უახლესი ამბები
- 22.09.2023 18:04ნათია თურნავა გერმანიის ელჩთან შეხვედრის შესახებ - საქართველო, ჩვენი საფინანსო სისტემა და ეროვნული ბანკი საერთაშორისო ვალდებულებების ერთგულნი ვრჩებით
- 22.09.2023 17:53უმრავლესობას უნდა მივმართო - რას უკრავთ ტაშს, რომ 30-ზე მეტი ადამიანი დაგვეღუპა? - სალომე სამადაშვილი
- 22.09.2023 17:31კომპანია CITYZEN-ის მულტიფუნქციური პროექტი - CITYZEN Central Park თიბისის და საქართველოს ბანკის მხარდაჭერით შენდება
- 22.09.2023 17:26ვერტმფრენით შემოფრენების, დრონებისა და მეხანძრე-მაშველების მიერ ტერიტორიის მონიტორინგის შედეგად, არ დაფიქსირებულა მეწყერის მასაში მოყოლილი არცერთი ადამიანი, რომელიც საჭიროებდა დახმარებას - ვახტანგ გომელაური
- 22.09.2023 17:21ნათია თურნავა გერმანიის ელჩს, პიტერ ფიშერს შეხვდა
- 22.09.2023 17:141 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6816 ლარი გახდა
- 22.09.2023 16:52სამაშველო ოპერაციის დროს ნაპოვნი ცხედრები იმდენად იყო დაზიანებული, რომ გამორიცხულია გარდაცვალება მომენტალურად არ დამდგარიყო - ვახტანგ გომელაური
- 22.09.2023 16:22თბილისის საკრებულოსა და საქართველოს ბანკს შორის ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის მხარდასაჭერად მემორანდუმი გაფორმდა
- 22.09.2023 15:51ანაკლიის პორტის პროექტთან დაკავშირებით უახლოეს რამდენიმე კვირაში სამშენებლო ტენდერი გამოცხადდება - ლევან დავითაშვილი
- 22.09.2023 13:24საგამოძიებო სამსახურმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისთვის განზრახ თავის არიდებისა და ქონების გადამალვის ფაქტებზე ერთი პირი ამხილა
არქივი
მოზაიკა


თბილისის რიგითი 26-ე ჯაზფესტივალი გაიხსნა
თბილისში, სასტუმრო "შერატონ გრანდ მეტეხი პალასში" თბილისის რიგით 26-ე ჯაზფესტივალი გაიხსნა. ღონისძიების ორგანიზატორები არიან: კომპანია "ისთერნ პრომოუშენსი" და "თიბისი კონცეპტი".
9 მაისის საღამოს ჯაზფესტივალის კონცერტების სერია ლუკა თოფურიამ და მისმა ბენდმა გახსნეს. მოგვიანებით კი მსმენელის წინაშე "Jazz/Takes Supergroup" და მისი 4 გამორჩეული შემსრულებელი: ბილ ევანსი, ნილს ლან დოკი, ფელიქს პასტორიუსი და მეისონ ჰარვეი წარდგნენ.
10 მაისს მუსიკალურ საღამოს ჩეხი პიანისტი მარტინ კრატოჩვილი და მისი ბენდი "Jazz Q" გახსნიან. მოგვიანებით კი სცენას ცნობილი იტალიელი პიანისტის, ანტონიო ფარაოს ჯაზ-ტრიო დაიკავებს.
ღონისძიების დასკვნით დღეს, 11 მაისს, იტალიური ბენდი "Motel Kaiju" დაუკრავს. საღამოს კი ჯაზის ცოცხალი ლეგენდა, "გრემის" ჯილდოს ოთხგზის მფლობელი სტენლი კლარკი თავისი პერფორმანსით დახურავს.
როგორც "მედიანიუსს" "ისთერნ პრომოუშენსის" დამფუძნებელმა მიხეილ გიორგაძემ განუცხადა, ასეთი მასშტაბის, ხარისხის, უწყვეტი ტრადიციის მქონე ღონისძიების ჩატარება ქვეყნის იმიჯისათვის მეტად მნიშვნელოვანია.
"ეს არის გზავნილი მთელი მსოფლიოსათვის, რომ საქართველოში საკმაოდ უსაფრთხო, სტაბილური გარემოა შექმნილი და სათანადო ინფრასტრუქტურაა განვითარებული საიმისოდ, რომ მსგავსი დონის კულტურულ ღონისძიებებს ვუმასპინძლოთ", -- აღნიშნა მიხეილ გიორგაძემ.

„ცისკარი გარდენში“ Bedford Falls-ის კონცერტი გაიმართება - ღონისძიების სპონსორია SOLO X
19 სექტემბერი, 2023 , 15:39

SOLO X ალექსანდრე კორძაიას სპექტაკლის „ბრუნტეტი - დაბრუნება“ მხარდამჭერია
14 სექტემბერი, 2023 , 10:38

რა დაგეხმარებათ წარმატებული ბიზნესის დაწყებაში
4 სექტემბერი, 2023 , 17:33

რიშარ გალიანომ თბილისში მეშვიდე კონცერტი გამართა
24 მაისი, 2023 , 14:45

ლეგენდარული რიშარ გალიანო თბილისში კონცერტს გამართავს
23 მაისი, 2023 , 13:20

თბილისის 26-ე ჯაზფესტივალი სტენლი კლარკის კონცერტით დაიხურა
12 მაისი, 2023 , 15:52