უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

7 დეკემბერი, 2016 15:20
font-size

თბილისის საკრებულოს დელეგაცია ოფიციალური ვიზიტით პოლონეთში იმყოფება

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დელეგაცია ოფიციალური ვიზიტით პოლონეთში იმყოფება.

საკრებულოს პრესსამსახურის ცნობით, ვიზიტის პირველ დღეს დედაქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი და საკრებულოს ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე ჯაბა სამუშია ვარშავის მუნიციპალიტეტის ვიცე - მერს მაგდალენა დარდზინსკას, ასევე სხვადასხვა სამსახურების დირექტორებსა და მრჩევლებს შეხვდნენ. მხარეებმა ქალაქის თვითმმართველობაში მოქალაქეთა ჩართულობაზე, სოციალურ და ჯანმრთელობის დაცვის, აგრეთვე ინფრასტრუქტურულ და კულტურულ-საგანმანათლებლო პროექტებზე ისაუბრეს და ქალაქებს შორის ურთიერთთანამშრომლობის სამომავლო გეგმები დასახეს.

ვიზიტის ფარგლებში, ქართული დელეგაცია პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში ქვეყნის აღმოსავლეთის დეპარტამენტის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს რაფალ პობორსკის და მის მრჩეველს პიოტრ კონოვროვსკის შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა კავკასიის რეგიონში საქართველოს როლსა და ევროკავშირის წინაშე მდგარ იმ ამოცანებზე ისაუბრეს, რომლებიც ჩვენს ქვეყანაში დემოკრატიის მხარდაჭერას ისახავს მიზნად.

განსაკუთრებული აქცენტი კი საქრთველოში 2016 წლის 8 ოქტომბერს ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებზე, საქართველო-პოლონეთის ურთიერთთანამშრომლობასა და სახელმწიფოებრივ კონტაქტებში მუნიციპალიტეტის აქტიურ ჩართულობაზე გაკეთდა, რაშიც პოლონურმა მხარემ ქართულ დელეგაციას სრული თანადგომა და მხარდაჭერა აღუთქვა. შეხვედრებს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი პოლონეთში ნიკოლოზ ნიკოლოზიშვილი და საელჩოს წარმომადგენელი ნატალია თოფჩიშვილი ესწრებოდნენ. ვიზიტის ფარგლებშივე, თბილისის საკრებულოს წარმომადგენლებმა გიორგი ალიბეგაშვილმა და ჯაბა სამუშიამ წმინდა გრიგოლ ფერაძის ხსოვნისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღეს მონაწილეობა. თბილისის საკრებულოს დელეგაცია პოლონეთში ვიზიტს 8 დეკემბრს დაასრულებს.

სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

19 სექტემბერი, 2020 , 15:40

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის ჯავა-ონის სამმართველოს თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა, - ინფორმაციას შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, საზღვრის დაცვის თანამშრომე

გრიპის ვაქცინაციის საშუალება სავალდებულო უნდა იყოს წელს - თენგიზ ცერცვაძე

19 სექტემბერი, 2020 , 14:45

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ COVID-19-სა და გრიპის ვირუსის თანხვედრის რისკზე “ღამის კურიერში” ისაუბრა. ქვეყნის მთავარი ინფექციონისტი განმარტავს, რომ კორონავირუსის პრევენციული

შემოსავლების სამსახურმა გადამხდელებს COVID-19-ის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით შემუშავებული მოთხოვნები გააცნო

19 სექტემბერი, 2020 , 14:45

შემოსავლების სამსახურმა გადამხდელებს COVID-19-ის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით შემუშავებული მოთხოვნები გააცნო, - ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს. მათივე ინფორმაციით,

„ღირსეული პარტნიორი 2020”-ის დასრულებასთან დაკავშირებით სამხედროებისთვის კონცერტი გაიმართა

19 სექტემბერი, 2020 , 14:20

„ღირსეული პარტნიორი 2020“-ის წარმატებით დასრულებასთან დაკავშირებით საქართველოს თავდაცვის ძალების IV მექანიზებული ბრიგადის ტერიტორიაზე, ქართველი და უცხოელი სამხედროებისთვის კონცერტი გაიმართა. ამის შესახებ ინფო

„მედიაკრიტიკა“ - ანუ როცა მეთიუ ბრაიზა, კურტ ვოლკერი და ბრიტანეთის სახელმწიფო მინისტრი „კარის პოეტები“ გგონია...

19 სექტემბერი, 2020 , 12:39

ორიოდე სიტყვა ბლოგის შესახებ: მართალია, ბლოგი განსხვავებული მიმართულებაა და გაცილებით მეტ თავისუფლებას იძლევა მოქმედებისას, ვიდრე სხვა ჟურნალისტური პროდუქტი, მაგრამ ისევე როგორც ყველა სხვა ჟურნალისტური პროდუქტი, ისიც ითხ

კორონავირუსის 187 ახალი შემთხვევიდან 116 აჭარაში დადასტურდა

19 სექტემბერი, 2020 , 12:05

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, კორონავირუსის 187 ახალი შემთხვევიდან 116 აჭარაში დადასტურდა, 30 კი თბილისში. „დაგვემატა 187 ახალი შემთხვევა, ჯამში 3306 დადასტურებული შემთ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

მიძინება ყოვლადწმინდისა ღმრთისმშობელისა მარიამისა. მარიამობა.