უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

27 ივლისი, 2017 17:55
font-size

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ელექტრომანქანების დამტენი სადგური დამონტაჟდა

თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ავტოსადგომზე ელექტრომანქანების დამტენი სადგური დამონტაჟდა. ახალი სერვისით სარგებლობა ნებისმიერ ელექტრომობილის მფლობელს უფასოდ შეეძლება. აღნიშნული პროექტი ტავ ჯორჯიასა და E-space-ის თანამშრომლობის შედეგად განხორციელდა.

აღსანიშნავია, რომ 2008 წელს თბილისის საერთაშორისო აეროპორტი კავკასიის რეგიონში პირველ „მწვანე აეროპორტად“ დასახელდა, ხოლო 2016 წლის ივლისიდან აეროპორტი მზის ენერგიას ნაწილობრივ მოიხმარს, რაც ადასტურებს იმას, რომ უკვე წლებია „ტავ ჯორჯია“ საქართველოში გარემოს დაცვის სტანდარტების შესაბამისად წარმართავს საქმიანობას.

“ტავ ჯორჯია” “TAV Airports Holding”-ის შვილობილი კომპანიაა და მისი მოღვაწეობა საქართველოში 2005 წელს დაიწყო და მოქმედი კონტრაქტით 2027 წლამდე გაგრძელდება. საქართველოში განხორციელებული 180 მილიონზე მეტი აშშ დოლარის ინვესტიციის შედეგად, 2007 წელს ექსპლოატაციაში შევიდა თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ახალი სამგზავრო ტერმინალები. “TAV Airports Holding“ მიერ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში განხორციელებული მრავალმილიონიანი ინვესტიციის, აეროპორტების ოპერირებაში მრავალწლიანი გამოცდილებისა და გონივრული მენეჯმენტის წყალობით „ტავ ჯორჯია“ ერთ-ერთ ყველაზე სანდო, სტაბილურ და დინამიურ კომპანიად ჩამოყალიბდა საქართველოში.

საკვანძო სიტყვები:

თენგიზ სიგუა გარდაიცვალა

22 იანვარი, 2020 , 11:00

85 წლის ასაკში საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი თენგიზ სიგუა გარდაიცვალა. ზვიად გამსახურდიას პრეზიდენტობის პერიოდში 1990 წლის 15 ნოემბერიდან – 1991 წლის 18 აგვისტომდე სიგუა იყო მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე. გამს

სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

22 იანვარი, 2020 , 10:20

სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო, 22 იანვარს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. როგორც „მედიანიუსს“ კომპანია „თელასიდან“ აცნობეს, საბურთალოს რაიონში გადაუდებელი სამუშაოების

თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა

21 იანვარი, 2020 , 16:25

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრში თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს (TIKA) წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა. როგორც „მედიანიუსს“ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ც

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისათვის ტექნიკური დახმარების პროგრამა შემუშავდება

21 იანვარი, 2020 , 15:35

სოფლისა და სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორი ილია თამარაშვილი, მოადგილესთან არჩილ ბუკიას ერთად იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს (JICA) საქართველოს ოფისის მუდმივ წარმომადგენელს იუკიჰო ეჯირის და სასოფლო

რუსთავში მამა-შვილის გარდაცვალების მიზეზი სავარაუდოდ წყლის გამაცხელებელი გახდა

21 იანვარი, 2020 , 15:15

რუსთავში, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირით ინტოქსიკაციით მამა-შვილი გარდაიცვალა. წინასწარი ინფორმაციით, მათი გარდაცვალების მიზეზი, წყლის გამაცხელებლიდან საცხოვრებელ სახლში CO-ს გაჟონვა გახდა. გარდაცვლილი მამა-შვილი დილით სახლ

2019 წელს ციხეებში 16 პატიმარი გარდაიცვალა - თეა წულუკიანი

21 იანვარი, 2020 , 13:50

"2019 წელს საქართველოს საპატიმროებში 16 პატიმარი გარდაიცვალა",- ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა პარლამენტში, საკომიტეტო მოსმენაზე განაცხადა. მინისტრმა მსჯავრდებულთა საერთო რაოდენობის მოანცემებზე და ციხეებ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილის პირდაპირი ჩართვა გადაცემაში `რეაქცია`