უკან

საზოგადოება

6 ოქტომბერი, 2017 12:45
font-size

თბილისის საკრებულოს 24 თანამდებობის პირიდან 10-ს აქვს კავშირი ბიზნესთან - „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“

არასამავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველომ” თბილისის მე-5 მოწვევის საკრებულოს სამწლიანი საქმიანობა შეაჯამა.

ანგარიში შეეხო საკრებულოს მიერ მიღებულ მნიშვნელოვან სამართლებრივ აქტებს, მათ შორის მუნიციპალური ქონების გადაცემის საკითხებს, საკრებულოს თანამდებობის პირთა ბიზნესთან კავშირებს, საკრებულოს წევრთა და მის სტრუქტურული ერთეულების საქმიანობას, საკრებულოს მიერ კონტროლის ფუნქციის განხორციელებას და ინფორმაციის ხელმისაწვდომობას.

მესამე სექტორის ანგარიშში აღნიშნულია, რომ მე-5 მოწვევის საკრებულოს 24 თანამდებობის პირიდან 10-ს აქვს კავშირი ბიზნესთან.

ასევე ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ პრობლემურია საკრებულოს თანამდებობის პირების მიერ არადეკლარირებული ბიზნეს წილები, რაც დეკლარაციის არასწორად შევსების შემთხვევას წარმოადგენს და შესაძლოა, დაჯარიმებას დაექვემდებაროს.

„წილების საკუთრება არ აქვს დეკლარირებული საკრებულოს 5 თანამდებობის პირს: გიორგი ტყემალაძე (ქართული ოცნება - მრეწველები), გიორგი ახვლედიანი (ფრაქცია თბილისელები), გიორგი მუსხელიშვილი (ფრაქცია თბილისელები), ლია ჯახველაძე (თბილისელები), გულიკო ზუმბაძე.

არასრულად არის დეკლარირებული საკრებულოს 2 თანამდებობის პირის წილის საკუთრება: ვლადიმერ ძნელაძე (ქართული ოცნება-მრეწველები), ლევან დარახველიძე (ქართული ოცნება - მრეწველები)“,-ნათქვამია ანგარიშში.

ამავე ინფორმაციის თანახმა, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, დირექტორად რეგისტრირებულია საკრებულოს 3 თანამდებობის პირი: გიორგი ტყემალაძე, ლევან დარახველიძე და ლია ჯახველაძე. ორგანიზაციის განმარტებით, კომერციული იურიდიული პირების ხელმძღვანელობა (დირექტორი) საკრებულოს წევრის სტატუსთან შეუთავსებელ საქმიანობას წარმოადგენს.

საქართველოს ეროვნული ბანკის მხარდაჭერით, ფინანსური გამჭვირვალობის შედეგების წარსადგენად, ღონისძიება გაიმართება

14 ივლისი, 2020 , 18:59

ინვესტორთა უფლებების დაცვის მიზნით გამჭვირვალობის უზრუნველყოფა საქართველოს ეროვნული ბანკის ერთ-ერთი ამოცანაა. სწორედ ამ მიზნით, საჯარო ფასიანი ქაღალდების ემიტენტების გამჭვირვალობის ხარისხის ამაღლების ხელშესაწყობად,

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.0633 ლარი გახდა

14 ივლისი, 2020 , 17:35

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 3.0633 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.0614 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ

პრეზიდენტმა ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან შიდა ტურიზმის განვითარების საკითხებზე იმსჯელა

14 ივლისი, 2020 , 17:20

საქართველოს პრეზიდენტმა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან შიდა ტურიზმის განვითარების საკითხებზე იმსჯელა. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათი ცნობით, შეხვედრა დღეს პრეზიდენტის

ისეთ უმძიმეს სიტუაციას მივიღებთ, კორონა კი არა, შიმშილით დაიხოცებიან ადამიანები - დავით ჭიჭინაძე

14 ივლისი, 2020 , 16:15

„რად გვინდა ეს გადავადებები, თუ ადამიანები კორონავირუსით კი არა, შიმშილით დაიხოცებიან!“, - ასე მიმართა დამოუკიდებელმა დეპუტატმა პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერმა, დავით ჭიჭინაძემ, საპარლამენტ

თურქეთი და საქართველო: მდგრადი პარტნიორობა და სოლიდარობა ომის, გადატრიალების მცდელობის და პანდემიის დროს - ფატმა ჯერენ იაზგანი

14 ივლისი, 2020 , 14:21

Covid-19- ის პანდემია და მისგან გამოწვეული გლობალური საგანგებო გარემოებები გარკვეული თვალსაზრისით გამძლეობის ტესტი აღმოჩნდა მთავრობებისა და ერებისათვის. სოლიდარობის, კეთილმეზობლური ურთიერთობის და პარტნიორობის მნიშვნელობა

შაქარაშვილის საქმის არასწორად წარმართვის გამო დაუყონებლივ უნდა დადგეს შს მინისტრისა და მთავარი პროკურორის პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი - “ლელო საქართველოსთვის”

14 ივლისი, 2020 , 13:16

პოლიტიკური გაერთიანება "ლელო საქართველოსთვის" ლიდერებს კახა კოჟორიძესა და გრიგოლ გეგელიას მიაჩნიათ, რომ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე იწურება ყოველგვარი გონივრული ვადები დაგროვილ კითხვებზე დამაჯერებელი პასუხების მოსასმენად

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ამ პარტიაში ვარ პოლიტიკური ლიდერი, ვფიქრობ პოლიტიკური ლიდერობით აქედან უფრო მივაწვდენ ხმას ყველას, ვიდრე ვყოფილიყავი დიდი გაერთიანების ერთერთი წევრი - ნატო ჩხეიძე