უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

14 ივნისი, 2018 12:55
font-size

თბილისის საჯარო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელთა რეგისტრაცია 18 ივნისს დაიწყება

თბილისის საჯარო ბაგა-ბაღებში 2018-2019 წლისთვის აღსაზრდელთა რეგისტრაცია 18 ივნისს,12:00 ზე დაიწყება.

როგორც ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა, კახაბერ გვანცელაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რეგისტრაცია სააგენტოს ვებგვერდზე kids.org.ge ელექტრონულად წარიმართება.

მისივე თქმით, აღსაზრდელთა რეგისტრაცია ორ ეტაპად განხორციელდება.

,,პირველ ეტაპზე რეგისტრაციას გაივლიან სოციალურად დაუცველი ოჯახების შვილები, ჩვილ ბავშვთა სახლის ბენეფიციარები, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვები და იმ ოჯახების ბავშვები, რომელთა შვილებიც სარგებლობენ იმავე სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების მომსახურებით, ასევე 13 ივნისს თბილისში მომხდარი სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების ბავშვები. წელს თბილისის ბაღებში 3000 აღსაზრდელით მეტს ელოდებიან, რაც ჯამში 15 000 შეადგენს“, - აღნიშნა გვანცელაძემ.

ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელის ინფორმაციით, 11 ახალი საბავშვო ბაღი შემოდგომიდან დაიწყებს ფუნქციონირებას, რაც მისი აზრით, ბაღებში დარეგისტრირების ყველა მსურველს დააკმაყოფილებს.

,,ვინც ვერ მოახერხებს რეგისტრაციას სააგენტო მათ საკითხს სექტემბრისთვის განიხილავს, ამისთვის მშობლებმა უწყებას უნდა მიმართონ”, – განაცხადა გვანცელაძემ.

„რეგიონული უსაფრთხოება და კონფლიქტების მოგვარება“ - საზაფხულო სკოლა გაიხსნა

18 ივნისი, 2018 , 15:05

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საზაფხულო სკოლა - „რეგიონული უსაფრთხოება და კონფლიქტების მოგვარება“ გაიხსნა. თსუ კონფლიქტოლოგიის ინსტიტუტსა და სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტს

„გაუფრთხილდი ქალაქს“ - თბილისის მერია ახალი სოციალური კამპანიისთვის კონკურსს აცხადებს

18 ივნისი, 2018 , 15:05

„გაუფრთხილდი ქალაქს“ - დედაქალაქის მერია ახალი სოციალური კამპანიის წარმოების მიზნით კონკურსს აცხადებს. კონკურსი საუკეთესო კონცეფციის გამოვლენას ითვალისწინებს, რომლის ავტორი სარეკლამო კომპანია მას 6 თვის განმა

ნარკოტიკული საშუალებების მომხმარებელთათვის რიგი უფლებების ჩამორთმევა მოსამართლის გადაწყვეტილებაზე იქნება დამოკიდებული

18 ივნისი, 2018 , 14:20

ნარკოტიკული საშუალებების მომხმარებელთათვის რიგი უფლებების ჩამორთმევა მოსამართლის გადაწყვეტილებაზე იქნება დამოკიდებული - მათ უფლებები ავტომატურად აღარ შეეზღუდებათ. აღნიშნულს საპარლამენტო უმრავლესობის წევრების მიერ საქართვ

მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის საპროექტო შესყიდვის ახალი ხელშეკრულებაც დაირღვა - „ახალგაზრდა ადვოკატები“

18 ივნისი, 2018 , 14:20

თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის საპროექტო წინადადების სრულყოფილი სახით წარმოდგენაზე სახელმწიფოსა და შემსრულებელ ორგანიზაცია „სითი ინსტიტუტი - საქართველოს“ შორის 2018 წლის 13 აპრილს დადებული შეთანხ

პარლამენტს 12 აგვისტოს - დიდგორობის უქმე დღედ გამოცხადების ინიციატივა წარედგინება

18 ივნისი, 2018 , 12:20

ფრაქცია “საქართველოს პატრიოტების“ წევრის, ემზარ კვიციანის სახელით პარლამენტს წარედგინება საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც 12 აგვისტოს - დიდგორობის უქმე დღედ გამოცხადებას ითვალისწინებს. პარლამენტში ინიცირების

საქართველოში საერთაშორისო სომელიეთა ასოციაციის გენერალური ასამბლეა იმართება

18 ივნისი, 2018 , 12:20

დღეს, თბილისში საერთაშორისო სომელიეთა ასოციაციის გენერალურმა ასამბლეამ მუშაობა დაიწყო. ამის შესახებ „მედიანიუსს“ სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოდან აცნობეს. მათივე ინფორმაციით, საქართველოს სომელიეთა ასოციაციისა

ვიდეო გალერეა

ინტერვიუ ვანიჩკასთან - ნატო ჩხეიძე