უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

27 თებერვალი, 2020 16:15
font-size

თბილისის ოლიმპიური სასახლის ახალი დარბაზის სამშენებლო სამუშაოები იწყება

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ და კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა პაატა გურასპაულმა ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს.

პრესკონფერენციის თემა 2021 წლის ევროპის საკალათბურთო ჩემპიონატისთვის ახალი სპორტის სასახლის მშენებლობა იყო.

შალვა გოგოლაძის თქმით, 10 000 მაყურებელზე გათვლილი სპორტული დარბაზის მშენებლობა უახლოეს პერიოდში დაიწყება და კომპლექსი სრულად დააკმაყოფილებს კალათბურთის საერთაშორისო ფედერაციის მოთხოვნებს. პრესკონფერენციას ასევე ესწრებოდნენ სპორტის განვითარების დეპარტამენტის უფროსი ირაკლი დოლაბერიძე და კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი ვლადიმერ ბოისა.

„საქართველოს მთავრობის დღევანდელ სხდომაზე მიღებულ იქნა უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება, რომლის მიხედვით 2021 წლის ევრობასკეტისთვის ახალი სპორტის სასახლის მშენებლობა უახლოეს პერიოდში დაიწყება. კომპლექსის მთავარი ნაწილი - სპორტული დარბაზი 10 000 მაყურებელს დაიტევს და სრულად დააკმაყოფილებს კალათბურთის საერთაშორისო ფედერაციის მოთხოვნებს. მშენებლობის დასრულების შემდეგ, მივიღებთ ერთმანეთთან ინფრასტრუქტურულად დაკავშირებულ, თანამედროვე სტანდარტების მრავალსივრციან და მულტიფუნქციურ სპორტულ კომპლექსს, სადაც ტურნირის საშეჯიბრო ნაწილი გაიმართება ახალ აშენებულ დარბაზში, ხოლო უკვე არსებული ოლიმპიური სასახლის სივრცეები უშუალოდ შეჯიბრების გამართვის დროს გამოყენებული იქნება საწვრთვნელ-სავარჯიშო პროცესისთვის. ევრობასკეტის დასრულების შემდეგ, კომპლექსის ტერიტორიაზე შეიქმნება ახალი სპორტული კერა, რომელიც საშუალებას მოგვცემს სპორტის სხვადასხვა სახეობაში ვუმასპინძლოთ მასშტაბურ საერთაშორისო ტურნირებს",-განაცხადა შალვა გოგოლაძემ.

უნივერსიტეტის ქუჩაზე მდებარე თბილისის ოლიმპიური სასახლის ახალი დარბაზის სამშენებლო სამუშაოების წინა მოსამზადებელი ეტაპი უკვე დაწყებულია. პროექტის ჯამური ღირებულება 71 მილიონი ლარია, საიდანაც 50 მილიონი ლარი მიმდინარე წლის, ხოლო 21 მილიონი - მომავალი წლის ბიუჯეტიდან გამოიყოფა.

სპორტულ კომპლექსში საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი 3 დარბაზი აშენდება, რაც სპორტის სხვადასხვა სახეობაში მნიშვნელოვანი საერთაშორისო ტურნირების მასპინძლობის შესაძლებლობას იძლევა. მშენებლობა 2021 წლის ივნისში დასრულდება.

როგორც პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, 2021 წელს კალათბურთის ევროპის ჩემპიონატის ჯგუფის მატჩების მასპინძლობა ძალიან მნიშვნელოვანია როგორც სპორტული, ასევე ტურიზმის განვითარების თვალსაზრისით. მისი თქმით, ევროპის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ კი, თბილისს ახალი მულტიფუნქციური სპორტული ინფრასტრუქტურა დარჩება.

კალათბურთში 2021 წლის ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მატჩები თბილისში 2-19 სექტემბერს გაიმართება.

ინფიცირებული 6 ახალი პაციენტის დაინფიცირების წყარო ცნობილია - მარინა ეზუგბაია

30 მარტი, 2020 , 11:50

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებული 6 ახალი პაციენტის დაინფიცირების წყარო ცნობილია. „დღეს დილით მონაცემებით გაქვს 97 დადასტურებული შემთხვ

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენოა 98-მდე გაიზარდა

30 მარტი, 2020 , 11:50

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 98-მდე გაიზარდა. მონაცემები ვებგვერდ StopCov.ge-ზე განახლდა. ინფიცირებულთა შორის უკვე გამოჯანმრთელდა 18 პაციენტი. ამ დროისთვის კარანტინის რეჟიმში 4 978 ადამიანი, ხოლო სტაცი

აბონენტების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

30 მარტი, 2020 , 10:45

ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების გამო, დღეს, 30 მარტს გლდანის, საბურთალოსა და სამგორის რაიონებში აბონენტების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს. გლდანის რაიონი &ndas

პრაქტიკოს მასწავლებელთა და მასწავლებლობის მსურველთა რეგისტრაცია იწყება

30 მარტი, 2020 , 10:45

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო პრაქტიკოსი მასწავლებლებისა და მასწავლებლობის მსურველთა რეგისტრაციას იწყებს. განათლების სამინისტროს ინფორმაციით, საგნის გამოცდის, ასევე საგნობრივი და პრ

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 97-მდე გაიზარდა

30 მარტი, 2020 , 10:45

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 97-მდე გაიზარდა. Stopcov.ge-ს ინფორმაციით, მათგან გამოჯანმრთელებულია 18 ადამიანი. ამ დროისთვის კარანტინში იმყოფება საქართველოს - 4876 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეო

მომდევნო კვირების განმავლობაში საქართველო კორონავირუსის გავრცელების თვალსაზრისით თანდათან გადავა ე.წ. კრიტიკულ ფაზაში და ამ პერიოდში განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო - ამირან გამყრელიძე

30 მარტი, 2020 , 10:45

საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე მოქალაქეებს მოუწოდებს, დაიცვან ყველა ის რეკომენდაცია, რომლებიც კორონავირუსთან დაკავშირებით შესაბამისი უწყებების მიერ გაიცემა, მაქსიმალურად