უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

22 ნოემბერი, 2019 10:50
font-size

თბილისის შემოგარენსა და რამდენიმე რეგიონში მოთოვა

საქართველოს რამდენიმე რეგიონსა და თბილისის შემოგარენში თოვლი მოვიდა. დედაქალაქს შემოერთებულ ტერიტორიებზე, კოჯორში, ტაბახმელაში, ბეთანიასა და წყნეთში გზის სავალი ნაწილის თოვლისგან გაწმენდითი სამუშაოები და ტექნიკური მარილის დაყრა მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა.

როგორც საქართველოს პირველ არხს „თბილსერვის ჯგუფის“ წარმომადგენელმა, დავით ჩანქსელიანმა განუცხადა, თოვლის გამო ავტომანქანებს გზებზე გადაადგილების პრობლემა არ შექმნიათ.

ამასთან, მოთოვა კახეთშიც. ინტენსიური თოვისა და რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდა.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 23 ნოემბრის ჩათვლით აღმოსავლეთ საქართველოში შენარჩუნებული იქნება ცივი, ღრუბლიანი და ნალექიანი ამინდი, დასავლეთ საქართველოში კი დღეიდან ისევ უნალექო ამინდია მოსალოდნელი.

რაც შეეხება დედაქალაქს, გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 22-23 ნოემბერს თბილისის ცალკეულ უბნებში შესაძლოა, თოვლიც აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა ღამის საათებში 0, +2, დღისით კი +2, +4 გრადუსი იქნება.

Startup Grind - ის მორიგი ღონისძიება ბათუმში გაიმართება - მხარდამჭერი საქართველოს ბანკია

24 აპრილი, 2024 , 18:09

საქართველოს ბანკი, როგორც ტექნოლოგიური კომპანია ციფრული პროდუქტების განვითარებას და ამ მიმართულებით სტარტაპების ხელშეწყობას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით, Startup Grind - ის მორიგი ღონისძიება 

სამედიცინო დაწესებულებების მონიტორინგის დროს გამოვლინდა ინფექციის პრევენციისა და კონტროლისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის ფუნქციონირების და პროცესის დარღვევების შემთხვევები - ომბუდსმენი

24 აპრილი, 2024 , 14:53

სახალხო დამცველის აპარატი ცხრა სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებაში ინფექციის პრევენციისა და კონტროლის ღონისძიებების განხორციელების მონიტორინგის შედეგებს ქვეყნებს. სახალხო დამცველის აპარატის ცნობით, სამედიცინო დაწე

იდენტიფიცირებული იქნებიან ის პირები, რომლებიც, ხალხის რაოდენობის სიმცირის მიუხედავად, აქციის მონაწილეებს გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ - შსს

24 აპრილი, 2024 , 14:16

ბოლო პერიოდში რუსთაველის გამზირსა და პარლამენტის შენობის ტერიტორიაზე მიმდინარე აქციების დროს, მსვლელობაში მონაწილე პირთა რაოდენობა საგრძნობლად შემცირდა. მსვლელობაში მონაწილეთა მცირე რაოდენობის გათვალისწინებით, ტრანსპორტი

პრეზიდენტმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა

24 აპრილი, 2024 , 13:29

საქართველოს პრეზიდენტმა ლაზარე გრიგორიადისის შეწყალების აქტი გამოსცა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. ცნობისთვის, მარტის აქციებზე პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახე

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით გლდანი მოლი ფართოვდება

24 აპრილი, 2024 , 13:01

საქართველოს ბანკი პარტნიორი ბიზნესების მხარდაჭერას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, კომპანია „აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯია’’  „სითი მოლი გლდანის“ რეკონს

მესტიის მერი მეორე წელია დეკლარაციაში არ უთითებს ხელფასსა და 7 უძრავ ქონებას - `საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს`

24 აპრილი, 2024 , 12:38

"საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" ინფორმაციით, მესტიის მუნიციპალიტეტის მერი, კაპიტონ ჟორჟოლიანი 2024 წლის თებერვალში შევსებულ ქონებრივ დეკლარაციაში საკუთარ ქონებას, ასევე შრომის ანაზღაურებიდან

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი