უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

9 ნოემბერი, 2019 11:55
font-size

„თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზის“ მმართველ კომპანიას ხელშკრულება შეუწყდა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანების საფუძველზე შპს „ინტერნეიშენალ ივენთსთან“ არსებული ხელშეკრულება შეწყვიტა და ამჟამად მიმდინარეობს „თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზის“ 100%-იანი წილის მართვის უფლებით გადაცემის სახელმწიფოსთვის დაბრუნების შემდგომი პროცედურები.

აღნიშნული ხელშეკრულების მოშლის საფუძველი გახდა „ინტერნეიშენალ ივენთის“ მიერ ხელშეკრულებით აღებული ვალდებულებების შეუსრულებლობა, მათ შორის საკონცერტო დარბაზის განვითარების მიზნით ინვესტიციის ვადაგადაცილებით განხორციელება, წელიწადში არანაკლებ 100 ადგილობრივი და 5 საერთაშორისო ღონისძიების მოწყობის პირობის დარღვევა, მართვის საზღაურის გადაუხდელობა და სხვა.

შესაბამისად, კონტრაქტის მოქმედების პერიოდში ვერ მოხდა „თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზის“ სრულფასოვანი განვითარება და ნაკისრი სახელშეკრულებო ვალდებულების მიხედვით, დარბაზის ფუნქციონირება, რის გამოც სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ შპს „ინტერნეიშენალ ივენთს“ დააკისრა პირგასამტეხლო.

ამასთან, სააგენტოს მიერ განხორციელებული იქნა კომპანიის მიერ წერილობით წარმოდგენილი იმ მიზეზების ობიექტურობის შეფასება, რის გამოც კომპანიას შეექმნა პრობლემები ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესასრულებლად და მიღებულ იქნა გადაწყვეტილება მართვის ხელშეკრულების ცალმხრივად მოშლის თაობაზე.

შპს „ინტერნეიშენალ ივენთის“ მხრიდან დავალიანების დაფარვის მოთხოვნის მიზნით სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ სარჩელი შეიტანა საქალაქო სასამართლოში.

თავის მხრივ, სახელმწიფო შეიმუშავებს „თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზის“ განვითარების გეგმას და მოიზიდავს სახსრებს შემდგომში მისი განხორციელებისთვის. ბუნებრივია, გეგმა მომზადებისთანავე წარედგინება საზოგადოებას.

ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

ემანუელ მაკრონი სალომე ზურაბიშვილს - საქართველოს ეროვნულ დღესასწაულთან დაკავშირებით, თქვენ და ქართველ ხალხს ბედნიერებასა და კეთილდღეობას გისურვებთ

26 მაისი, 2020 , 15:45

საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს და ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. „ქალბატონო პრეზიდენტო, საქართველოს ეროვნულ დღესასწაულთან დაკავშირებით, თქვენ და ქართ

არ არსებობს იმაზე უფრო დიდი მსახურება, ვიდრე უანგაროდ ემსახურო შენს სამშობლოს - გიორგი გახარია

26 მაისი, 2020 , 15:15

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია, ვაზიანში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა. მთავრობის მეთაურის თქმით, არ არსებობს იმაზე უფრო დიდი მსახურება, ვიდრე უანგაროდ

ბრიტანეთის დედოფალი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

26 მაისი, 2020 , 15:00

ბრიტანეთის დედოფალი, ელისაბედ მეორე საქართველოს პრეზიდენტს და მოსახლოებას დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. „დიდი სიხარულით გიგზავნით გულმხურვალე მილოცვას ეროვნულ დღესასწაულთან დაკავშირებით. საუკეთესო სურვილებს ვუსურვე

ზაზა ოქუაშვილის დაფუძნებულმა კომპანიებმა `მთავარი არხის` 40%-იანი წილი შეიძინეს

26 მაისი, 2020 , 13:38

“მთავარ არხს” ახალი მეწილეები ჰყავს. საჯარო რეესტრში რეგისტრირებული ცვლილებებით არხის მოქმედმა მფლობელებმა: ნიკა გვარამიამ და კახაბერ ანჯაფარიძემ ტელევიზიის წილები გაასხვისეს. „მთავარი არხის“ 40%-

ტექნიკური უნივერსიტეტი საქართველოს დროშის ფერებში განათდა

26 მაისი, 2020 , 13:24

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციული კორპუსი, საქართველოს დამოუკიდებლობის 102 წლისთავის აღსანიშნავად, 26 მაისის დადგომისთანავე, 00:00 საათიდან, საქართველოს დროშის ფერებში განათდა, - ამის შესახებ ინფორმაცია

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

26 მაისი, 2020 , 13:10

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. უწყება განცხადებას „ტვიტერის“ ოფიციალურ გვერდზე ავრცელებს. „გამოვხატავთ ჩვენს გულთბილ მილოცვას ჩვენი მეგობარი ქართველ ხალხის