებით გააცნობენ ქალაქის შესაძლო პარალიზების დროს. პროფკავშირი შრომის, ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სამინისტროში განცხადებასაც შეიტანს, რათა კანონიერი გაფიცვის შესაბამისი ყველა პროცედურა დაიცვან,

„ერთობა 2013“ მეტროს მემანქანეთა თითქმის სრულ უმრავლესობას მოიცავს, შესაბამისად, გაფიცვის დაწყების შემთხვევაში, დაიკეტება ყველა მეტროს სადგური. მოგეხსენებათ, მეტროში მედიაციის პროცესი ფაქტობრივად დასრულდა. სამმხრივი შეხვედრების შემდეგ, სატრანსპორტო კომპანიისა და მერიისგან პასუხი ერთია - ხელფასების მატება ვერ მოხდება! „ერთობა 2013“-ის წევრებს სხვა აღარაფერი დარჩათ, გარდა გაფიცვისა.

ხელფასების მატება მეტროში 2013 წლიდან არ მომხდარა. მემანქანეების მოთხოვნა, საათობრივი ანაზღაურების 7 ლარიდან 10 ლარამდე გაზრდაზე, გამოწვეულია ქვეყანაში არსებული მძიმე ეკონომიკური ფონითა და მეტროში არსებული მძიმე სამუშაო პირობებით“- აცხადებს “ერთობა 2013”.

მეტროს თანამშრომლები ამბობენ, რომ უკან დახევას არ აპირებენ, რადგან 2016 წლიდან კომპანიისგან მხოლოდ დაპირებებს იღებენ.

თბილისის მეტრო, შესაძლოა, 3 მაისს გაჩერდეს.

ცირა გურგენიძე

საკვანძო სიტყვები:

იარე ასე ამაყად, ეს დროშა მუდამ მაღლა გეჭიროს! – პრეზიდენტი

19 აპრილი, 2024 , 15:56

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს, სადაც აქციის მონაწილე ახალგაზრდა საქართველოს დროშით მოაბიჯებს და წერს: “მომავლის და საკუთარი თავის, რომ სჯერა ადამიანს, მისთვის  შეუძ

20-22 აპრილს საქართველოს ზოგიერთ რაიონში სითბოს ფონზე ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი

19 აპრილი, 2024 , 15:14

გარემოს ეროვნული სააგენტო 20-22 აპრილს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას. სინოპტიკოსების ცნობით, 20-22 აპრილს საქართველოს ზოგიერთ რაიონში სითბოს ფონზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. 20

პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღესაც გაიმართება

18 აპრილი, 2024 , 17:18

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან, 19:00 საათზე აქცია - „არა რუსულ მთავრობას - არა რუსულ კანონს“ ისევ ჩაინიშნა. აღნიშნულის შესახებ განცხადებას აქციის ორგანიზატორები ავრცელებენ. „პროტესტი არ უნდა შე

კარგი გულიანი ნაცემი ვარ - ალეკო ელისაშვილი

18 აპრილი, 2024 , 13:06

პარტია „მოქალაქეების" ლიდერის, დეპუტატ ალეკო ელისაშვილის განცხადებით, „გულიანი ნაცემია", მათ შორის აქვს ნეკნის მოტეხილობა. მთავრობის ადმინისტრაციასთან წუხელ გამართულ აქციაზე განვითარებული მოვლენების

თბილისში ავარიული საცხოვრებელი კორპუსები კიდევ ორ მისამართზე ჩანაცვლდება

17 აპრილი, 2024 , 13:38

თბილისის მუნიციპალიტეტი ავარიული სახლების სრულ დემონტაჟს კიდევ ორ მისამართზე განახორციელებს და მათ ნაცვლად, თანამედროვე სტანდარტების მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსებს ააშენებს, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა

პირდაპირ ჩემ სახეზე გაატარეთ აწი ევროპა - აქციაზე დაშავებული ლევან ბუდაღაშვილი

17 აპრილი, 2024 , 12:14

16 აპრილს პარლამენტთან აქციაზე დაშავებული ლევან ბუდაღაშვილი სოციალურ ქსელში ფოტოს აქვეყნებს, რომელზეც ჩანს დაშლის დროს რა დაზიანებები მიიღო. ის ამჟამად ბოკერიას სახელობის კლინიკაშია მოთავსებული. გთავაზობთ პოსტს უცვლელად:

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი