უკან

პოლიტიკა

14 ნოემბერი, 2017 16:20
font-size

თბილისის საკრებულოში მეექვსე მოწვევის საკრებულოს პირველი სხდომა გაიმართა

თბილისის საკრებულოში მეექვსე მოწვევის საკრებულოს პირველი სხდომა გაიმართა, რომლის 14 ნოემბერს მოწვევის თაობაზე განკარგულება ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მიიღო.

თბილისის ახლადარჩეული საკრებულოს პირველი სხდომა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ გახსნა.

თამარ ჟვანიამ საკრებულოს წევრებს სიტყვით მიმართა, არჩევნები შეაჯამა, თბილისის საკრებულოს 2017 წლის 21 ოქტომბრის არჩევნების ერთიანი ოქმი წარუდგინა და არჩევნების შედეგების დოკუმენტაცია ახლადარჩეული საკრებულოს უხუცესს წევრს ფრიდონ ინჯიას გადასცა.

საკრებულოს სხდომის დღის წესრიგის თანახმად, საკრებულოს რამდენიმე წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე ინფორმაცია კოლეგებს ფრიდონ ინჯიამ მიაწოდა.

კერძოდ, საკრებულოს ახალ შემადგენლობაში აღარ იქნება „ქართული ოცნების“ საარჩევნო პროპორციული სიის მე-10 ნომერი გიორგი ალიბეგაშვილი, რომელიც პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის გადაწყვეტილებით, ენის სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელად დაინიშნა.
საკუთარი განცხადებების საფუძველზე ასევე უფლებამოსილება შეუწყდათ ახლადარჩეულ საკრებულოს წევრებს: ,,ნაციონალური მოძრაობიდან’’ ნიკა მელიას და დეპუტატებს ,,ევროპული საქართველოდან’’ - დავთ დარჩიაშვილს და დავით ავალიანს.

დღესვე სხდომაზე, უმრავლესობის წარდგინებით, საკრებულოს თავმჯდომარის პოსტზე გიორგი ტყემალაძის კანდიდატურა დასახელდა, რის შემდეგაც ფარული კენჭისყრით, მეექვსე მოწვევის საკრებულოს თავმჯდომარედ გიორგი ტყემალაძე დამტკიცდა.

საკრებულოს ახლადარჩეულმა თავმჯდომარემ პირველი მოადგილისა და მოადგილეების თანამდებობებზე გიორგი ახვლედიანის, მარიკა დარჩიასა და დავით უჯმაჯურიძის კანდიდატურები დაასახელა.

საკრებულოს წევრებმა წარმოდგენილი კანდიდატურები ფარული კენჭისყრის შედეგად ხმათა უმრავლესობით დაამტკიცეს.

2017 წლის 21 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნების შედეგად, დედაქალაქის 50-წევრიან საკრებულოში „ქართულ ოცნებას“ -40, ,,ნაციონალურ მოძრაობას’’- 5, ,,ევროპულ საქართველოს’’- 3, ხოლო „პატრიოტთა ალიანსს“ კი 2 წევრი ეყოლება.

ბექა დავითულიანი: მიუხედავად იმისა, გსურთ ეს თუ არა ეს, თბილისი აუცილებლად გახდება სიცოცხლით სავსე ქალაქი

17 ნოემბერი, 2017 , 22:54

თბილისის საკრებულოს ფრაქციის “ ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ ბექა დავითულიანმა საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, რომ პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს განვლ

ვატო შაქარიშვილი: „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები იმ მოედანზე თამაშობენ, სადაც აპრიორში წაგებულები არიან

17 ნოემბერი, 2017 , 22:50

თბილისის საკრებულოს სხდომაზე დეპუტატმა ვახტანგ შაქარიშვილმა განაცხადა, რომ პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები იმ მოედანზე თამაშობენ, სადაც აპრიორში წაგებულები არიან.  „სიტყვებით - ძალადობა, სიძ

საკრებულოს სხდომაზე დედაქალაქის მთავრობა დაამტკიცეს

17 ნოემბერი, 2017 , 19:43

თბილისის საკრებულოში რიგგარეშე სხდომა გაიმართა, რომელსაც წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე უძღვებოდა. სხდომაზე ვიცე - მერობის კანდიდატმა, ირაკლი ხმალაძემ საკრებულოს წევრებს მერის მოადგილეების, საქალა

ქეთევან ციხელაშვილი ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს, ტოივო კლაარს შეხვდა

17 ნოემბერი, 2017 , 17:48

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა, ქეთევან ციხელაშვილმა შეხვედრა გამართა კრიზისების საკითხებში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელთან სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში, ტ

კობა გვენეტაძეს პარლამენტში 27 ნოემბერს მოუსმენენ

17 ნოემბერი, 2017 , 17:15

ეროვნული ბანკის პრეზიდენტს კობა გვენეტაძეს პარლამენტში 27 ნოემბერს მოუსმენენ, - განუცხადა ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა კახა ოქრიაშვილმა "ქართული ოცნების" ოფისთან. მისივე თქმით, დღევანდელ შეხვედრას ესწრებ

ოპოზიციის თვითმიზანი იყო საკონსტიტუციო ცვლილებების გარშემო კონსენსუსი არ შემდგარიყო - ირაკლი კობახიძე

17 ნოემბერი, 2017 , 17:15

პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ოპოზიციის თვითმიზანი იყო საკონსტიტუციო ცვლილებების გარშემო კონსენსუსი არ შემდგარიყო. ამის შესახებ კობახიძემ ქუთაისში, პარლამენტის მიერ ახალმიღებულ კონსტიტუციაში დაგ

ვიდეო გალერეა

ინტერვიუ ვანიჩკასთან - ნატო ჩხეიძე