უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

29 მაისი, 2017 14:45
font-size

თბილისის სასულიერო აკადემიაში მოკალათებულია ერთი ჯგუფი, რომელიც არ ცნობს პატრიარქს - ედიშერ ქარჩავა

თბილისის სასულიერო აკადემიაში მოკალათებულია ერთი ჯგუფი, რომელიც არ ცნობს პატრიარქს და არ აღიარებს როგორც სულიერ მამას, ეს ჯგუფი ახდენს წარმატებული სტუდენტების გადაბირებას და განაწყობს ეკლესიის წინაღმდეგ, - განაცხადა საპატრიარქოს იურისტმა ედიშერ ქარჩავამ.

მისივე თქმით, ერთ მხარეს დგას დედაეკლესია და მეორე მხარეს - მეუფე პეტრე ცაავა.

"მეუფე პეტრე მუდამ იძახის, რომ სიმართლისთვის მებრძოლია, მაგრამ ეს ასე არ იქნება, თუ არ გამოვა და არ იტყვის, რას და როგორ გეგმავდა. მან უნდა თქვას, რომ ჩართული იყო იდეურად, სულიერად და შესაძლო მხარდაჭერითაც კათოლიკოს პატრიარქის ტახტიდან ჩამოცილების საკითხში. მე ვერ დავარღვევ უდანაშაულობის პრეზუმფციას, მაგრამ ის იყო ერთ-ერთი მხარდამჭერი იმ ჯგუფის, ვინც გეგმავდა კათოლიკოს-პატრიარქის მოშორებას ყველანაირი ხერხით, სწორედ ამ ჯგუფის ერთ-ერთი მხარდამჭერი იყო მეუფე პეტრე“, - განუცხადა ქარჩავამ საზოგადოებრივ მაუწყებელს.

საპატრიარქოს იურისტმა მეუფე პეტრეს მოუწოდა, გამოვიდეს და თქვას, რომ მას სურს პატრიარქის მოშორება ტახტიდან.

„ამ საქმეში ასევე შემიძლია დავასახელო პატრიარქის დაცვის ყოფილი უფროსი სოსო ოხანაშვილი, რომელიც გერმანიიდან მითვლის დედაოების ენით, რომ მე ამ თემაზე არ ვისაუბრო. მინდა, იცოდეთ რომ არ ვაპირებ გაჩუმებას. ამასთანავე, მათ იდეურ მხარდამჭერებს თბილისის სასულიერო აკადემიიდან სურთ კათოლიკოს-პატრიარქის ინსტიტუტის გაუქმება, ისინი საჯაროდ გამოთქვანენ სიმპათიას მსოფლიო პატრიარქისადმი და სურთ ავტოკეფალიის გაუქმება“, - განაცხადა ქარჩავამ.

ედიშერ ქარჩავამ ამ საქმეში არქიმანდრიტი ანდრიაც დაასახელა.

„ამ საქმეში ასევე ვასახელებ მეუფე პეტრე ცაავას მღვდელს, მის ე.წ. პრესსამსახურს, არქიმანდრიტ ანდრიას და შესაძლებელია, ამ საქმეში იყვნენ სხვა სასულიერო პირებიც ჩართულები. ახლა ასეთი ვითარებაა, ორად არის გაყოფილი - ერთ მხარეს დგას პატრიარქი და დედაეკლესია, მეორე მხარეს -მეუფე პეტრე და მისი მხარდამჭერები. მიმაჩნია, რომ უნდა ვიცოდეთ, ვინ ვის ებრძვის,, რათა შემდგომში ეს ხალხი ჩამოშორდეს ეკლესიას. მათი მხარდამჭერია თბილისის სასულიერო აკადემიაში მოკალათებული ჯგუფი, რომელიც არ ცნობს პატრიარქს. ეს ჯგუფი ახდენს წარმატებული სტუდენტების გადაბირებას და განაწყობს ეკლესიის წინაღმდეგ, საუბარია გოჩა ბარნოვზე და თემურ ბუაძეზე. ადრე მათთან პატრიარქთან დაკავშირებით დაპირისპირებული ვიყავი", - განაცხადა ედიშერ ქარჩავამ.

რეგულაციების გამკაცრების რისკ-ფაქტორები შეიძლება გაიზარდოს - ეკატერინე ტიკარაძე

1 ივნისი, 2020 , 17:45

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, საჭიროა, მოქალაქეებმა დაიცვან უსაფრთხოების ნორმები. როგორც ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, თუ არ მოხდება მოქალაქეთა თანამშრომლობა ხელისუფლებასთან, შესაძლოა, მ

ახალი დანადგარები მდინარე ყვირილას დაბინძურებისგან დაიცავს - „ჯორჯიან მანგანეზი“

1 ივნისი, 2020 , 17:45

„ჯორჯიან მანგანეზი“ გარემოსდაცვითი პოლიტიკის ფარგლებში, ახალ, მასშტაბურ პროექტს ახორციელებს, რომლის შედეგადაც, ჭიათურაში მდინარე ყვირილას წყლის ხარისხი საგრძნობლად გაუმჯობესდება,- ამის შესახებ ინფორმაციას კომ

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.1172 ლარი გახდა

1 ივნისი, 2020 , 17:30

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 3.1172 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.1761 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ

სალომე ზურაბიშვილი მოსახლეობას ნინოობის დღესასწაულს ფოკიდან ულოცავს

1 ივნისი, 2020 , 17:30

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მორწმუნეებს წმინდა ნინოს ხსენების დღე ფოკიდან მიულოცა. როგორც ის „ფეისბუქის“ გვერდზე გავრცელებულ ვიდეომიმართვაში აღნიშნავს, დღეს საქართველოსთვის ძალიან დიდი დღეა.

დღეს წირვის დროს ისეთი მძიმე იყო, მძიმე კი არა, რთული იყო ლოცვა, რომ მეგონა, ვერ შევძლებდი, ბოლომდე მიმეყვანა - კათოლიკოს პატრიარქი

1 ივნისი, 2020 , 17:10

დღეს წირვის დროს ისეთი მძიმე იყო, მძიმე კი არა, რთული იყო ლოცვა, რომ მეგონა, ვერ შევძლებდი, ბოლომდე მიმეყვანა. დიდება უფალს და მადლობა უფალს! მშვიდობით დამთავრდა წირვა და მივიღეთ წმინდა ზიარება, – ამის შესახებ საქა

პანდემიის პირობებში ბავშვთა დაუცველი ჯგუფების მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა - სახალხო დამცველი განცხადებას ავრცელებს

1 ივნისი, 2020 , 17:10

საქართველოს სახალხო დამცველი ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და სახელმწიფოს ბავშვების სოციალური ყოფის გაუმჯობესებისა და ძალადობის აღმოფხვრისკენ მოუწოდებს. "1 ივნისი ბავშვთა დაცვის ს

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ქრისტე აღსდგა!