უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

18 დეკემბერი, 2018 16:50
font-size

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბუტა რობაქიძის საქმეზე სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები - პროკურატურა

საქართველოს პროკურატურა ამირან (ბუტა) რობაქიძის მკვლელობის საქმეზე გამოტანილ განაჩენთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს. უწყების ინფრომაციით, პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე აღნიშნულ საქმეზე ბრალდებული ხუთი პირი: დავით იაშვილი, გურამ დონაძე, ზურა მიქაძე, ირაკლი ფირცხალავა და ზაზა ბაქრაძე დამნაშავედ ცნეს.

„თბილისის საქალაქო სასამართლომ ამირან (ბუტა) რობაქიძის საქმეზე სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში, რამაც ფიზიკური პირის უფლების, საზოგადოებისა და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია, ჩადენილი ძალადობითა და დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფით, ასევე ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო გადაზიდვაში ბრალდებულები ზ.მ., გ.დ., ი.ფ., დ.ი. და ზ.ბ. დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით (2006 წლის 28 აპრილამდე მდგომარეობით) და 236-ე მუხლის მესამე ნაწილით (2006 წლის 28 აპრილამდე მდგომარეობით).

საქმის განხილვა სასამართლოში მიმდინარეობდა 5 წლის განმავლობაში, რა დროსაც დაიკითხა ორმოცდაათ პირზე მეტი მოწმე, გამოკვლეული იქნა არაერთი ექსპერტიზის დასკვნა, ნივთიერი და წერილობითი მტკიცებულებები, რომელზე დაყრდნობითაც სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აპარატის ინფორმაციისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ყოფილმა უფროსმა - გ.დ.-მ, თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონის შინაგან საქმეთა სამმართველოს ყოფილმა უფროსმა - დ.ი.-მ, დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის შინაგან საქმეთა სამმართველოს ყოფილმა უფროსმა - ი.ფ.-მ, სამსახურებრივი უფლებამოსილება გამოიყენეს ბოროტად, ხოლო თბილისის შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოს საპატრულო პოლიციის სამმართველოს უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა - ზ.მ.-მ და თბილისის შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოს კრიმინალური პოლიციის უფროსმა - ზ.ბ.-მ სამსახურებრივი უფლებამოსილება გამოიყენეს ბოროტად და მართლსაწინააღმდეგოდ გადაზიდეს ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა, რაც გამოიხატა შემდეგში: 2004 წლის 24 ნოემბერს, დაახლოებით 02:00 საათზე, ქალაქ თბილისში, აკაკი წერეთლის გამზირზე საპატრულო პოლიციის ეკიპაჟმა გადამოწმების მიზნით გააჩერა „ბე ემ ვე“-ს მარკის ავტომანქანა, რომელშიც ისხდნენ ამირან (ბუტა) რობაქიძე, კ.ა., გ.ქ., ა.ბ.,, ი.მ. და ლ.დ. ავტომანქანის გაჩერების შემდეგ ავტომანქანის მძღოლი და მგზავრები, მათ შორის ბუტა რობაქიძე, გადავიდნენ ავტომანქანიდან. პატრულის თანამშრომლებმა საეჭვოდ მიიჩნიეს ავტომანქანიდან გადმოსული პირები, გამოიძახეს დამხმარე ეკიპაჟი. რამდენიმე წუთში, შემთხვევის ადგილზე მივიდა საპატრულო პოლიციის სხვა დამხმარე ეკიპაჟი - გ.ბ.-სა და ლ.ბ.-ს შემადგენლობით და დაიწყეს ავტომანქანიდან გადმოსულ პირთა ჩხრეკა და დაკავება. თუმცა, რობაქიძეს და მის თანმხლებ პირებს არ აღმოაჩნდათ რაიმე კანონსაწინააღმდეგო ნივთი, მათ შორის, ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა. დაკავების მიმდინარეობისას პატრულ-ინსპექტორ გ.ბ.-მ ცეცხლსასროლი იარაღიდან მოახდინა ერთჯერადი, გაუფრთხილებელი გასროლა და მარცხენა იღლიის არეში მძიმედ დაჭრა იქვე მდგომი, ხელებაწეული ამირან რობაქიძე, რომელიც შემთხვევის ადგილზევე გარდაიცვალა.

მომხდარი ფაქტის გამო შემთხვევის ადგილზე მივიდნენ თბილისის შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოს საპატრულო პოლიციის სამმართველოს უფროსის მოვალეობის შემსრულებელი - ზ.მ., საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აპარატის ინფორმაციისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი - გ.დ., თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონის შინაგან საქმეთა სამმართველოს უფროსი - დ.ი., დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის შინაგან საქმეთა სამმართველოს უფროსი ი.ფ. და თბილისის შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოს კრიმინალური პოლიციის უფროსი - ზ.ბ. დასახელებულმა პირებმა დაათვალიერეს შემთხვევის ადგილი და აღმოაჩინეს, რომ დაკავებულებს არ გააჩნდათ არანაირი ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა. იმავდროულად, შემთხვევის ადგილზე მყოფი კრიმინალური და საპატრულო პოლიციის თანამშრომლებისგან შეიტყვეს, რომ პატრულ-ინსპექტორ გ.ბ.-ს მხრიდან გაუფრთხილებელ გასროლას შედეგად მოჰყვა ამირან (ბუტა) რობაქიძის გარდაცვალება. ბრალდებულებმა ზ.მ.-მ, გ.დ.-მ, ი.ფ.-მ, დ.ი.-მ და ზ.ბ.-მ, რომლებიც მოქმედებდნენ წინასწარ ურთიერთშეთანხმებით, განიზრახეს ამირან (ბუტა) რობაქიძის, გ.ქ.-ს, ი.მ.-ს, კ.ა.-ს, ლ.დ.-ს და ა.ბ.-ს ხელოვნური და სრულიად უსაფუძვლო დადანაშაულება პოლიციელებზე შეიარაღებულ თავდასხმაში, ასევე ცეცხლსასროლი იარაღებისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა, შენახვასა და ტარებაში. ამ მიზნით, პოლიციის მაღალჩინოსნებმა ხელოვნურად შექმნეს ბრალდების დამადასტურებელი მტკიცებულებები, კერძოდ, შემთხვევის ადგილზე შეიქმნა იმგვარი სურათი, თითქოსდა დაკავებულ ახალგაზრდებს თან ჰქონდათ სხვადასხვა ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა, რაც შემდგომ აისახა პროცესუალურ დოკუმენტებში. კერძოდ, შემთხვევის ადგილზე დასახელებულ თანამდებობის პირთა მითითებით მიიტანეს ორი ცალი ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, ერთი ცალი რევოლვერი, ხელყუმბარა და ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის 248 (ორასორმოცდარვა) ცალი ვაზნა.

პოლიციის პასუხისმგებელ პირთა მიერ, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების გზით შემთხვევის ადგილზე მტკიცებულებათა გაყალბებამ მძიმე შედეგი გამოიწვია. სახელდობრ, სრულიად უსაფუძვლოდ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის მე-2 ნაწილით და 236-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით, სისხლის სამართლის პასუხისგებაში უკანონოდ იქნენ მიცემულნი: კ.ა., გ.ქ., ა.ბ.,, ი.მ. და ლ.დ., რომელთა მიმართაც გაყალბებული მტკიცებულებების საფუძველზე მიმდინარეობდა სისხლისსამართლებრივი დევნა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებულ ზ.ბ.-სთან მიმართებით დაამტკიცა მხარეებს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება და სასჯელის სახით, 2012 წლის 28 დეკემბრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის გამოყენებით, დანაშაულთა ერთობლიობით, განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 წლისა და 6 თვის ვადით, რაც ჩაეთვალა პირობითად, იმავე გამოსაცდელი ვადით. მასვე, დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა 5000 ლარის ოდენობით და 2 წლის ვადით ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება, ხოლო ზ.მ.-ს, გ.დ.-ს, ი.ფ.-ს და დ.ი.-ს სასჯელის სახედ და ზომად განუსაზღვრა 5 წლით და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა და 2 წლით და 3 თვით თანამდებობის დაკავების უფლების ჩამორთმევა“, - წერია პროკურატურის განცხადებაში

ძმის განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ბრალდებულს 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

24 სექტემბერი, 2020 , 17:50

ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის სააპელაციო საჩივარი, გააუქმა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 14 აპრილის გამამართლებელი განაჩენი და ძმის განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ჯ.ჭ. დამნაშ

ფოთის გეზში არადეკლარირებული საქონელი გამოავლინეს

24 სექტემბერი, 2020 , 17:10

გაფორმების ეკონომიკურ ზონაში ,,ფოთი“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, არადეკლარირებული საქონელი გამოავლინეს. უწყების ცნობით, საქონლის საბაჟო ღირებულებამ 37,240 ლარი

აღურიცხავი საწვავის შემოტანა მკაცრ კონტროლს ექვემდებარება

24 სექტემბერი, 2020 , 14:20

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საბაჟო ზედამხედველობის ფარგლებში, საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვების განმახორციელებელი სატვირთო ტრანსპორტის გადაადგილებისას მკაცრად კონტროლდება აღურიცხავი საწვავი

ყოფილი მეუღლის მიმართ განხორციელებული ძალადობის, მუქარისა და თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

24 სექტემბერი, 2020 , 11:30

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის ბორჯომის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1989 წელს დაბადებული ზ.დ. ყოფილი მეუღლ

კიბერდანაშაულის ფაქტზე ორი პირი დააკავეს

24 სექტემბერი, 2020 , 11:30

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის კიბერდანაშაულთან ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა, გურიის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებთან ერთობლივად ჩატარებული საგამოძიებო-

შემოსავლების სამსახურმა უაქციზო თამბაქოს ნაწარმის ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინა

23 სექტემბერი, 2020 , 14:20

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მონიტორინგის სამმართველოს დასავლეთის განყოფილების თანამშრომლების მიერ მარტვილის რაიონის სოფელ ხუნწში განხორცილებული ღონისძიებების შედეგ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

მიძინება ყოვლადწმინდისა ღმრთისმშობელისა მარიამისა. მარიამობა.