უახლესი ამბები
არქივი
საზოგადოება
თბილისის ტერიტორიაზე საველე გეოლოგიური კვლევები ჩატარდა
გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა კლიმატის მწვანე ფონდის (Green Climate Fund), შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) და საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP Georgia) ფარგლებში, საველე გეოლოგიური კვლევების პირველი ეტაპი განახორციელეს, რომელიც თბილისის ტერიტორიის ფარგლებში, მდინარე მტკვრის მარცხენა სანაპიროს მოიცავს. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
მათივე ცნობით, აღნიშნული სამუშაოები ყველა სახის გეოლოგიური პროცესის (მეწყერი, ღვარცოფი, კლდეზვავი და სხვა) საველე პირობებში იდენტიფიცირებას გულისხმობს.
კვლევების საფუძველზე მომზადდება გეოლოგიური საფრთხეების მონაცემთა ბაზა, კატალოგი/კადასტრი და ზონირების რუკა, შესაბამისი გეოლოგიური ანგარიშით.
როგორც გარემოს ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, კვლევები გეოლოგიური საფრთხეების მონიტორინგული სისტემის გაუმჯობესებას ითვალისწინებს და მიღებული საბოლოო შედეგები ხელს შეუწყობს როგორც ინფრასტრუქტურული ობიექტების მდგრადობას, ისე მოსახლეობის დაცვას მოსალოდნელი სტიქიური გეოლოგიური პროცესებისგან.