უკან

საზოგადოება

23 იანვარი, 2020 11:30
font-size

თბილისის საჯარო სკოლების შშმ, სსსმ სტატუსის მქონე და ეტლით მოსარგებლე მოსწავლეებს ადაპტირებული ტრანსპორტი ემსახურებათ

2019-2020 სასწავლო წლის მეორე სემესტრიდან, თბილისის საჯარო სკოლების შშმ და სსსმ სტატუსის მქონე და ეტლით მოსარგებლე 300-ზე მეტი მოსწავლე, რომელიც დამოუკიდებლად ვერ ახერხებს გადაადგილებას და შესაბამისი პირობების არარსებობის გამო გაკვეთილებს ვერ ესწრება, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ სპეციალური ადაპტირებული ტრანსპორტით უზრუნველყო.

სამინისტროს ცნობით, მნიშვნელოვანია, რომ საჭიროებიდან გამომდინარე, მათ ტრანსპორტირებაში ჩართულნი არიან სპეციალურად გადამზადებული გამყოლებიც.

მათივე ინფორმაციით, სამინისტროს მიერ ტრანსპორტით უზრუნველყოფილნი არიან ის მოსწავლეებიც, რომელთა სკოლებსა და დასახლებებს შორის დიდი მანძილია და მოსწავლეები, რომლებიც სარეაბილიტაციო/სამშენებლო სამუშაოების გამო დროებით გადაყვანილ არიან სხვადასხვა სკოლებში ( სულ 2600-მდე მოსწავლე).

„საჯარო სკოლის მოსწავლეების ტრანსპორტით უზრუნველყოფის“ პროგრამას თბილისის მასშტაბით სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო ახორციელებს. აღნიშნული პროგრამის მიზანია ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ხელმისაწვდომობის გაზრდა, მოსწავლეების მიერ გაკვეთილზე დაგვიანებისა და გაცდენების მაჩვენებლის შემცირება და ასევე საცხოვრებელი ადგილიდან სკოლამდე და პირიქით, მოსწავლეთა უსაფრთხო გადაადგილება.
„საჯარო სკოლის მოსწავლეების ტრანსპორტით უზრუნველყოფის“ პროგრამის ფარგლებში, 2019-2020 სასწავლო წლის მეორე სემესტრისთვის საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს მიერ 1 259 790 ლარის მოცულობის ელექტრონული ტენდერი 2019 წლის 18 დეკემბერს გამოცხადდა.

2019-2020 სასწავლო წლის პირველ სემესტრში ტრასპორტით უზრუნველყოფილი იყო 21 სკოლის 1000 მოსწავლე ( აქედან 215 შშმ და სსსმ სტატუსის მქონე მოსწავლე)“, - აღნიშნულია უწყების ინფორმაციაში.

სასკოლო კრებებზე დაუშვებელია კონკრეტული მოსწავლეების აკადემიური მოსწრებისა და ყოფაქცევის საჯარო განხილვა - სახელმწიფო ინსპექტორი

20 სექტემბერი, 2020 , 11:45

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში აცხადებენ, რომ ბავშვების პერსონალური მონაცემების დაცვა განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს, რადგან ისინი ნაკლებად აცნობიერებენ რისკებს და შედეგებს, რაც შესაძლოა, მათი მონაცემების არაკანონ

„კანონში კომუნიკაციების შესახებ“ დაჩქარებულად მიღებული ცვლილებები დემოკრატიის განვითარებისთვის ცუდი ნიშანია - დანილ მიტოვი

20 სექტემბერი, 2020 , 11:23

საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულ ცვლილებებს შორის „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ კანონი ერთ-ერთი ყველაზე სკანდალური აღმოჩნდა. საქართველოს კომუნიკაციების კომისიის სახელი ფართო საერთაშორისო აუდიტორიის

საქართველოში კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 128 აჭარას, 30 კი თბილისს უკავშირდება

20 სექტემბერი, 2020 , 11:11

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის 196 ახალი შემთხვევიდან 128 აჭარას, 30 თბილისს, 19 კი ქუთაისს უკავშირდება. „დაგვემატა 196 ა

საქართველოში კორონავირუსის 196 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

20 სექტემბერი, 2020 , 10:34

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 196 -ით გაიზარდა და 3502 გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზეა განთავსებული. რაც შეეხება გამოჯანმრთ

ცესკომ 31 ოქტომბრის არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა

19 სექტემბერი, 2020 , 17:54

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) დღეს გამართულ სხდომაზე 31 ოქტომბრის საქართველოს პარლამენტის, მუნიციპალიტეტის მერების რიგგარეშე და საკრებულოების შუალედური არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღ

საქართველოში ყველაზე მძიმე პრობლემა სამუშაო ადგილებია და ამ პრობლემას ყველა ერთად უნდა გავუმკლავდეთ - გიორგი გახარია

19 სექტემბერი, 2020 , 17:21

საქართველოში ყველაზე მძიმე პრობლემა არის სამუშაო ადგილები და ამ პრობლემას, ყველა ერთად უნდა გავუმკლავდეთ და ყველამ ერთად უნდა გავიმარჯვოთ ამ პრობლემაზეც. ამიტომ, ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ დღეს, სახელმწიფო, თავის სოციალ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

მიძინება ყოვლადწმინდისა ღმრთისმშობელისა მარიამისა. მარიამობა.