უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

21 მარტი, 2018 16:25
font-size

„თბილისის მიკროავტობუსის“ განცხადებით, ტექდათვალიერების გავლის საბუთის გარეშე არც ერთი მიკროავტობუსი არ დაიშვება სამუშაოდ

თბილისის მიკროავტობუსის“ განცხადებით, ტექდათვალიერების გავლის საბუთის გარეშე არც ერთი მიკროავტობუსი არ დაიშვება სამუშაოდ. კომპანიამ ეს განცხადება სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის საპასუხოდ გაავრცელა.

“იმის გამო, რომ რამდენიმე დღის წინა სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა გაავრცელა ქალაქ თბილისის მასშტაბით ავტოტრანსპორტის გამონაბოლქვით გამოწვეული ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების შემცირების ეფექტიანობის აუდიტის ანგარიში გარკვეული ცდომილებით, კომპანია “თბილისის მიკროავტობუსი“ მოხვდა საყოველთაო ინტერესის ქვეშ, რის გამოც გვიწევს აღნიშნული განცხადების გავრცელება.

მოგახსენებთ, რომ აუდიტის სამსახურს, როდესაც ის საუბრობს მიკროავტობუსების მიერ ტექდათვალიერების გავლის შესახებ, საანგარიშოდ აღებული აქვს ექვს თვიანი მონაკვეთი, რაც არასწორია, რადგან ყველა სატრანსპორტო საშუალებას, რომელიც ემსახურება „თბილისის მიკროავტობუსს“, ტექნიკური დათვალიერების გავლა უწევს ინდივიდუალურად. შესაბამისად, აღნიშნულ საანგარიშოდ გამოყენებულ ექვს თვეში ბუნებრივია, ათას რვაასი მიკროავტობუსიდან, რომელიც ემსახურება დედაქალაქს, ყველას არ ექნებოდა გავლილი ტექდათვალიერება. თუკი აუდიტის სახელმწიფო სამსახური, ორივე ექვსი თვის მონაცემებს დააჯამებდა, რომელიც მას ასევე სახელმწიფო უწყებიდან-აკრედიტაციის ეროვნული ცენტრიდან უნდა მიეღო, ტექდათვალიერება გავლილი სამარშუტო ტაქსების ციფრი იქნებოდა ადეკვატური. აუდიტის სახელმწიფო სამსახურს კორექტირებისთვის აღნიშნული ანგარიში კომპანიისთვის არ გადმოუგზავნია.

იმისთვის, რომ არ შევიყვანოთ მომხმარებელი შეცდომაში, განვმარტავთ: კანონით დადგენილი წესით მიკროავტობუსებს ტექდათვალიერების გავლა უწევთ წელიწადში ორჯერ, ექსვთვიანი ინტერვალით, ყველა მიკროავტობუსისთვის ეს პერიოდი ინდივიდუალურია, (მაგალითად თუ ერთს ტექდათვალიერების გავლა უწევს 1 ივნისს, შესაძლებელია სხვა მიკროავტობუსს მოუწიოს 15 დეკემბერს). იმ შემთხვევაში, თუ თქვენ დააჯამებთ აუდიტის მიერ მიღებულ ციფრებს, მიხვდებით, რომ რეალურად ყველა მიკროავტობუსს, რომელიც ემსახურებოდა იმ მომენტისთვის მომხმარებელს, ტექდათვალიერება გავლილი ჰქონდა. მოგახსენებთ ასევე იმასაც, რომ თბილისის მიკროავტობუსის მფლობელობაში ორი ათასზე მეტი მიკროავტობუსია, ხოლო დედაქალაქს ემსახურება ათას რვაასი სატრანსპორტო საშუალება, რეზერვში მყოფ მიკროავტობუსებს, რომელიც რეალურად არ გამოდის ხაზზე სამუშაოდ და არ ემსახურება მგზავრთა გადაყვანას, შესაძლებელია არ ჰქონდეს ტექდათვალიერება გავლილი, მაგრამ არც ერთი მიკროავტობუსი, რომელიც ხაზზე მუშაობს და გადაჰყავს მომხმარებელი, არ დაიშვება სამუშაოდ ტექდათვალიერების გავლის საბუთის გარეშე, რაც კომპანია თბილისის მიკროავტობუსის მონიტორინგის სამსახურის მიერ მკაცრად კონტროლდება. გარდა ამისა, ასევე მოგახსენებთ იმასაც, რომ ტექნიკური ხარვეზის არსებობის შემთხვევაში, მძღოლს ეძლევა ასევე კანონით დადგენილი ერთ თვიანი ვადა ხარვეზის აღმოსაფხვრელად.

მოგახსენებთ იმასაც, რომ ავტოპარკის განახლებას კომპანია „თბილისის მიკროავტობუსის მიერ ხდება მუდმივად, იმ შემთხვევაში თუ სატრანსპორტო საშუალებას აქვს იმ ტიპის ტექნიკური გაუმართაობა, რომელიც მას ხდის ექსპულატაციისთვის უვარგისს, ხდება მისი ჩანაცვლება სხვა სატრანსპორტო საშუალებით, რომელიც ასევე გადის ტექ.დათვალიერებას ხაზზე სამუშაოდ გასვლამდე,“-ნათქვამია განცხადებაში.

კომპანია აცხადებს, რომ იზიარებს ზოგადად ქვეყანაში ჰაერის დაბინძურების კუთხით არსებულ პრობლემას და კომპანიის კუთვნილი ათას რვაასამდე მიკროავტობუსის გამართული მუშაობისთვის, გააკეთებს ყველაფერს, რაც ნაკლებ ზიანს მიაყენებს გარემოს. ის, ასევე, მოუწოდებს მედიასაშუალებებს თავი შეიკავონ მცდარი ინფორმაციის გავრცელებისგან.

შპს ,,თბილისის მიკროავტობუსს“, რომელიც 2011 წელს დაარსდა, ოცი წლის ვადით ქ.თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში მგზავრთა გადაყვანის ნებართვა აქვს მოპოვებული.

ცირა გურგენიძე

საკვანძო სიტყვები:

პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღესაც გაიმართება

18 აპრილი, 2024 , 17:18

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან, 19:00 საათზე აქცია - „არა რუსულ მთავრობას - არა რუსულ კანონს“ ისევ ჩაინიშნა. აღნიშნულის შესახებ განცხადებას აქციის ორგანიზატორები ავრცელებენ. „პროტესტი არ უნდა შე

კარგი გულიანი ნაცემი ვარ - ალეკო ელისაშვილი

18 აპრილი, 2024 , 13:06

პარტია „მოქალაქეების" ლიდერის, დეპუტატ ალეკო ელისაშვილის განცხადებით, „გულიანი ნაცემია", მათ შორის აქვს ნეკნის მოტეხილობა. მთავრობის ადმინისტრაციასთან წუხელ გამართულ აქციაზე განვითარებული მოვლენების

თბილისში ავარიული საცხოვრებელი კორპუსები კიდევ ორ მისამართზე ჩანაცვლდება

17 აპრილი, 2024 , 13:38

თბილისის მუნიციპალიტეტი ავარიული სახლების სრულ დემონტაჟს კიდევ ორ მისამართზე განახორციელებს და მათ ნაცვლად, თანამედროვე სტანდარტების მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსებს ააშენებს, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა

პირდაპირ ჩემ სახეზე გაატარეთ აწი ევროპა - აქციაზე დაშავებული ლევან ბუდაღაშვილი

17 აპრილი, 2024 , 12:14

16 აპრილს პარლამენტთან აქციაზე დაშავებული ლევან ბუდაღაშვილი სოციალურ ქსელში ფოტოს აქვეყნებს, რომელზეც ჩანს დაშლის დროს რა დაზიანებები მიიღო. ის ამჟამად ბოკერიას სახელობის კლინიკაშია მოთავსებული. გთავაზობთ პოსტს უცვლელად:

ლევან იოსელიანმა აქციაზე დაკავებულები მოინახულა

17 აპრილი, 2024 , 11:34

ზაჰესის იზოლატორში შემოყვანილია ექვსი პირი, დღეს მოვინახულე ისინი, ორი მათგანი მიუთითებს ფიზიკურ დაზიანებებზე, რაზეც ახსნა-განმარტებას ართმევს ჩვენი წარმომადგენელი და შესაბამისად, ამ ინფორმაციას გადავუგზავნით სპეციალურ ს

საქართველომ სპორტზე თხრობის პირველ ფორუმს უმასპინძლა

16 აპრილი, 2024 , 18:16

საქართველოში სპორტზე თხრობის პირველი ფორუმი გაიმართა. ორდღიანი ღონისძიება EUROPOP-ის ორგანიზებით თბილისში, “Factory Tbilisi-ს“ ტერიტორიაზე მოეწყო. ევროპოპის ფორუმის მომხსენებლები იყვნენ სპორტის სხვადასხვა სფე

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი