უკან
უახლესი ამბები
- 23.04.2024 17:34კონტრაქცია ნიშნავს, რომ „ქართული ოცნების“ ბოლო ჟამია - სოფო ჯაფარიძე
- 23.04.2024 17:26კანონზე მსჯელობენ პოლიტიკური პარტიები პარლამენტში და არა ვიღაც გარედან, თუნდაც პარტნიორი, ოპოზიციამ კეთილი უნდა ინებოს და დაამტკიცოს, რომ კანონი არ არის კარგი - ირაკლი კობახიძე
- 23.04.2024 17:21ბიზნესი მხარს უჭერს „ქართულ ოცნებას“, ხელისუფლებას, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი უმთავრესი მიღწევა ამ ქვეყანაში არის ბიზნესის რეკეტის ერთხელ და სამუდამოდ დასრულება - ირაკლი კობახიძე
არქივი
პოლიტიკა
9 სექტემბერი, 2017 14:01
თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა საკრებულოს დასამტკიცებლად სავარაუდოდ, ორ კვირაში წარედგინება
თბილისის მერის დავით ნარმანიას განცხადებით, დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა საკრებულოს დასამტკიცებლად სავარაუდოდ, ორ კვირაში წარედგინება.
როგორც დავით ნარმანიამ ჟურნალისტებს განუცხადა, ამ დროისთვის დოკუმენტში სხვადასხვა უწყებების მხრიდან შემოსული შენიშვნების და წინადადებების გათვალისწინება მიმდინარეობს.
„გენერალურ გეგმაში, ამ ეტაპზე, სხვადასხვა სამინისტროების, უწყებებისა და ექსპერტების მხრიდან მიღებული შენიშვნების და წინადადებების გათვალისწინება მიმდინარეობს. ჯგუფი, შემოსული შენიშვნებისა და წინადადებების ასახავს გენერალური გეგმის დოკუმენტში დაახლოებით ორ კვირაში დაასრულებს, რომლის შემდეგაც, ვფიქრობ, რომ წარვადგენთ დედაქალაქის საკრებულოში’’, - განაცხადა დავით ნარმანიამ.
ნინო ექვთიმიშვილი