უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

8 თებერვალი, 2018 17:50
font-size

თბილისის საქალაქო სასამართლო „ლანცეტის“ დირექტორისთვის პატიმრობის მისჯასთან განცხადებას ავრცელებს

თბილისის საქალაქო სასამართლო „ლანცეტის“ დირექტორის, ფარმან ჯეირანლისთვის 6 წლით თავისუფლების აღკვეთასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

როგორც სასამართლოს განცხადებაშია ნათქვამი, 2018 წლის 8 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლომ „ლანცეტის“ დირექტორი ფარმან ჯ. დამნაშავედ ცნო და ბრალდებულის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა. ფარმან ჯ.-ს სასჯელის სახედ და ზომად საბოლოოდ 6 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.

„წარდგენილი ბრალის თანახმად, ფარმან ჯ.-ს ბრალად ედებოდა თაღლითობა, ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, სხვისი ფულადი თანხის დაუფლება მოტყუებით, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით. მასვე, ბრალად ედებოდა თაღლითობის მცდელობა, ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ფულადი თანხის მოტყუებით დაუფლების მცდელობა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით. ბრალდებულს, ასევე ბრალად ედებოდა, სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საფრთხის შემქმნელი გარემოების შესახებ ინფორმაციის დამალვა, ე.ი. იმ გარემოებისა და ფაქტის შესახებ ინფორმაციის დამალვა, რომელიც საფრთხეს უქმნის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, ჩადენილი იმის მიერ, ვინც ვალდებული იყო მიეწოდებინა ეს ინფორმაცია მოსახლეობისათვის.

საქმის მასალების თანახმად, 2016 წლის დასაწყისში, შპს ‘’ლანცეტის’’ დირექტორმა ფარმან ჯ.-მ აზერბაიჯანიდან მოიწვია ქირურგ-ტრანსპლანტოლოგი და ღვიძლის დაავადებების მქონე პაციენტთათვის უფასო კონსულტაციების შესახებ მედიის საშუალებით გაავრცელა ინფორმაცია. ოპერაციები განახორციელა აზერბაიჯანელმა ქირურგმა, რომელსაც არ გააჩნდა საქართველოს სახელმწიფო სერთიფიკატი არცერთ საექიმო სპეციალობაში. ამასთან, ორ პაციენტს გიორგი ჩ.-სა და კარლო კ.-ს, მოტყუებით განემარტათ რომ ესაჭიროებოდათ ღვიძლის სასწრაფო გადანერგვა. 2016 წლის 10 და 15 მარტს, სახელმწიფო ლიცენზიისა და ნებართვის გარეშე ჩატარებული ოპერაციების შედეგად ორივე პაციენტი გარდაიცვალა.

მოწმეთა ჩვენებების, სამედიცინო დოკუმენტაციისა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების შეფასების შედეგად, სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია, რომ ბრალდებულმა ჩაიდინა თაღლითობა და თაღლითობის მცდელობა. ამასთან სიცოცხლისა და ჯანმრთელობის საფრთხის შემქმნელი გარემოებების შესახებ ინფორმაციის დამალვის ბრალდების ნაწილში ფარმან ჯ. სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო და გაამართლა. სასამართლომ ბრალდებულს საბოლოოდ 6 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა“, - ნათქვამია განცხადებაში.

პოლიციამ მცირეწლოვანი შვილის მკვლელობაში ბრალდებული მამაკაცი დააკავა

28 მარტი, 2020 , 15:00

შინაგან საქმეთა სამინისტრომ კახეთის სოფელ ვეჯინში მომხდარ მკვლელობის ფაქტზე მამაკაცი დააკავა. „შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის გურჯაანის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე

გურჯაანის მამაკაცმა 3 თვის ჩვილი მოკლა

28 მარტი, 2020 , 14:10

მკვლელობა მოხდა გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვეჯინში. მამამაკაცმა 3 თვის ჩვილი მოკლა, ხოლო ცოლს ცივი იარაღით ჭრილობა მიაყენა. ადგილობრივების ინფორმაციით, ის ოჯახთან ერთად, ვეჯინში, საჩხერედან იყო ჩასული და სტუმრად ცოლ

პოლიციამ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის გამო 7 პირი დააჯარიმა

28 მარტი, 2020 , 14:10

შინაგან საქმეთა სამინისტრო, ახალი კორონავირუსის ქვეყანაში გავრცელების აღკვეთის და პრევენციის მიზნით, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან ერთად, აქტიურად განაგრძობს თვითიზოლაციაში მყოფი მოქალაქეების მკაცრ მონიტორინგს.

სასამართლომ გარყვნილ ქმედებაში ბრალდებულს 5 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

27 მარტი, 2020 , 17:52

ბოლნისის რაიონულმა სასამართლომ მამაკაცს, რომელიც გარყვნილ ქმედებაში იყო ბრალდებული, 5 წლითა და 6 თვის ვადით პატიმრობა შეუფარდა. აღნიშნულის შესახებ „მედიანიუსს“ საქართველოს გენერალური პროკურატურიდან აცნობეს. რ

თვითიზოლაციის წესების დარღვევის გამო, პოლიციამ 3 პირი სამი ათასი ლარით დააჯარიმა

27 მარტი, 2020 , 16:25

თვითიზოლაციის წესების დარღვევის გამო, პოლიციამ 3 პირი სამი ათასი ლარით დააჯარიმა და საკარანტინო ზონებში იძულების წესით გადაიყვანა. ამის შესახებ „მედიანიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს. მათი ინფორმა

მიმართვა შსს -ს - საქართველოში კვიპროსიდან შემოსული მოქალაქე, რომელიც თვითიზოლაციაშია, არღვევს უსაფრთხოების წესებს - „ახალგაზრდა ადვოკატები“

26 მარტი, 2020 , 16:05

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატებმა“, მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აცნობა უცხო ქვეყნის მოქალაქის შესახებ, რომელიც სავარაუდოდ ქ. თბილისში იმყოფება დ